„ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების ფორმებისა და მათი გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 1 აპრილის №01/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№60/ნ
სარეგისტრაციო კოდი
310010010.77.090.016060
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის

სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №60/ნ

2026 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების ფორმებისა და მათი გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 1 აპრილის №01/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების ფორმებისა და მათი გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 1 აპრილის №01/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 04/04/2022, 310010010.77.090.016001) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. პირველი მუხლით დამტკიცებული დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. მე-2 მუხლით დამტკიცებული „ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის“:

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) მე-4-მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თითოეული ბარათის ნომერი შედგება 16-ნიშნა ასო-ციფრული კომბინაციისგან, რომლის საშუალებითაც ხორციელდება მისი უნიკალური იდენტიფიცირება. ბარათის ნომერი მოიცავს რიგითობის ინდექსს (გამოყენების შემთხვევაში), შეცვლის ინდექსსა და განახლების ინდექსს. აღნიშნული 16 ნიშნიდან პირველი ორი წარმოადგენს ქვეყნის ორნიშნა კოდს – „GE“, ხოლო დანარჩენი ნიშნები არის ციფრები, რომლებიც ფორმირდება შესაბამისი პირის/კომპანიის პირადი ან საიდენტიფიკაციო ნომრის ან შესაცვლელი ბარათის ნომრის საფუძველზე. ვინაიდან პირადი ნომერი შეიცავს 11, ხოლო საიდენტიფიკაციო ნომერი – 9 ციფრს, 14-ნიშნა ფორმატამდე მისაყვანად გამოიყენება დამატებითი ნულები (0).

5. ბარათის რიგითობის ინდექსი წარმოადგენს ტაქოგრაფის ბარათის ნომრის მე-14 ასო ან/და ციფრულ ნიშანს, რომელიც გამოიყენება ერთი ორგანოსათვის გაცემული სხვადასხვა ბარათების დიფერენცირებისათვის.

6. ბარათის შეცვლის ინდექსი წარმოადგენს ტაქოგრაფის ბარათის ნომრის მე-15 ასო ან/და ციფრულ ნიშანს, რომელიც თანმიმდევრობით იზრდება ბარათის შეცვლის შემთხვევაში.

7. ბარათის განახლების ინდექსი წარმოადგენს ტაქოგრაფის ბარათის ნომრის მე-16 ასო ან/და ციფრულ ნიშანს, რომელიც თანმიმდევრობით იზრდება ბარათის განახლების შემთხვევაში.“;

ა.ბ) მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ბარათის დაკარგვისას ან მოპარვისას;“;

ა.გ) მე-18 პუნქტის „ე.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ვ) ბარკოდი (არსებობის შემთხვევაში);“;

 ა.დ) მე-19 პუნქტის:

ა.დ.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. მძღოლის ბარათის მისაღებად (შესაცვლელად) განმცხადებელმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს განცხადება მძღოლის ბარათის მიღებაზე (შეცვლაზე) №5 დანართში მოყვანილი ფორმით, რომელსაც თან უნდა ახლდეს:“;

ა.დ.ბ) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პასპორტის, ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლ(ებ)ი, რომლებიც შეიცავენ მფლობელის საიდენტიფიკაციო ინფორმაციას (სახელს, გვარს, გაცემის თარიღს, გამცემი ორგანოს ვინაობას, რეგისტრაციის ადგილსა და სხვ.);“;
 ა.დ.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მძღოლის ბიომეტრიული ფოტოსურათი (მატერიალური და ელექტრონული ვერსია (CD-ზე ჩაწერილი));“;

 ა.ე) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. თუ სააგენტოს გაუჩნდა ეჭვი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ გაკეთებული განცხადების სისწორეზე ან კონკრეტული შემოწმების ჩატარებასთან დაკავშირებით, მას შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულებ(ებ)ის წარდგენა.“;

