თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება №2/15376-26 უსწორობის გასწორების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/15376-26
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქმე N2/15376-26

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

უსწორობის გასწორების შესახებ

2026 წლის 18 ივნისი

თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – ქეთევან კურცხალია

 

განმცხადებელი – შპს „სატურნი“

წარმომადგენელი – გვანცა გოგია, ნიკოლოზ აბუთიძე

მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა რეაბილიტაციის რეჟიმით

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 12 ივნისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2026 წლის 02 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „სატურნის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა შპს „სატურნის“ მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე, 44-ე და 47-ე მუხლების მიხედვით რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნა და ამავე კანონის 64-ე მუხლის თანახმად რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შემდგომ სააქციო საზოგადოების მოვალის მართვაში დატოვება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 12 ივნისის განჩინებით შპს „სატურნის“ განცხადება დასაშვებად იქნეს ცნობილი.

შპს „სატურნის“ მიმართ გაიხსნას რეაბილიტაციის რეჟიმი.

განმცხადებლის მითითებით, განჩინებაში შპს „სატურნის“ საკადასტრო კოდი ნაცვლად 405430494-ისა მითითებულია 212272477, შესაბამისად, შუამდგომლობს აღნიშნული საიდენტიფიკაციო კოდის შესწორებას.

სასამართლო საქმეში არსებული მასალების გაცნობის შედეგად თვლის, რომ განჩინებაში დაშვებულია უსწორობა, რაც უნდა გასწორდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი. ამასთან, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის შესახებ საკითხი განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე, რამეთუ აღნიშნული საკითხი სამართლებრივი თვალსაზრისით არ წარმოადგენს რთულად შესაფასებელ საკითხს, ადგილი აქვს არა ფაქტობრივი გარემოებების თვალსაზრისით დაშვებულ უზუსტობას, არამედ აშკარა მექანიკურ შეცდომას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 12 ივნისის განჩინებაში მითითებული საკადასტრო კოდი უნდა შესწორდეს და ნაცვლად 212272477-სა უნდა მიეთითოს 405430494. ამასთან განჩინების აღწერილობითი ნაწილის პირველი აბზაცში მითითებულია სააქციო საზოგადოება, შესაბამისად, გასწორდეს აღნიშნული აბზაცი და ნაცვლად სააქციო საზოგადოებისა მიეთითოს შპს-ის მოვალის მართვაში დატოვება.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 285-ე, 414-ე, 416-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. გასწორდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 12 ივნისის განჩინებაში შპს „სატურნის“ საკადასტრო კოდი და ნაცვლად ს.კ 212272477-ისა მიეთითოს ს/კ 405430494.

2. გასწორდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 12 ივნისის განჩინების აღწერილობითი ნაწილის პირველი აბზაცი და ნაცვლად „სააქციო საზოგადოების მოვალის მართვაში დატოვებისა“ მიეთითოს „შპს-ის მოვალის მართვაში დატოვება“.

3. განჩინება არ საჩივრდება.

 

მოსამართლე                                                                                        ქეთევან კურცხალია

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება №2/15376-26 უსწორობის გასწორების შესახებ“?
დიახ, სასამართლოს აქტები „თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება №2/15376-26 უსწორობის გასწორების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.06.2026.
როდის იქნა მიღებული „თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება №2/15376-26 უსწორობის გასწორების შესახებ“?
„თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება №2/15376-26 უსწორობის გასწორების შესახებ“ მიღებულია 18.06.2026. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/15376-26.
სად არის „თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება №2/15376-26 უსწორობის გასწორების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.06.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სასამართლოს აქტები „თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება №2/15376-26 უსწორობის გასწორების შესახებ“, №2/15376-26, 18.06.2026 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6898902/