,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.138.016622
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2026 წლის 19 ივნისი

ქ. ახალციხე

 

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის № 32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
შევიდეს შემდეგი ცვლილება ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №32 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/06/2022, სარეგისტრაციო  კოდი: 010250050.35.138.016477):
1.

დადგენილებით  დამტკიცებული  დანართის:

ა)

მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარს „ტ“ ქვეპუნქტი:

„ტ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის მართვასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფა.“;

ბ)

მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარს „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მართვის განყოფილებისგან.“.

 

2.

დადგენილებით  დამტკიცებულ  დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 8​​2 მუხლი:

„მუხლი 8​2. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მართვის განყოფილება

1. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მართვის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა)  მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოსათვის წარდგენა;

ბ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენისათვის დაკავშირებული ინფორმაციისა და შეტყობინებების, მუნიციპალიტეტის მართვის შესაბამის ელექტრონულ სისტემაში ასახვა;

გ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა მონიტორინგის განხორციელება;

დ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ე) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე;

ვ) სახელმწიფო უწყებებიდან ან ფიზიკური/იურიდიული პირებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი გარემოებების გადამოწმება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და შედეგების შესაბამისი ასახვის უზრუნველყოფა;

ზ) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესაბამისი დოკუმენტირება და დაარქივების უზრუნველყოფა;

თ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაცია;

ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 22 ივლისიდან.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესაბა კბილაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.06.2026.
როდის იქნა მიღებული „,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
„,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 19.06.2026. მიმღები ორგანო — ახალციხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №21. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.138.016622.
სად არის „,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.06.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №21, 19.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016622 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6898443/