 ა.ვ) 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. თუ ადრინდელი მძღოლის ბარათის ნაცვლად ახალი გაიცემა, ამ ახალ ბარათზე უნდა აღინიშნოს ადრინდელი მძღოლის ბარათის გაცემის ნომერი, ამასთან ინდექსი ერთი ერთეულით იზრდება. სააგენტო აღრიცხავს გაცემულ, მოპარულ, დაკარგულ ან დეფექტიან მძღოლის ბარათებს მათი მოქმედების ვადით.“;

 ა.ზ) 27-ე პუნქტის:

ა.ზ.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„27. კომპანიის ბარათის მისაღებად (შესაცვლელად) განმცხადებელმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს განცხადება კომპანიის ბარათის მიღებაზე (შეცვლაზე) №6 დანართში მოყვანილი ფორმით, რომელსაც თან უნდა ახლდეს:“;

ა.ზ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კომპანიის ხელმძღვანელის ან/და ბარათის მიმღები პირ(ებ)ის, აგრეთვე ყველა იმ პირის, რომელზეც ფორმდება ბარათი, პასპორტის, ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლ(ებ)ი, რომლებიც შეიცავენ მფლობელის საიდენტიფიკაციო ინფორმაციას;“;

 ა.თ) 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 ,,28. კომპანიაზე შეიძლება გაიცეს რამდენიმე კომპანიის ბარათი მოთხოვნის შესაბამისად. კომპანიის ბარათის მიღებაზე, შენახვასა და გამოყენებაზე პასუხისმგებელია კომპანიის ხელმძღვანელი ან კომპანიის ხელმძღვანელის ბრძანებით დანიშნული პირ(ებ)ი.“;

 ა.ი) 31-ე პუნქტის:

ა.ი.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. სახელოსნოს ბარათის მისაღებად (შესაცვლელად) განმცხადებელმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს განცხადება სახელოსნოს ბარათის მიღებაზე №7 დანართში მოყვანილი ფორმით, რომელსაც თან უნდა ახლდეს:“;

ა.ი.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სახელოსნოს ხელმძღვანელის ან/და ბარათის მიმღები პირ(ებ)ის, აგრეთვე ყველა იმ პირის, რომელზეც ფორმდება ბარათი, პასპორტის, ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლ(ებ)ი, რომლებიც შეიცავენ მფლობელის საიდენტიფიკაციო ინფორმაციას;“;

ა.ი.გ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

 ა.კ) 32-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„32. სახელოსნოზე შეიძლება გაიცეს რამდენიმე სახელოსნოს ბარათი მოთხოვნის შესაბამისად. სახელოსნოს ბარათის მიღებაზე, შენახვასა და გამოყენებაზე პასუხისმგებელია კომპანიის ხელმძღვანელი ან კომპანიის ხელმძღვანელის ბრძანებით დანიშნული პირ(ებ)ი.“;

 ა.ლ) 36-ე პუნქტის:

ა.ლ.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„36. მაკონტროლებლის ბარათის მისაღებად (შესაცვლელად) განმცხადებელმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს განცხადება მაკონტროლებლის ბარათის მიღებაზე №8 დანართში მოყვანილი ფორმით, რომელსაც თან უნდა ახლდეს:“;

ა.ლ.ბ) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ყველა იმ პირის, რომელზეც ფორმდება ბარათი, პასპორტის, ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლ(ებ)ი, რომლებიც შეიცავენ მფლობელის საიდენტიფიკაციო ინფორმაციას;“;

ა.ლ.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მაკონტროლებლის ბიომეტრიული ფოტოსურათი (მატერიალური და ელექტრონული ვერსია (CD-ზე ჩაწერილი));“;

ა.მ) 362 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„362. ამ მუხლის 361 პუნქტით გათვალისწინებული მიზნით დამზადებული მაკონტროლებლის ბარათის გამოყენება ხორციელდება იმ პირის მიერ, რომელსაც გავლილი აქვს მომზადების სპეციალური კურსი.“;

