„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №280 |
|
2026 წლის 22 ივნისი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„32. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა − პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური მოთხოვნების შესაბამისად განხორციელებული თევზჭერა, რომლის დანიშნულებაა მეცნიერული ინფორმაციის მოპოვება (მათ შორის, ზედაპირული წყლის ობიექტში მონიტორინგის წარმოების ან/და თევზის რესურსის მარაგის, თევზის სახეობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობის შესახებ ინფორმაციის დადგენა) ან/და ინტროდუცირებული თევზის უცხო სახეობის ელიმინაციის ღონისძიებების განხორციელება, რომლის საჭიროებაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის არგუმენტირებული დასკვნით.“.
2. მე-4 მუხლს მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ თევზჭერის ვადებთან, ასევე სახლართი ტიპის ბადეებთან დაკავშირებული შეზღუდვები არ ვრცელდება 2026-2027 წლებში ხრამის (წალკის) წყალსაცავში ქორჭილას, ფსევდორაზბორასა და კარჩხანას რეწვაზე.“.
3. მე-16 მუხლს მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ფარგლებში, ინტროდუცირებული თევზის უცხო სახეობის ელიმინაციის ღონისძიებების განხორციელებისას, თევზჭერის ბადე-იარაღებში მოხვედრილი თევზის სახეობები, რომლებიც არ წარმოადგენენ ელიმინაციის ღონისძიებებს დაქვემდებარებულ ობიექტებს, ექვემდებარებიან ცოცხალ მდგომარეობაში საარსებო გარემოში დაბრუნებას.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.06.2026.
- როდის იქნა მიღებული „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 22.06.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №280. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.025830.
- სად არის „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.06.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №280, 22.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025830 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6903084/