„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
„2. ამ კანონის (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–725 პუნქტებისა და 24-ე მუხლის 23-ე−241 და 54-ე პუნქტებისა) მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე, თუ მას ახორციელებს/ახორციელებენ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ხოლო „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ სფეროზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტისა და IV და V თავების მოქმედება. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება აგრეთვე სახელმწიფო-საექსპერტო დაწესებულებაზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–725 პუნქტებითა და 24-ე მუხლის 54-ე პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 724 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე − ცენტრალურ სისხლის დაწესებულებაზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 725 და 726 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებს, და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტითა და 24-ე მუხლის მე-9–101 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებს. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ასევე საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული ტყის მართვის ორგანოს მიერ ხეტყის დამზადების მიზნით ჩატარებული აუქციონის შედეგად ხეტყის დამზადების უფლების მინიჭებაზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 24 ივნისი 2026 წ. N1773-Vმს-XIმპ |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.06.2026.
- როდის იქნა მიღებული „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.06.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1773-Vმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 300310000.05.001.103218.
- სად არის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.06.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1773-Vმს-XIმპ, 24.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 300310000.05.001.103218 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6904325/