ა.ნ) მე-40 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ო) 43-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„43. შემოწმების უარყოფითი შედეგების ან დადგენილ ვადაში ნაკლოვანებების გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააგენტო შემოწმების დასრულებიდან ან ნაკლოვანებების გამოსასწორებლად დადგენილი ვადის ამოწურვიდან სამი დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ბარათის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე მიზეზების მითითებით და აცნობებს განმცხადებელს.“;

ა.პ) 46-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„46. დადგენილ ვადაში ნაკლოვანებების გამოსწორების შემთხვევაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ბარათის გაცემის თაობაზე, ახორციელებს ბარათის დამზადების ორგანიზებას, მის პერსონალიზაციას, რეგისტრაციას გაცემული ბარათების უწყებრივ რეესტრში (ბარათის მონაცემების ბარათის აღრიცხვის ერთიან ავტომატიზებულ მონაცემთა ბაზაში განთავსების ჩათვლით) და განმცხადებელზე გაცემას. ბარათთან ერთად განმცხადებელს გადაეცემა ინფორმაცია ბარათის გამოყენების პირობების შესახებ №9-13 დანართებში მოყვანილი ფორმებითა და შინაარსით.“;

ა.ჟ) 47-ე პუნქტის „დ-ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ბარათის მფლობელის სახელი, გვარი, ID ნომერი, ბარათის მოთხოვნასა და მიღებაზე პასუხისმგებელი პირის/კომპანიის შესახებ (გვარი, სახელი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი.);

ე) ბარათის გაცემის და მოქმედების ვადას;“.

ბ) მე-4 მუხლის:

ბ.ა) მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ინფორმაცია ბარათის მოქმედების შეჩერების ან გაუქმების თაობაზე უნდა იყოს ხელმისაწვდომი მძღოლების შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვაზე კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოებისათვის, აგრეთვე AETR-ის ხელშემკვრელი მხარეების ყველა ქვეყნისათვის შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში.”.

 გ) დანართი №4-დანართი №14 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დირექტორი ბაკურ მიქაძე
📎 დანართები (13)
დან.1.docx ⬇
დან.2.docx ⬇
დან.4.docx ⬇

დანართი №4

ტაქოგრაფის ბარათებს, გაყალბებისგან დაცვის მიზნით, სულ მცირე, შემდეგი დამცავი მახასიათებლები უნდა გააჩნდეს:

  • უსაფრთხოების დიზაინის ფონი, წვრილი გილიოშური და ცისარტყელასებური ორნამენტებით;

  • უსაფრთხოების დიზაინის ფონი და ბარათზე დატანილი ფოტო ერთმანეთს უნდა კვეთდეს;

  • სულ მცირე ერთი ორფერიანი მიკრობეჭდვის ხაზი.

დან.5.docx ⬇

დანართი №5

განცხადება მძღოლის ბარათის მიღებაზე ციფრული ტაქოგრაფისათვის

Application for a Digital Tachograph Driver Card

მძღოლის ხელმოწერა/Signature of the Driver

გთხოვთ, ხელი მოაწეროთ შავი მუქი კალმით

1 გვარი /Last Name
2 სახელი/First name
3 დაბადების თარიღი/ Date of Birth
4 პირადი ნომერი/Personal Number
5 პირადობის მოწმობის მოქმედების ვადა/Date of Expiry
6 მობილური ტელ. ნომერი/Mobile Number
7 მართვის მოწმობის ნომერი/Driving License Number
8 მართვის მოწმობის გამცემი ორგანო და ქვეყანა /Issuing Authority and Country
9 მართვის მოწმობის მოქმედების ვადა / Date of Expiry of the Licence

მოგმართავთ განცხადებით, მსურს

ციფრული ტაქოგრაფის ბარათის მიღება

  • ახალი ბარათი/New Card

ციფრული ტაქოგრაფის ბარათის განახლება

  • ვადის ამოწურვა/Expired

  • მოსალოდნელი ვადის ამოწურვა/Renew

ციფრული ტაქოგრაფის ბარათის ჩანაცვლება

  • დაკარგული/Lost

  • გაუმართავი/Malfunctioning

  • მოპარული/Stolen

  • პირადი და ადმინისტრაციული
    მონაცემებების ცვლილება/The Change
    of Personal and Administrative Data

