საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №270 |
|
2026 წლის 18 ივნისი ქ. თბილისი |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ
მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გასტრონომიის ეროვნული სააგენტო.
მუხლი 2
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.
მუხლი 3
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა უზრუნველყოს:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს უფროსის დანიშვნა.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცება.
მუხლი 4
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოს მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო სახელმწიფო ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, უზრუნველყოს „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საბიუჯეტო კლასიფიკაციაში შესაბამისი პროგრამული კოდის დამატება.
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 20 ივლისიდან.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.06.2026.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ“ მიღებულია 18.06.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №270. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.025820.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.06.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ“, №270, 18.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.025820 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6899829/