„რაიონული პროკურატურების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 20 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.39.036.009.924
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №7
2007 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
,,რაიონული პროკურატურების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 20 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ“ და ,,ო“ ქვეპუნქტებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,რაიონული პროკურატურების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 20 აგვისტოს №1 ბრძანებაში (სსმ III, 2004 წ., №89, მუხ. 773) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-3–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის ბაზაზე შეიქმნას ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურა და განისაზღვროს მისი სამოქმედო ტერიტორია თანდართული ნუსხის შესაბამისად.
4. ქ. თბილისის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თანდართული ნუსხის შესაბამისად (დანართი №2).
5. რაიონული პროკურატურების (გარდა ქ. თბილისის რაიონული პროკურატურებისა) სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თანდართული ნუსხის შესაბამისად (დანართი №1).“.
2. მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
დანართი №1
რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები
1. სიღნაღის რაიონული პროკურატურა – დედოფლისწყაროს, სიღნაღის და საგარეჯოს რაიონების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
2. გურჯაანის რაიონული პროკურატურა – გურჯაანის, ლაგოდეხის და ყვარლის რაიონების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
3. თელავის რაიონული პროკურატურა – თელავის და ახმეტის რაიონების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
4. რუსთავის რაიონული პროკურატურა – ქ. რუსთავის და გარდაბნის რაიონის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
5. მცხეთის რაიონული პროკურატურა – მცხეთის და ახალგორის რაიონების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
6. დუშეთის რაიონული პროკურატურა – დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის რაიონების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
7. ბოლნისის რაიონული პროკურატურა – ბოლნისის და დმანისის რაიონების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
8. მარნეულის რაიონული პროკურატურა – მარნეულის, თეთრიწყაროს და წალკის რაიონების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
9. გორის რაიონული პროკურატურა – გორის, კასპის, ცხინვალის და ჯავის რაიონების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
10. ხაშურის რაიონული პროკურატურა – ხაშურის და ქარელის რაიონების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
11. ახალციხის რაიონული პროკურატურა – ახალციხის, ბორჯომის, ასპინძის და ადიგენის რაიონების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
12. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურა – ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
13. ზესტაფონის რაიონული პროკურატურა – ზესტაფონის, ხარაგაულის და თერჯოლის რაიონების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
14. ჭიათურის რაიონული პროკურატურა – ჭიათურის და საჩხერის რაიონების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
15. ქუთაისის რაიონული პროკურატურა – ქ. ქუთაისის, ბაღდათის, ტყიბულის და წყალტუბოს რაიონების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
16. ამბროლაურის რაიონული პროკურატურა – ამბროლაურის და ონის რაიონების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
17. ცაგერის რაიონული პროკურატურა – ცაგერის და ლენტეხის რაიონების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
18. სამტრედიის რაიონული პროკურატურა – სამტრედიის, ვანის და ხონის რაიონების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
19. ოზურგეთის რაიონული პროკურატურა – ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის რაიონების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
20. სენაკის რაიონული პროკურატურა – სენაკის, აბაშის და მარტვილის რაიონების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
21. ზუგდიდის რაიონული პროკურატურა – ზუგდიდის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს რაიონების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
22. ფოთის რაიონული პროკურატურა – ქ. ფოთის და ხობის რაიონის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
23. მესტიის რაიონული პროკურატურა – მესტიის რაიონის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
24. ბათუმის რაიონული პროკურატურა – ქ. ბათუმის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის რაიონების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
25. შუახევის რაიონული პროკურატურა – შუახევის, ქედის და ხულოს რაიონების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
დანართი №2
ქ. თბილისის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები
1. ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურა – ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
2. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა – ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
3. გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურა – ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
4. ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურა – ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.
5. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურა – ქ. თბილისის ძველი თბილისის და დიდგორის რაიონის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია.