„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება №82/ნ |
|
2026 წლის 22 ივნისი ქ. თბილისი |
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უფროსს ჰყავს ოთხი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“.
2. მე-8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს განათლების სისტემაში არსებული მონაცემების ელექტრონულად შეგროვების, შენახვის, დამუშავების, ანალიზისა და პროცესების ავტომატიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემების შექმნა და განვითარება;“.
3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ-ი“ ქვეპუნქტები:
„ვ) ციფრული სერვისებისა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში მომხმარებელთა გადამზადება, მათ შორის, ტრენინგების დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება;
ზ) ციფრული სერვისებისა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, მომხმარებელთა სახელმძღვანელოების და ინსტრუქციების შემუშავება;
თ) მომხმარებელთა დისტანციური მხარდაჭერის ერთიანი სისტემის (სატელეფონო ცენტრი) ორგანიზება, მართვა და კოორდინაცია, მათ შორის, მომხმარებელთა მიმართვების მიღება და კონსულტაციის გაწევა;
ი) ციფრული სერვისებისა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების პროცესში გამოვლენილი საჭიროებებისა და პრობლემების აღრიცხვა და ანალიზი, სისტემების განვითარებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.“.
4. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურისაგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის ფუნქციებია:
ა) ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების მოძიება, მათი გამოყენების საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა და ანალიზი;
ბ) საგანმანათლებლო სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების კვლევა, ანალიტიკური მასალებისა და რეკომენდაციების მომზადება;
გ) ციფრული საგანმანათლებლო რესურსების, პლატფორმებისა და ტექნოლოგიური ინსტრუმენტების განვითარების მიმართულებით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
დ) ახალი საგანმანათლებლო ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური მიდგომების ინიცირება;
ე) საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციების, საერთაშორისო პრაქტიკისა და თანამედროვე მიდგომების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
ვ) საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში განათლების სისტემის ციფრული ტრანსფორმაციის და ინოვაციების ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობა;
თ) საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით მეთოდური, საინფორმაციო და საკონსულტაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში პროექტების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.06.2026.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.06.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №82/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.022.018861.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.06.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №82/ნ, 22.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018861 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6902134/