საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1741-Vმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
400010020.05.001.103171
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 441 მუხლის:

ა) „ფ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) MSC-MEPC.5/Circ.16 ცირკულარი – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2022 წლის 24 იანვრის ცირკულარი ადმინისტრაციის სახელით მოქმედი აღიარებული ორგანიზაციებისთვის უფლებამოსილების გადაცემის ხელშეკრულების მოდელის შესახებ;“;

გ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“ ქვეპუნქტი:

„ქ1) IMO-ს MEPC.237(65) რეზოლუცია და IMO-ს MSC.349(92) რეზოლუცია − საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2013 წლის 17 მაისის რეზოლუცია − აღიარებული ორგანიზაციების კოდექსი და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2013 წლის 21 ივნისის რეზოლუცია − აღიარებული ორგანიზაციების კოდექსი;“.

2. 445 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ევროკავშირის მიერ აღიარებულ ორგანიზაციას უფლება აქვს, სააგენტოს წარუდგინოს წერილობითი შეთანხმების პროექტი. ეს პროექტი უნდა შეესაბამებოდეს MSC-MEPC.5/Circ.16 ცირკულარის მოთხოვნებს. სააგენტო ვალდებულია შეისწავლოს ამ ნაწილის შესაბამისად წარდგენილი წერილობითი შეთანხმების პროექტი, მიიღოს გადაწყვეტილება მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 2 კვირისა და გადაწყვეტილების მიღების შესახებ აცნობოს განმცხადებელ ორგანიზაციას.“.

3. 4415 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4415

წერილობით შეთანხმებას საქართველოს სახელით ხელს აწერს სააგენტო, ხოლო აღიარებული ორგანიზაციის სახელით − მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი. ეს შეთანხმება სრულად უნდა ეფუძნებოდეს IMO-ს MEPC.237(65) რეზოლუციის (CODE FOR RECOGNIZED ORGANIZATIONS (RO CODE)), IMO-ს MSC.349(92) რეზოლუციის (CODE FOR RECOGNIZED ORGANIZATIONS (RO CODE)) და MSC-MEPC.5/Circ.16 ცირკულარით გათვალისწინებული მოდელური ხელშეკრულების დებულებებს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

23 ივნისი 2026 წ.

N1741-Vმს-XIმპ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.06.2026.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 23.06.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1741-Vმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 400010020.05.001.103171.
სად არის „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.06.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №1741-Vმს-XIმპ, 23.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 400010020.05.001.103171 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6904449/