„ტექნიკური რეგლამენტის − დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №267 |
|
2026 წლის 18 ივნისი ქ. თბილისი |
1. მე-17 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გაიცემა კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის:
ა) კ-1 და კ-2 კოეფიციენტების განაშენიანების რეგულირების წესებით დადგენილი ზღვრული მაჩვენებლების გადამეტებისთვის;
ბ) გამოყენების ისეთი სახეობის დაშვებაზე, რაც განაშენიანების რეგულირების წესების მოთხოვნებით საჭიროებს სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას;
გ) შეუსაბამო სტატუსის მქონე უძრავი ობიექტების გამოყენებასა და განაშენიანებასთან დაკავშირებული ქმედებისათვის;
დ) იძულებით (განპირობებული) შეუსაბამო უძრავი ობიექტებისათვის ინდივიდუალური პარამეტრების დასადგენად.“;
ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების განხილვაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართვა სავალდებულოა, თუ საპროექტო ტერიტორია მდებარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან არაუმეტეს 300 მეტრის რადიუსში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად.“.
2. 21-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 მუხლი:
„მუხლი 211. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართვა ადმინისტრაციულ წარმოებაში
განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის განხილვაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართვა სავალდებულოა, თუ საპროექტო ტერიტორია მდებარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან არაუმეტეს 300 მეტრის რადიუსში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად.“.
3. 22-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი:
„მუხლი 221. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართვა ადმინისტრაციულ წარმოებაში
განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების განხილვაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართვა სავალდებულოა, თუ საპროექტო ტერიტორია მდებარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან არაუმეტეს 300 მეტრის რადიუსში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად.“.
|