საქართველოს კანონმდებლობის ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 07.02.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.22.027.009.933
გამოქვეყნების წყარო სსმ, 18, 08/02/2007
matsne.gov.ge 575 სიტყვა · ~3 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონმდებლობის ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 45.0pt 35.95pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.22.027.009.933 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №37 2007 წლის 7 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს კანონმდებლობის ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამისილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს კანონმდებლობის ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორის შემმუშავებელი კომისიის თანდართული დებულება. 2. ბრძანების შესრულების კონტროლი განახორციელოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ (დ. ძაგნიძე). 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ქავთარაძე საქართველოს კანონმდებლობის ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორის შემმუშავებელი კომისიის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს კანონმდებლობის ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორის შემმუშავებელი კომისია (შემდგომში _ კომისია) არის საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანო, რომელიც ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორის შექმნის მიზნით შეისწავლის სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების მიმართულებებს და შესაბამის წინადადებებს წარუდგენს იუსტიციის მინისტრს. 2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, აგრეთვე ამ დებულების შესაბამისად.     მუხლი 2🔗. კომისიის ძირითადი ამოცანები კომისიის ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობის ახალი ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორის მომზადება; ბ) სამინისტროებისა და სახელმწიფო უწყებების მმართველობის სფეროების დეტალური შესწავლა და მათ მიერ მიღებული ან/და მისაღები ნორმატიული აქტების კლასიფიკაცია შესაბამისი დარგების (მიმართულებების) მიხედვით.     მუხლი 3🔗. კომისიის უფლებამისილებანი კომისია უფლებამოსილია: ა) საქართველოს სახელმწიფო უწყებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია; ბ) მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეიმუშაოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი ახალი ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორის შესახებ; გ) კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად, საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს იუსტიციის მინისტრს შესაბამისი ექსპერტების კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიზნით; დ) ცალკეული საკითხების მომზადებისა და შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები.     მუხლი 4🔗. კომისიის შემადგენლობა კომისიის შემადგენლობას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.     მუხლი 5🔗. კომისიის ხელმძღვანელობა 1. კომისიის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას; ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს; გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს. 2. კომისიის მდივანი: ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგანიზებას; ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომათა მასალების შენახვისა და დაცვისათვის.     მუხლი 6🔗. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი 1. კომისიაზე გადაწყვეტილება მიიღება დასკვნების სახით. 2. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ კომისიის სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 3. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით.      მუხლი 7🔗. კომისიის საქმიანობის შეწყვეტა კომისია საქმიანობას წყვეტს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.