|
განმცხადებლის ხელწერილი
ვადასტურებ, რომ არ არსებობს ქონებრივი, საოჯახო ან/და სხვა გარემოებები, რომლებიც მომცემდა შესაძლებლობას უზრუნველყოფილი ვიყო თავშესაფრით.
გავეცანი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 აპრილის № 13 დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს უსახლკაროთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და ვიღებ ვალდებულებას განაცხადში მითითებული მონაცემების სისწორეზე.
თანახმა ვარ („პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მონაცემთა დამუშავება დასაშვებია თუ: ა) არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა; ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად) და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მონაცემთა სუბიექტის თანხმობით) უსახლკარო პირად რეგისტრაციასთან დაკავშირებით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმების გადამოწმების მიზნით, განხორციელდეს ჩემი ფინანსური, ქონებრივი და ოჯახური მდგომარეობის, პერსონალური და სხვა მონაცემების პერიოდული გადამოწმება ნებისმიერი შესაძლო წყაროდან, რასაც ვადასტურებ ჩემი ხელმოწერით:
|