ბარათის გაცემის ადგილი

თბილისი ბათუმი

ქუთაისი ფოთი

თარიღი/Date

განმცხადებლის ხელმოწერა/Signature of the Applicant

დან.6.docx ⬇

დანართი №6

განცხადება კომპანიის ბარათის მიღებაზე ციფრული ტაქოგრაფისათვის

Application for a Digital tachograph Company card

კომპანიის მონაცემები/ Company Data

1 კომპანიის სახელი/Company Name
2 კომპანიის მისამართი და საფოსტო ინდექსი / Company Address and Postal Code
3 საიდენტიფიკაციო ნომერი/ Identification Number

ბარათის მოთხოვნასა და მიღებაზე პასუხისმგებელი პირი

Person Authorized to Request and Receipt the Card

1 გვარი / Last Name
2 სახელი / First Name
3 ტელეფონის ნომერი / Phone Number
4 პირადი ნომერი / Personal Number

მოგმართავთ განცხადებით, მსურს

ციფრული ტაქოგრაფის ბარათის მიღება

  • ახალი ბარათი/New Card

ციფრული ტაქოგრაფის ბარათის განახლება

  • ვადის ამოწურვა/Expired

  • მოსალოდნელი ვადის ამოწურვა/Renew

ციფრული ტაქოგრაფის ბარათის ჩანაცვლება

  • დაკარგული/Lost

  • გაუმართავი/Malfunctioning

  • მოპარული/Stolen

  • პირადი და ადმინისტრაციული
    მონაცემებების ცვლილება/The Change
    of Personal and Administrative Data

ბარათის გაცემის ადგილი

თბილისი ბათუმი

ქუთაისი ფოთი

თარიღი/Date

განმცხადებლის ხელმოწერა/Signature of the Applicant

დან.7.docx ⬇

დანართი №7

განცხადება სახელოსნოს ბარათის მიღებაზე ციფრული ტაქოგრაფისათვის

Application for Receiving a Workshop Card for a Digital Tachograph

კომპანიის მონაცემები/ Company Data

1 კომპანიის სახელი/ Company Name
2 კომპანიის მისამართი და საფოსტო ინდექსი/ Company Address and Postal Code
3 საიდენტიფიკაციო ნომერი/ Identification Number
4 ტელეფონის ნომერი / Phone Number

ბარათის მოთხოვნასა და მიღებაზე პასუხისმგებელი პირი

Person Authorized to Request and Receipt the Card

1 გვარი / Last Name
2 სახელი / First Name
3 პირადი ნომერი/Personal Number
4 ტელეფონის ნომერი / Phone Number

განპიროვნებული ბარათის შემთხვევაში

მექანიკოსის პერსონალური მონაცემები

In the Case of a Personalized card, the Personal Data of the Mechanic

1 გვარი / Last Name
2 სახელი / First Name
3 პირადი ნომერი /Personal Number
4 ტელეფონის ნომერი / Phone Number

მოგმართავთ განცხადებით, მსურს

ციფრული ტაქოგრაფის ბარათის მიღება

  • ახალი ბარათი/New Card

ციფრული ტაქოგრაფის ბარათის განახლება

  • ვადის ამოწურვა/Expired

  • მოსალოდნელი ვადის ამოწურვა/Renew

ციფრული ტაქოგრაფის ბარათის ჩანაცვლება

  • დაკარგული/Lost

  • გაუმართავი/Malfunctioning

  • მოპარული/Stolen

  • პირადი და ადმინისტრაციული
    მონაცემებების ცვლილება/The Change
    of Personal and Administrative Data

