,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.120.016547
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2026 წლის 24 ივნისი

ქ. სამტრედია

 

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ პუნქტის  „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №30 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 08.12.2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.120.016249) შეტანილ იქნეს ცვლილება.

2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერიის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომლის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა; მერის წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაცია; მერიის საქმისწარმოების, სამართლებრივი, საკადრო საკითხთა, აგრეთვე მერიის სამეურნეო-ტექნიკური უზრუნველყოფა; ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მიზნობრივი პროგრამების განხორციელება, სოფლის განვითარების პროგრამებსა და თემების პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პროცესის ყველა ეტაპზე ქალთა მონაწილეობის უზრუნველყოფა; „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ადგილობრივი შესყიდვების ორგანიზება და განხორციელება, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა, შესყიდვების პროცედურების კანონიერების დაცვით.“. 

3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:   

,,დ) შესყიდვების განყოფილება.“.

4. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების:

ა) მე-3 მუხლის „ს“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-3 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-3 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ) მე-3 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,შ2“ ქვეპუნქტი:

„შ2) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის პროექტის შემუშავებას;“;

ი) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ3“ ქვეპუნქტი:

„შ3) შესყიდვების გეგმით განსაზღვრული მუნიციპალური შესყიდვების განხორციელების მომზადებას მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად;“;

კ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ4“ ქვეპუნქტი:

„შ4) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვას, შესყიდვების პროცედურების კანონიერების დაცვით;“;

ლ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ5“ ქვეპუნქტი:

„შ5) შესყიდვების ჩატარების შესახებ პერიოდული და ყოველწლიური ანგარიშების შედგენას და წარდგენას მერისათვის;“.

5. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

,,მუხლი 61. შესყიდვების განყოფილების ფუნქციები

სამსახურის შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას;

ბ) შესყიდვების გეგმით განსაზღვრული მუნიციპალური შესყიდვების განხორციელების მომზადებას მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად;

გ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას;

დ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას;

ე) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებას;

ვ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვას, შესყიდვების პროცედურების კანონიერების დაცვით;

ზ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას;

თ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას“.

6. ამოღებულ იქნეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების მე-9 მუხლი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა სტურუა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.06.2026.
როდის იქნა მიღებული „,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 24.06.2026. მიმღები ორგანო — სამტრედიის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №14. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.120.016547.
სად არის „,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.06.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №14, 24.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016547 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6905818/