სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№REG 3 26 00001406
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ  – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს

ბრძანება    №REG 3 26 00001406

2026 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

 

  სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ

 

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად, ვბრძანებ:

1. გაიცეს შპს „N ქირონ +“-ზე (ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, კონსტანტინე ჩაჩავას ქუჩა №1; ს/კ 202462655) „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართი: „სპეციალიზებული დახმარება“.

2. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის და სალიცენზიო მოწმობის დანართის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს, ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

5. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

 საფუძველი: შპს „N ქირონ +“-ის (ს/კ 202462655) დირექტორის, ელენე ფოფხაძის განცხადება: №562554, 30.04.2026.

ადგილზე შემოწმების აქტი: № ლნ - 4807 - 292, 10.06.2026.

ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი: №4, 12.06.2026.

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი  ლეილა ქოჩიაშვილი

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ“?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.06.2026.
როდის იქნა მიღებული „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ“?
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ“ მიღებულია 12.06.2026. მიმღები ორგანო — სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. დოკუმენტის ნომერი — №REG 3 26 00001406.
სად არის „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.06.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ“, №REG 3 26 00001406, 12.06.2026 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6903615/