ბარათის გაცემის ადგილი

თბილისი ბათუმი

ქუთაისი ფოთი

თარიღი/Date

განმცხადებლის ხელმოწერა/Signature of the Applicant

დან.8.docx ⬇

დანართი №8

განცხადება მაკონტროლებლის ბარათის მიღებაზე ციფრული ტაქოგრაფისათვის

Application for a Digital Tachograph Control Card

მაკონტროლებელი ორგანოს მონაცემები/ Control Body Data

1 მაკონტროლებელი ორგანოს დასახელება/ Control Body Name
2 მაკონტროლებელი ორგანოს მისამართი და საფოსტო ინდექსი/Address of the Control Body and Postal Code
3 საიდენტიფიკაციო ნომერი/ Identification Number

ბარათის მოთხოვნასა და მიღებაზე პასუხისმგებელი პირი

Person Authorized to Request and Receipt the Card

1 გვარი / Last Name
2 სახელი / First Name
3 პირადი ნომერი / Personal Number
4 ტელეფონის ნომერი / Phone Number

განპიროვნებული ბარათის შემთხვევაში

მაკონტროლებლის პერსონალური მონაცემები

In the Case of a Personalized Card, the Personal data of the Controller

1 გვარი / Last Name
2 სახელი / First Name
3 პირადი ნომერი/Personal Number
4 ტელეფონის ნომერი / Phone Number

მაკონტროლებლის ხელმოწერა/Signature of the Inspector

მოგმართავთ განცხადებით, მსურს

ციფრული ტაქოგრაფის ბარათის მიღება

  • ახალი ბარათი/New Card

ციფრული ტაქოგრაფის ბარათის განახლება

  • ვადის ამოწურვა/Expired

  • მოსალოდნელი ვადის ამოწურვა/Renew

ციფრული ტაქოგრაფის ბარათის ჩანაცვლება

  • დაკარგული/Lost

  • გაუმართავი/Malfunctioning

  • მოპარული/Stolen

  • პირადი და ადმინისტრაციული
    მონაცემებების ცვლილება/The Change
    of Personal and Administrative Data

ბარათის გაცემის ადგილი

თბილისი ბათუმი

ქუთაისი ფოთი

თარიღი/Date

განმცხადებლის ხელმოწერა/Signature of the Applicant

დან.9.docx ⬇

დანართი №9

Dear Madam / Sir,

ძვირფასო ქალბატონო / ბატონო,

Thank you for submitting the application form for a driver card. Your request has been approved and the card is enclosed with this letter.

მადლობას გიხდით მძღოლის ბარათის სააპლიკაციო ფორმის გამოგზავნისთვის. თქვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ბარათი თან ერთვის წინამდებარე წერილს.

We remind you that the card holder is required to:

შეგახსენებთ, რომ ბარათის მფლობელს მოეთხოვება:

1. Protect the card against mechanical damage, extreme temperatures, dirt and exposure to strong magnetic fields / ბარათის დაცვა მექანიკური დაზიანებისგან, ექსტრემალური ტემპერატურისგან, ჭუჭყისგან და ძლიერი მაგნიტური ველის ზეგავლენისგან.

2. Immediately notify the LEPL Land Transport Agency in the event of loss or theft of the card, as follows:

• By mail to: 16 Vazha Pshavela Ave., Tbilisi, 0160, Georgia

• By e-mail: chancellery@lta.gov.ge

ბარათის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, შემდეგი წესით:

• ფოსტით მისამართზე: ვაჟა-ფშაველას გამზ. 16, ქ. თბილისი, 0160, საქართველო

• ელექტრონული ფოსტით: chancellery@lta.gov.ge

3. Return the card if:

• The card is damaged, defective, or contains incorrect data;

• The validity period of the card has expired;

• The card is subject to renewal due to changes in the card holder’s data;

• In the event of a change in the card holder’s country of residence;

• The card is found by a person who is not authorized to use it.

4. In the event of malfunction or damage to the card, return it to the LEPL Land Transport Agency and submit an application within 7 working days from the date the issue was identified.

ბარათის გაუმართაობის ან დაზიანების შემთხვევაში დააბრუნოს იგი სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში და წარადგინოს განცხადება პრობლემის აღმოჩენის დღიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

5. Submit an application for card renewal to the LEPL Land Transport Agency no later than 15 working days prior to the card’s expiration date.

