„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
010340000.32.061.016480
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №18

2026 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

 

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის ა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის – „ბიზნეს-ინკუბატორის“ ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის2026 წლის 26 მარტი ს №9დადგენილე ბის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 06/08/2019 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010340000.32.061.016268) დამტკიცებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილე ბები და დებულების:  

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტროს მმართველობის სფერო და ძირითადი ამოცანები, რომლებსაც იგი ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მეშვეობით:“.

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“– „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელებსა და სხვა საჯარო მოსამსახურეებს, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის ხელმძღვანელების მოადგილეებს. დებს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს;

დ) მთავრობის თავმჯდომარეს დასანიშნად წარუდგენს მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების, ხოლო მთავრობას – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის ხელმძღვანელების კანდიდატურებს;

ე) მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის დებულებებს;

ვ) ამტკიცებს სამინისტროს საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს, სამინისტროს შინაგანაწესს და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს. ითანხმებს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის საშტატო ნუსხებსა და თანამდებობრივ სარგოებს;

ზ) დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის წარდგინებით ამტკიცებს მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;“.

3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;“.  

4 . მე- 6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. სამინისტროს სისტემა

1. სამინისტრო შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი:

ა.ა) ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

ა.ბ) საქმისწარმოების სამმართველო;

ა.გ) საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო;

ბ) სტრატეგიული დაგეგმვისა და მონიტორინგის სამსახური;

გ) შიდა აუდიტის სამსახური.

2. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი  – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტო .

3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია, ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, ასევე სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებით, რომლებიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.“. 

5 . მე- 8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. სტრატეგიული დაგეგმვისა და მონიტორინგის სამსახური

სტრატეგიული დაგეგმვისა და მონიტორინგის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობის მიმართ გადაუდებელი დახმარების გაწევისა და მათი დროებითი განსახლების ხელშეწყობის მიზნით პოლიტიკის შემუშავება, მოქმედებათა კოორდინაცია და კონტროლი;

ბ) აფხაზეთის მოსახლეობის მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება;

გ) აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური, საყოფაცხოვრებო და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ეკონომიკური ინტეგრაციისა და შესაძლებლობების ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სათანადო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელების და საქმიანობის კოორდინაცია/ზედამხედველობა;

დ) აფხაზეთის მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენა, მათი შესწავლა-ანალიზის საფუძველზე შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელების ზედამხედველობა;

ე) ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა, სახელმწიფო ან/და არასამთავრობო სექტორის მიზნობრივი პროექტებისა და პროგრამების შესახებ აფხაზეთის მოსახლეობის ინფორმირება და მათი ჩართულობის ხელშეწყობა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, აფხაზეთის მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის საკითხებში არსებული საერთაშორისო, სამთავრობო, საზოგადოებრივი და აკადემიური გამოცდილების, პროგრამებისა და ინიციატივების, კვლევებისა და მოსაზრებების შეგროვება, გაანალიზება და შეჯერება; 

ზ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და დაინტერესებულ ფიზიკურ პირებთან, ურთიერთობების წარმართვა აფხაზეთის მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტებისა და წინადადებების შემუშავების მიზნით;

თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ წარდგენილი წინადადებების ანალიზის საფუძველზე, სამინისტროს სტრატეგიებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელების ზედამხედველობა/კოორდინაცია, ასევე, ამ სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული პროგრამების მონიტორინგის ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ი) სამინისტროს სისტემის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

კ) სამინისტროს სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;

ლ) სამინისტროს საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში აფხაზეთის მოსახლეობასთან კონტაქტის დამყარება, მათ წინაშე მდგარი პრობლემების შესწავლა, კონკრეტული საკითხების ინიციირება და მათი შესრულების ხელშეწყობა;

ნ) სამინისტროსათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაცემული ჰუმანიტარული ტვირთის განაწილების დაგეგმვა და ადმინისტრირების პროცესის უზრუნველყოფა;

ო) დევნილთა შიდა მიგრაციის თაობაზე ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი დაწესებულებისთვის მიწოდება;

პ) კომპეტენციის ფარგლებში მონიტორინგის ჩატარება, ჩატარებული მონიტორინგის შესახებ ანგარიშის შედგენა  და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ჟ) მიზნობრივი ჯგუფისათვის შემუშავებული პროგრამების, ქვეპროგრამებისა და პროექტების მართვის ყველა ეტაპის რეგულარული მონიტორინგი;

რ) სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 

მუხლი 9. შიდა აუდიტის სამსახური

შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;

ბ) სამინისტროს სისტემაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

გ) შიდა აუდიტის სამსახურის წლიური და სტრატეგიული გეგმების შემუშავება;

დ) სამინისტროს სისტემაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფის და საჯარო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის საქმიანობის ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, წლიური გეგმის მიხედვით ფინანსური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, სისტემური ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის ჩატარება;

ე) შიდა აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და მათი შესრულების მონიტორინგი;

ვ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;

ზ) სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია 2026 წლის19 ივნისიდან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეგიორგი ჯინჭარაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.06.2026.
როდის იქნა მიღებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.06.2026. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №18. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.32.061.016480.
სად არის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.06.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №18, 17.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016480 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6897881/