„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2026 წლჲს 22 ივნისი ქ. ბაღდათი
|
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის (ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახური) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური დაგეგმარების პროგრამების შემუშავებას და მათ განხორციელებას, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას, მუნიციპალური ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციას, მართვა-განკარგვასა და ეფექტურ გამოყენებას.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლი (სამსახურის სტრუქტურა) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (შემდგომ – სამსახურის უფროსი), ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის – სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გარემოს დაცვის განყოფილებისა (შემდგომ – განყოფილება) და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან.
2. სამსახურის განყოფილება შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (შემდგომ – განყოფილების უფროსი) და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან.
3. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი (სამსახურის ფუნქციები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სამსახურის ფუნქციები
1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციას;
ბ) მუნციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ან/და კანონმდებლობით მუნიციპალიტეტზე მიკუთვნებული ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადმოცემა/რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას;
გ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული ქონების კატეგორიის შეცვლის თაობაზე;
დ) საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის განხორციელებას (მიწის ნაკვეთის/შენობა-ნაგებობის კორექტირება, დაზუსტება, დაყოფა, გაერთიანება და აშ.);
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაურეგისტრირებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის უზრუნველყოფას;
ვ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შეძენით/სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებული ფიზიკური/იურიდიული პირების წერილობითი კორესპონდენციების განხილვას და ქონების საპრივატიზაციოდ ან/და სარგებლობაში გადასაცემად მასალების (საჭიროების შემთხვევაში ქონების რეგისტრაციის დაზუსტება, ქონების შეფასება, საპრივატიზაციო ნუსხისა და გეგმის პროექტის მომზადება და ა.შ) მომზადებას;
ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წინადადებების შემუშავებას მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული იმ ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ, რომელმაც დაკარგა თავისი ფუნქციური დანიშნულება;
თ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის მიზნით აუქციონის ორგანიზებას და აუქციონის შედეგის გაფორმებისთვის შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას;
ი) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული/ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საკითხებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციების განხილვას, შეთანხმებას, საპასუხო წერილების პროექტების მომზადებას;
კ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ნორმატიული აქტის პროექტის მომზადებას;
ლ) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესების კოორდინაციას;
მ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
ნ) ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების დაფინანსების შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, დაინტერესებულ პირთათვის გაცნობას;
ო) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების თაობაზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას;
პ) წინადადებების მომზადებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;
ჟ) საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და დაფინანსების შესაძლებლობების მოძიებას;
რ) ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და დაფინანსების შესაძლებლობების მოძიებას. დონორების მოთხოვნებზე მორგებული საგრანტო წინადადებების შემუშავების უზრუნველყოფასა და წარდგენას;
ს) სხვადასხვა ფონდიდან დაფინანსების შესაძლებლობების იდენტიფიცირებას და დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფას.
2. სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გარემოს დაცვის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარების ხელშეწყობას, ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და მათი პროგრამების მოზიდვას;
ბ) გარემოსდაცვითი აქტივობების კოორდინაციას;
გ) მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გარემოსდაცვითი პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების მოძიებაში მონაწილეობას;
დ) ადგილმდებარეობის მიხედვით ბუნებრივი რესურსებისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზანშეწონილობის განსაზღვრის საკითხში ჩართულობას;
ე) საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;
ვ) სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარებისა და მომსახურების ცენტრების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაციას და დაინტერესებული უწყებებისათვის/პირებისათვის მიწოდებას;
ზ) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული სტრატეგიული დოკუმენტების მომზადების ხელშეწყობას;
თ) მელიორაციის დაგეგმილი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას უფლებამოსილების ფარგლებში;
ი) მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით უზრუნველყოფის ხელშეწყობას;
კ) საგაზაფხულო სამუშაოების შესახებ მონაცემების თავმოყრა-დამუშავებას;
ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.06.2026.
- როდის იქნა მიღებული „ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 22.06.2026. მიმღები ორგანო — ბაღდათის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.124.605897.
- სად არის „ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.06.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №12, 22.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.124.605897 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6902240/