საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
„მუხლი 1951. სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის წესის დარღვევა
1. სახელმწიფო შესყიდვასთან, მათ შორის, ბაზრის კვლევასთან ან/და გამარტივებულ შესყიდვასთან, დაკავშირებით პირების წინასწარი შეთანხმება, გარიგება ან/და სხვა ქმედება თავისთვის ან სხვისთვის მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, −
ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, −
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით ან/და ამ კოდექსის 180-ე მუხლით ან/და 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
თბილისი, 23 ივნისი 2026 წ. N1755-Vმს-XIმპ |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.06.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 23.06.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1755-Vმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 080000000.05.001.103199.
- სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.06.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №1755-Vმს-XIმპ, 23.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.103199 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6904758/