საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი3“ ქვეპუნქტი:
„ი3) საქართველოს საჰაერო კოდექსის პირველი მუხლის „ჰ32“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კეიპტაუნის კონვენციით (შემდგომ − კეიპტაუნის კონვენცია) გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებაზე;“.
2. 39-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე2“ ქვეპუნქტი:
„ე2) კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებაზე − 50 ლარს;“.
3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის XXXIV5 თავი:
„თავი XXXIV5
კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების განხილვის გამარტივებული წესი
მუხლი 30932. დასაშვებობა
ამ თავით დადგენილი გამარტივებული წესით, კეიპტაუნის კონვენციის მე-13 მუხლისა და იმავე კონვენციის „საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“ ოქმის IX მუხლის საფუძველზე შეიძლება განხილულ იქნეს კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული კრედიტორის განცხადება კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ.
1. საქმის გამარტივებული წესით განხილვის საფუძვლის − კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების მიზანი უნდა იყოს სასამართლოს მიერ კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული კრედიტორის მიმართ ამ კოდექსის 30935 მუხლით გათვალისწინებული უფლების დაცვის ერთი ან რამდენიმე ღონისძიების გამოყენების თაობაზე ბრძანების მიღება.
2. კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) სასამართლოს დასახელებას;
ბ) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების დასახელებებს;
გ) განმცხადებლის მოთხოვნას ამ კოდექსის 30935 მუხლით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების (ღონისძიებების) კონკრეტული სახის (სახეების) გამოყენების შესახებ;
დ) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს;
ე) კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული მოვალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის − კეიპტაუნის კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული დეფოლტის არსებობის მტკიცებულებას;
ვ) კრედიტორის მიერ კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების (ღონისძიებების) გამოყენების თაობაზე კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული მოვალის თანხმობას.
3. სასამართლო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს კეიპტაუნის კონვენციის შესაბამისი დებულებებისა და ამ კოდექსით დადგენილი საპროცესო ნორმების დაცვით.
4. სასამართლო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს მისი შეტანიდან 1 სამუშაო დღის ვადაში.
5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება სასამართლოს შეიძლება წარედგინოს კრედიტორის მიერ სარჩელის აღძვრამდეც.
1. კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადება წარედგინება საქართველოს საერთო სასამართლოს, თუ მას აქვს უფლებამოსილება კეიპტაუნის კონვენციის 43-ე მუხლის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება სასამართლოს წარედგინება ამ კოდექსით დადგენილი წესით.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება სასამართლოს შეიძლება წარედგინოს მიუხედავად იმისა, დავის საგანზე სარჩელი განსახილველად წარედგინება საქართველოს საერთო სასამართლოს, კეიპტაუნის კონვენციის ხელშემკვრელი სხვა სახელმწიფოს სასამართლოს თუ არბიტრაჟს.
1. სასამართლო უფლებამოსილია ამ კოდექსის 30933 მუხლით გათვალისწინებული განცხადების საფუძველზე კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული კრედიტორის მიმართ გამოიყენოს უფლების დაცვის დროებითი ღონისძიება. ეს ღონისძიება შეიძლება იყოს:
ა) საავიაციო ობიექტის შენარჩუნება, მისი ღირებულების შენარჩუნების ჩათვლით;
ბ) საავიაციო ობიექტის მფლობელობაში გადაცემა ან შესანახად გადაცემა ან მიბარება;
გ) საავიაციო ობიექტის გადაადგილების აკრძალვა;
დ) საავიაციო ობიექტის იჯარით გადაცემა ან საავიაციო ობიექტისა და მისგან მიღებული შემოსავლის მართვა, თუ ეს გათვალისწინებული არ არის ამ ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებებით;
ე) საავიაციო ობიექტის გასხვისება და მისი გასხვისებით მიღებული შემოსავლის განაწილება, თუ ამაზე არსებობს შეთანხმება კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრულ კრედიტორსა და მოვალეს შორის;
ვ) საავიაციო ობიექტის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღება და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა.
2. კრედიტორს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების ერთი სახის მეორე სახით შეცვლა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების სასამართლოსთვის ხელახლა წარდგენით.
1. თუ სასამართლო გამოარკვევს, რომ კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კოდექსით, მათ შორის, ამავე კოდექსის 30933 მუხლით, დადგენილ მოთხოვნებს, იგი გამოიტანს განჩინებას აღნიშნული განცხადების მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და განმცხადებელს დაუბრუნებს განცხადებას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.
2. კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების მიღებაზე უარის თქმის თაობაზე სასამართლოს განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით.
1. კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს ბრძანებაში უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბრძანება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას, გარდა ამ კოდექსის 30935 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების გამოყენების შესახებ ბრძანებებისა, აგრეთვე მისი გასაჩივრების წესი და ვადა და მხარეთა შორის კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებული ხარჯების განაწილების წესი.
2. ამ კოდექსის 30935 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიებების გამოყენების შესახებ ამ თავით გათვალისწინებული სასამართლოს ბრძანებების აღსრულებას უზრუნველყოფს კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული კრედიტორი.
კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. ამასთანავე, ამ ბრძანების გასაჩივრება ვერ აჩერებს მის აღსრულებას.
1. სასამართლოს მიერ ამ კოდექსის 30933 მუხლით გათვალისწინებული განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში კრედიტორმა სარჩელი უნდა აღძრას ამ თავით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს ბრძანების მიღებიდან 10 დღის ვადაში. თუ ამ ვადაში კრედიტორი არ აღძრავს სარჩელს ან არ აცნობებს სასამართლოს სარჩელის საქართველოს ფარგლების გარეთ აღძვრის თაობაზე, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს განჩინებას ამ თავით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გაუქმების შესახებ.
2. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ ბრძანებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ ბრძანებას, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის სარჩელი მოიცავს აგრეთვე საარბიტრაჟო სარჩელს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან.
თბილისი, 24 ივნისი 2026 წ. N1761-Vმს-XIმპ |