„წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1766-Vმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
400000000.05.001.103231
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

მუხლი 1. „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20.07.2023, სარეგისტრაციო კოდი: 400000000.05.001.021003) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული წყლის რესურსების მართვაში მონაწილეობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წყლის რესურსების გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვა.“.

2. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვას აწარმოებს სამინისტრო, ხოლო საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე − შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების სათანადო ორგანო.“.

3. 37-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობამ:

ა) 2026 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება:

ა.ა) „მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების საზღვრების დამტკიცების თაობაზე“;

ა.ბ) „სააუზო მართვის გეგმების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცედურის შესახებ“;

ა.გ) „წყლის რესურსების მონიტორინგის დაგეგმვისა და განხორციელების წესი“;

ა.დ) „პოტენციური წყალდიდობების რისკის ქვეშ მყოფი არეალების შეფასების შესახებ“;

ა.ე) ტექნიკური რეგლამენტი „ზედაპირული წყლის ობიექტებში ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობები“;

ა.ვ) ტექნიკური რეგლამენტი „წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა და მიღების პირობებისა და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმები“;

ა.ზ) ტექნიკური რეგლამენტი − „მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მოპოვების მიზნით ჭაბურღილების აღრიცხვის წესი“;

ა.თ) „სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოების შექმნისა და საქმიანობის წესის თაობაზე“;

ბ) 2027 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება:

ბ.ა) „წყლის ობიექტების იდენტიფიკაციისა და საზღვრების დადგენის წესი“;

ბ.ბ) ტექნიკური რეგლამენტი „ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის ხარისხის შესახებ“;

ბ.გ) ტექნიკური რეგლამენტი „წყალდაცვითი ზოლის შესახებ“;

ბ.დ) „სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონის დადგენისა და მის ფარგლებში საქმიანობის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“;

ბ.ე) „ზედაპირული წყლის ხარისხის სტანდარტების დამტკიცების თაობაზე“;

ბ.ვ) „ზედაპირული წყლის ობიექტებზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“.

2. მინისტრმა:

ა) 2026 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს „წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების წესის“ დამტკიცება;

ბ) 2027 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს:

ბ.ა) „ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის მდგომარეობის ანგარიშის შინაარსის შესახებ“ ბრძანების გამოცემა;

ბ.ბ) წყლის რესურსების მართვის სფეროს მარეგულირებელი შესაბამისი მეთოდოლოგიების დამტკიცება;

ბ.გ) ზედაპირულ წყლებზე ნიტრატებით დაბინძურებული ან დაბინძურების რისკის ქვეშ მყოფი ზონების იდენტიფიცირება და ნიტრატებისადმი მოწყვლადი ზონების განსაზღვრა;

ბ.დ) ნიტრატების მიმართ მოწყვლადი ზონებისთვის კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის წესების განსაზღვრა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება;

ბ.ე) მიწისქვეშა წყლებზე ნიტრატებით დაბინძურებული ან დაბინძურების რისკის ქვეშ მოქცეული ზონების იდენტიფიცირება და ნიტრატებისადმი მოწყვლადი ზონების განსაზღვრა;

ბ.ვ) ურბანული ჩამდინარე წყლებით ზემოქმედების რისკის ქვეშ მოქცეული სენსიტიური არეალებისა და აგლომერაციების იდენტიფიცირება.“.

4. 39-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირი, რომლის საქმიანობაც არ ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას და რომელიც ზედაპირული წყლის ობიექტში დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველი ჩამდინარე წყლების ჩაშვებას ახორციელებს, ვალდებულია შესაბამისი სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა აიღოს 2028 წლის 1 მარტამდე.“.

5. 42-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლები, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, მე-2 პუნქტის „ა“−„გ“, „ე“−„კ“, „მ“, „ნ“ და „რ“–„უ“ ქვეპუნქტები, მე-4–მე-7 პუნქტები, მე-8 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები და მე-9 პუნქტი, მე-7 მუხლი, მე-8 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები, მე-9 მუხლის პირველი პუნქტი, მე-10 მუხლი, მე-11 მუხლის პირველი პუნქტი, მე-12 მუხლი, მე-13 მუხლის „ა“ და „გ“–„ვ“ ქვეპუნქტები, მე-14 მუხლის პირველი პუნქტი, მე-15 და 22-ე მუხლები, 23-ე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტები, 24-ე, 25-ე და 28-ე მუხლები, 29-ე მუხლის „ა“–„დ“ და „ვ“–„ი“ ქვეპუნქტები, 30-ე მუხლი, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები, მე-2 პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტები და მე-3 და მე-5 პუნქტები, 32-ე−34-ე და 36-ე მუხლები, 37-ე მუხლის მე-5 პუნქტი და 41-ე მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.

3. ამ კანონის მე-5 მუხლი, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ლ“, „ო“−„ჟ“ და „ფ“−„ჩ“ ქვეპუნქტები და მე-3 პუნქტი, მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-14 მუხლის მე-2−მე-4 პუნქტები, მე-16 მუხლი, მე-17 მუხლის პირველი პუნქტი, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-3−მე-5 და მე-7−მე-10 პუნქტები, მე-18−21-ე მუხლები, 23-ე მუხლის პირველი პუნქტი, 26-ე და 27-ე მუხლები, 29-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 35-ე და 38-ე−მე-40 მუხლები ამოქმედდეს 2027 წლის 1 სექტემბრიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

24 ივნისი 2026 წ.

N1766-Vმს-XIმპ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.06.2026.
როდის იქნა მიღებული „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.06.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1766-Vმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 400000000.05.001.103231.
სად არის „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.06.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1766-Vმს-XIმპ, 24.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 400000000.05.001.103231 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6904700/