„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-17 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ვერ უზრუნველყოფს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას, მათ შორის, სტაბილური ოჯახური გარემოს და ბავშვის სათანადოდ მოვლისთვის, აღზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობების არსებობას;“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. შვილად აყვანის მსურველ საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრის წარმოების წესი, ამ პირთა საქართველოში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების წესი და პირობები, აღნიშნულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი ინფორმაციის/დოკუმენტების ნუსხა და მათი წარდგენის პირობები როგორც მშვილებლად რეგისტრირების შესახებ განაცხადის წარდგენის, ისე შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე თანხმობის განცხადების დროს განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შვილად აყვანის წესით.“.
2. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტები, რომლითაც/რომლებითაც დასტურდება სტაბილური ოჯახური გარემოს და ბავშვის სათანადოდ მოვლისთვის, აღზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობების არსებობა;“.
3. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მშვილებლის შესახებ მონაცემები (სახელი და გვარი, პირადი ნომერი, დაბადების ადგილი და თარიღი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, სამუშაო ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა), პიროვნული მახასიათებლები, ბავშვის შვილად აყვანის მოტივაცია;“.
4. 71-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) იმ პირისა, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ვერ უზრუნველყოფს ბავშვისთვის კეთილსაიმედო ოჯახური გარემოს და ბავშვის სათანადოდ მოვლისთვის, აღზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობების არსებობას;“.
5. 78-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:
„8. დაკმაყოფილებულად ჩაითვალოს 2026 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით მშვილებლად რეგისტრირებული პირის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანაზე თანხმობის განცხადების ეტაპამდე, ხოლო შვილად აყვანის პროცედურები გაგრძელდეს ამ კანონითა და სათანადო ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.
9. 2026 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით მშვილებლად რეგისტრირებული პირი, რომელსაც არ გაუვლია ამ კანონით გათვალისწინებული შვილად აყვანის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსი, ვალდებულია გაიაროს აღნიშნული კურსი და მისი გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი − სერტიფიკატი წარუდგინოს სააგენტოს გასაშვილებელი ბავშვის მისთვის შეთავაზებიდან შვილად აყვანის შესახებ დასკვნის შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოსთვის წარდგენამდე.“.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
თბილისი, 23 ივნისი 2026 წ. N1753-Vმს-XIმპ |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.06.2026.
- როდის იქნა მიღებული „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.06.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1753-Vმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 040200140.05.001.103179.
- სად არის „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.06.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1753-Vმს-XIმპ, 23.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 040200140.05.001.103179 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6904427/