ბარათის განახლების შესახებ განცხადებით მიმართოს სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ბარათის მოქმედების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა.

6. In the event of any changes to personal data, an application for card replacement must be submitted to the LEPL Land Transport Agency.

პერსონალური მონაცემების შეცვლის შემთხვევაში ბარათის შეცვლის მოთხოვნით მიმართოს სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს.

7. Proof of payment for the card fee must be attached to every application submitted.

ყოველი განცხადების წარდგენისას დაურთოს ბარათის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

If you have any questions or require additional information, please contact the hotline of the LEPL Land Transport Agency, Monday to Friday, 10:00 to 18:00, Tel.: +995 32 2 365501

რაიმე შეკითხვების ან დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ცხელ ხაზს, 10:00-დან 18:00 საათამდე, ტელ.: +995 32 2 365501.

LEPL Land Transport Agency of the Ministry of Economy

and Sustainable Development of Georgia

Address: 16 Vazha-Pshavela Ave, Tbilisi 0160, Georgia

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს

სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. №16, თბილისი 0160, საქართველო.

დან.10.docx ⬇

დანართი №10

Dear Madam / Sir,

ძვირფასო ქალბატონო / ბატონო,

Thank you for submitting the application form for a company card. Your request has been approved and the card is enclosed with this letter.

მადლობას გიხდით კომპანიის ბარათის სააპლიკაციო ფორმის გამოგზავნისთვის. თქვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ბარათი თან ერთვის წინამდებარე წერილს.

We remind you that the card holder is required to:

შეგახსენებთ, რომ ბარათის მფლობელს მოეთხოვება:

1. Protect the card against mechanical damage, extreme temperatures, dirt and exposure to strong magnetic fields / ბარათის დაცვა მექანიკური დაზიანებისგან, ექსტრემალური ტემპერატურისგან, ჭუჭყისგან და ძლიერი მაგნიტური ველის ზეგავლენისგან.

2. Immediately notify the LEPL Land Transport Agency in the event of loss or theft of the card, as follows:

• By mail to: 16 Vazha Pshavela Ave., Tbilisi, 0160, Georgia

• By e-mail: chancellery@lta.gov.ge

ბარათის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შემდეგი წესით:

• ფოსტით მისამართზე: ვაჟა-ფშაველას გამზ. 16, ქ. თბილისი, 0160, საქართველო

• ელექტრონული ფოსტით: chancellery@lta.gov.ge

3. Return the card if:

• The card is damaged, defective, or contains incorrect data;

• The validity period of the card has expired;

• The card is subject to renewal due to changes in the card holder’s data;

• In the event of a change in the card holder’s country of residence;

• The card is found by a person who is not authorized to use it.

4. In the event of malfunction or damage to the card, return it to the LEPL Land Transport Agency and submit an application within 7 working days from the date the issue was identified.

ბარათის გაუმართაობის ან დაზიანების შემთხვევაში, დააბრუნოს იგი სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში და წარადგინოს განცხადება პრობლემის აღმოჩენის დღიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

5. Submit an application for card renewal to the LEPL Land Transport Agency no later than 15 working days prior to the card’s expiration date.

ბარათის განახლების შესახებ განცხადებით მიმართოს სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ბარათის მოქმედების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა.

6. In the event of any changes to personal data, an application for card replacement must be submitted to the LEPL Land Transport Agency.

პერსონალური მონაცემების შეცვლის შემთხვევაში ბარათის შეცვლის მოთხოვნით მიმართოს სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს.

7. Proof of payment for the card fee must be attached to every application submitted.

ყოველი განცხადების წარდგენისას დაურთოს ბარათის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

If you have any questions or require additional information, please contact the hotline of the LEPL Land Transport Agency, Monday to Friday, 10:00 to 18:00, Tel.: +995 32 2 365501

რაიმე შეკითხვების ან დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ცხელ ხაზს, 10:00-დან 18:00 საათამდე, ტელ.: +995 32 2 365501.

