საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 02.02.2007
ძალის დაკარგვა 18.01.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.009.940
გამოქვეყნების წყარო სსმ, 19, 12/02/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,463 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.02.2007 მიღება
18.01.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:GeoDumba;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:28.0pt; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba; color:black; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:18.75pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:31.5pt; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba; color:black; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:38.05pt 52.0pt 38.05pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.009.940 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №21 2007 წლის 2 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ბეჟუაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პოლიტიკური დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანებია: ქვეყნის საგარეო პოლიტიკის წინაშე მდგარი ამოცანებიდან გამომდინარე, საერთაშორისო პოლიტიკის სფეროში მიმდინარე ჩვენთვის აქტუალური მოვლენების ანალიზი; ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კონცეპტუალური და სტრატეგიული დოკუმენტების მომზადება; სახელმწიფოსა და სამინისტროს უმაღლესი თანამდებობის პირებისათვის ოფიციალური მოხსენებების და სხვა მსგავსი მასალების მომზადებაში მონაწილეობა. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი 1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული დაგეგმვის უზრუნველყოფა, სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების პროექტების შემუშავება, დამტკიცებულ სტრატეგიულ და კონცეპტუალურ დოკუმენტებში გადმოცემული მიზნების განსახორციელებლად შესაბამისი სამოქმედო გეგმების დასახვა; ბ) საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული დაგეგმვის ციკლის უწყვეტობის უზრუნველყოფა, სტრატეგიული დოკუმენტების საჭიროებისამებრ განახლებისა და ახალი დოკუმენტების პროექტების შემუშავების გზით; გ) სამინისტროში შექმნილი სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების მთავრობის, დიპლომატიური სამსახურისა და ფართო საზოგადოებისადმი წარსადგენად მომზადება; დ) ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში ერთიანი პოზიციის დასაფიქსირებლად და ამ პოზიციის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, საგარეო პოლიტიკის სფეროში ოფიციალური მოხსენებების თუ ინტერვიუების შემუშავება ან სხვა სახელმწიფო ორგანოებთან თუ სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად მათ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება. ე) საერთაშორისო არენაზე მიმდინარე მოვლენების მეთვალყურეობა და საქართველოსთვის პრიორიტეტული მოვლენების გამოვლენა, მათი შესწავლა, მოვლენის შესაძლო განვითარების პროგნოზირება და სამინისტროს ხელმძღვანელობის სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით უზრუნველყოფა; ვ) პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების და დიპლომატიური წარმომადგენლობების უზრუნველყოფა შესაბამისი ინსტრუქციებით და ამ კუთხით საელჩოების საქმიანობის კოორდინირება; ზ) პარტნიორი ქვეყნების მსგავს სტრუქტურულ ორგანოებთან თანამშრომლობა. 2. დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს; ბ) საქართველოს საელჩოებიდან და დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს; გ) მოამზადოს ანგარიში დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ; დ) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს დაუგზავნოს ინსტრუქციები და რეკომენდაციები თავისი კომპეტენციის ფარგლებში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) უფლებამოსილია აწარმოოს კავშირები სხვა სახელმწიფოების საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დირექტორებთან და წარმოადგინოს სამინისტრო პოლიტიკური დირექტორების შეხვედრებზე; გ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლებამოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; დ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილეებსა და დეპარტამენტის სხვა მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; ე) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით აწარმოებს ურთიერთობას საქართველოს უცხოელ ლობისტებთან; ზ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს; თ) წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ი) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; კ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების, ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ლ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; მ) დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში; ნ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ო) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; პ) ახორციელებს ამ დებულებით და მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს. 4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. დირექტორის მოადგილე: ა) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში; გ) მინისტრის და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს; დ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე. 6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს დანიშნულებაა საქართველოს საგარეო პოლიტიკის კონცეპტუალური და სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება; სახელმწიფოსა და სამინისტროს უმაღლესი პირებისათვის ოფიციალური მასალების მომზადება. 2. საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების კუთხით სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) პარლამენტის მიერ განსაზღვრული პოლიტიკისა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცენფციის შესაბამისად, ისევე როგორც არსებული საერთაშორისო გარემოს საგარეო პოლიტიკური ანალიზის შედეგად საქართველოს საგარეო პოლიტიკის გრძელვადიანი, საშუალოვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიული დოკუმენტების ფორმულირება (საგარეო პოლიტიკის კონცეფცია, საგარეო პოლიტიკის სტრატეგია); ბ) უწყებრივი კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავება, როგორიცაა საგარეო პოლიტიკის მისია, პრინციპები, ფასეულობები და მინისტრის ყოველწლიური დირექტივები; გ) საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტში მოცემული მიზნების განსახორციელებლად დიპლომატიური სამსახურისათვის კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება და დიპლომატიური სამსახურის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების სტრატეგიასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; დ) დამტკიცებულ სტრატეგიულ დოკუმენტებში შესატანი საჭირო ცვლილებების მომზადება და შეტანა; ე) პოლიტიკის დაგეგმვის სფეროში სამინისტროს ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად; ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით საქართველოს უცხოელ ლობისტებთან სისტემატური ურთიერთობა. 3. სახელმწიფოსა და სამინისტროს უმაღლესი პირებისათვის ოფიციალური მასალების მომზადების თვალსაზრისით სამმართველოს ევალება: ა) ოფიციალური ვიზიტებისა და შეხვედრების დაგეგმვასა და მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ბ) ოფიციალური ვიზიტებისა და შეხვედრებისათვის სასაუბროების კომპეტენციის ფარგლებში კორექტირება; გ) სამინისტროს უმაღლესი თანამდებობის პირების ოფიციალური ინტერვიუების მომზადება. 4. პოლიტიკის ანალიზის სამმართველოს დანიშნულებაა საერთაშორისო არენაზე საქართველოსთვის აქტუალური მოვლენების სისტემატური ანალიზი და შესწავლა. ამ მხრივ სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) საერთაშორისო არენაზე მიმდინარე მოვლენების მუდმივი მონიტორინგი და საქართველოსთვის აქტუალური მოვლენების გამოვლენა და შესწავლა; ბ) ადრეული გაფრთხილების მიზნით საქართველოსთვის აქტუალური მოვლენების შესაძლო განვითარების პროგნოზირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; გ) პოლიტიკის ანალიზის სფეროში სამინისტროს ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად; დ) საქართველოს ახალ მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნების უზრუნველყოფა სათანადო ინფორმაციით და კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად მათი ძალისხმევის კოორდინირება; ე) სამეცნიერო წრეებთან და კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტში შემავალ ქვედანაყოფებს (შემდგომში – სამმართველოებს) ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომლებსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის დირექტორის წინაშე სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს სამმართველოს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; დ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამმართველოსათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; ე) დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) სამმართველოს სახელით იძლევა დასკვნებს; ზ) წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; თ) ასრულებს სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს. 3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.     მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებანი დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.