„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1743-Vმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
040090000.05.001.103201
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.02.2023, სარეგისტრაციო კოდი: 040090000.05.001.020812) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) თაღლითობა, მითვისება ან გაფლანგვა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), საჯარო შესყიდვაში მონაწილეობის წესის დარღვევა;“.

2. 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საჯარო შესყიდვასთან (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) დაკავშირებული საჩივრისა − საჯარო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%, ხოლო წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურასთან დაკავშირებული საჩივრისა – საჯარო შესყიდვის ღირებულების 2%, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა და არაუმეტეს 1 000 ლარისა. ამასთანავე, თუ საჯარო შესყიდვა ლოტებად ხორციელდება, საჩივრის წარდგენის საფასურის ოდენობის გამოთვლისას გაითვალისწინება თითოეული ლოტის სავარაუდო ღირებულება;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

23 ივნისი 2026 წ.

N1743-Vმს-XIმპ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.06.2026.
როდის იქნა მიღებული „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.06.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1743-Vმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 040090000.05.001.103201.
სად არის „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.06.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1743-Vმს-XIმპ, 23.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 040090000.05.001.103201 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6904527/