LEPL Land Transport Agency of the Ministry of Economy

and Sustainable Development of Georgia

Address: 16 Vazha-Pshavela Ave, Tbilisi 0160, Georgia

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს

სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. №16, თბილისი 0160, საქართველო.

დან.11.docx ⬇

დანართი №11

Dear Madam / Sir,

ძვირფასო ქალბატონო / ბატონო,

Thank you for submitting the application form for a workshop card. Your request has been approved and the card is enclosed with this letter.

მადლობას გიხდით სახელოსნოს ბარათის სააპლიკაციო ფორმის გამოგზავნისთვის. თქვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ბარათი თან ერთვის წინამდებარე წერილს.

We remind you that the card holder is required to:

შეგახსენებთ, რომ ბარათის მფლობელს მოეთხოვება:

1. Protect the card against mechanical damage, extreme temperatures, dirt and exposure to strong magnetic fields / ბარათის დაცვა მექანიკური დაზიანებისგან, ექსტრემალური ტემპერატურისგან, ჭუჭყისგან და ძლიერი მაგნიტური ველის ზეგავლენისგან.

2. Immediately notify the LEPL Land Transport Agency in the event of loss or theft of the card, as follows:

• By mail to: 16 Vazha Pshavela Ave., Tbilisi, 0160, Georgia

• By e-mail: chancellery@lta.gov.ge

ბარათის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შემდეგი წესით:

• ფოსტით მისამართზე: ვაჟა-ფშაველას გამზ. 16, ქ. თბილისი, 0160, საქართველო

• ელექტრონული ფოსტით: chancellery@lta.gov.ge

3. Return the card if:

• The card is damaged, defective, or contains incorrect data;

• The validity period of the card has expired;

• The card is subject to renewal due to changes in the card holder’s data;

• In the event of a change in the card holder’s country of residence;

• The card is found by a person who is not authorized to use it.

4. In the event of malfunction or damage to the card, return it to the LEPL Land Transport Agency and submit an application within 7 working days from the date the issue was identified.

ბარათის გაუმართაობის ან დაზიანების შემთხვევაში, დააბრუნოს იგი სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში და წარადგინოს განცხადება პრობლემის აღმოჩენის დღიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

5. Submit an application for card renewal to the LEPL Land Transport Agency no later than 15 working days prior to the card’s expiration date.

ბარათის განახლების შესახებ განცხადებით მიმართოს სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ბარათის მოქმედების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა.

6. In the event of any changes to personal data, an application for card replacement must be submitted to the LEPL Land Transport Agency.

პერსონალური მონაცემების შეცვლის შემთხვევაში ბარათის შეცვლის მოთხოვნით მიმართოს სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს.

7. Proof of payment for the card fee must be attached to every application submitted.

ყოველი განცხადების წარდგენისას დაურთოს ბარათის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

If you have any questions or require additional information, please contact the hotline of the LEPL Land Transport Agency, Monday to Friday, 10:00 to 18:00, Tel.: +995 32 2 365501

რაიმე შეკითხვების ან დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ცხელ ხაზს, 10:00-დან 18:00 საათამდე, ტელ.: +995 32 2 365501.

LEPL Land Transport Agency of the Ministry of Economy

and Sustainable Development of Georgia

Address: 16 Vazha-Pshavela Ave, Tbilisi 0160, Georgia

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს

სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. №16, თბილისი 0160, საქართველო.

დან.12.docx ⬇

დანართი №12

Dear Madam / Sir,

ძვირფასო ქალბატონო / ბატონო,

Thank you for submitting the application form for a control card. Your request has been approved and the card is enclosed with this letter.

მადლობას გიხდით მაკონტროლებლის ბარათის სააპლიკაციო ფორმის გამოგზავნისთვის. თქვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ბარათი თან ერთვის წინამდებარე წერილს.

We remind you that the card holder is required to:

შეგახსენებთ, რომ ბარათის მფლობელს მოეთხოვება:

1. Protect the card against mechanical damage, extreme temperatures, dirt and exposure to strong magnetic fields / ბარათის დაცვა მექანიკური დაზიანებისგან, ექსტრემალური ტემპერატურისგან, ჭუჭყისგან და ძლიერი მაგნიტური ველის ზეგავლენისგან.

2. Immediately notify the LEPL Land Transport Agency in the event of loss or theft of the card, as follows:

• By mail to: 16 Vazha Pshavela Ave., Tbilisi, 0160, Georgia

• By e-mail: chancellery@lta.gov.ge

ბარათის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შემდეგი წესით:

• ფოსტით მისამართზე: ვაჟა-ფშაველას გამზ. 16, ქ. თბილისი, 0160, საქართველო

• ელექტრონული ფოსტით: chancellery@lta.gov.ge

3. Return the card if:

• The card is damaged, defective, or contains incorrect data;

• The validity period of the card has expired;

• The card is subject to renewal due to changes in the card holder’s data;

• In the event of a change in the card holder’s country of residence;

• The card is found by a person who is not authorized to use it.

4. In the event of malfunction or damage to the card, return it to the LEPL Land Transport Agency and submit an application within 7 working days from the date the issue was identified.

ბარათის გაუმართაობის ან დაზიანების შემთხვევაში, დააბრუნოს იგი სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში და წარადგინოს განცხადება პრობლემის აღმოჩენის დღიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

5. Submit an application for card renewal to the LEPL Land Transport Agency no later than 15 working days prior to the card’s expiration date.

ბარათის განახლების შესახებ განცხადებით მიმართოს სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ბარათის მოქმედების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა.

6. In the event of any changes to personal data, an application for card replacement must be submitted to the LEPL Land Transport Agency.

პერსონალური მონაცემების შეცვლის შემთხვევაში ბარათის შეცვლის მოთხოვნით მიმართოს სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს.

7. Proof of payment for the card fee must be attached to every application submitted.

ყოველი განცხადების წარდგენისას დაურთოს ბარათის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

If you have any questions or require additional information, please contact the hotline of the LEPL Land Transport Agency, Monday to Friday, 10:00 to 18:00, Tel.: +995 32 2 365501

რაიმე შეკითხვების ან დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ცხელ ხაზს, 10:00-დან 18:00 საათამდე, ტელ.: +995 32 2 365501.

LEPL Land Transport Agency of the Ministry of Economy

and Sustainable Development of Georgia

Address: 16 Vazha-Pshavela Ave, Tbilisi 0160, Georgia

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს

სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. №16, თბილისი 0160, საქართველო.

დან.13.docx ⬇

დანართი №13

დან.14.docx ⬇
ბარათის დასახელ-ება ბარათის ნომერი მფლობე-ლის სახელი მფლობე-ლის გვარი ID ნომერი ბარათის მოთხოვნაზე/ მიღებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი/კომპანიის დასახელება

ბარათის მოთხოვნაზე/

მიღებაზე პასუხისმგებელი პირის პირადი №/ კომპანიის საიდენტიფიკაციო №

გაცემის თარიღი ბარათის მოქმედების ვადა ტელეფონის ნომერი ბარათის გამცემის დასახელება/ადგილი მონაცემები ბარათის შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების ფორმებისა და მათი გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 1 აპრილის №01/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების ფორმებისა და მათი გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 1 აპრილის №01/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.06.2026.
როდის იქნა მიღებული „ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების ფორმებისა და მათი გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 1 აპრილის №01/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების ფორმებისა და მათი გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 1 აპრილის №01/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.06.2026. მიმღები ორგანო — საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №60/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 310010010.77.090.016060.
სად არის „ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების ფორმებისა და მათი გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 1 აპრილის №01/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.06.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების ფორმებისა და მათი გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 1 აპრილის №01/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №60/ნ, 19.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 310010010.77.090.016060 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6897467/