,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2026 წლის 24 ივნისი ქ. სამტრედია |
2. ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №35 დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’.
3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №35 დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულება (დანართი №1).“
4. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №35 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულება“.
5. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №35 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას; წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის წინადადებების მომზადებას; ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მართვას, კოორდინაციას და ზედამხედველობას საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში; „სოციალური მუშაობის შესახებ“, საქართველოს კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებული სოციალური სამუშაოს ჩატარებას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას.“
6. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №35 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:
ა) ,,ი1“ ქვეპუნქტი:
,,ი1) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;’’
ბ) ,,ი2“ -ვეპუნქტი:
,,ი2) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის – www.samtredia.gov.ge ადმინისტრირებას და ინფორმაციის განთავსებას. ინფორმაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე - www.samtredia.com.ge და იმერეთის ვებ-გვერდზე - www.imereti.gov.ge განთავსების მიზნით;’’
გ) ,,ი3’’-ქვეპუნქტი:
,,ი3) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას ,,ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით;“
დ) ,,ი4“ ქვეპუნქტი:
,,ი4) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას;“
ე) ,,ი5“ ქვეპუნქტი:
,,ი5) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;“
ვ) ,,ი6“ ქვეპუნქტი:
,,ი6) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას;“
ზ) ,,ი7“ ქვეპუნქტი:
,,ი7) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობას, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას.“
7. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №35 დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 მუხლი:
,,მუხლი 7. სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების ფუნქციები
სამსახური საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;
ბ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის – www.samtredia.gov.ge ადმინისტრირებას და ინფორმაციის განთავსებას. ინფორმაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ვებპორტალზე – www.samtredia.com.ge და იმერეთის ვებპორტალზე – www.imereti.gov.ge განთავსების მიზნით;
გ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას ,,ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით;
დ) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას;
ე) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
ვ) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობას; საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას;
თ) ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და პრეზენტაციების ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრესდაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;
ი) მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას;
კ) მერიის სამსახურებისა და საკრებულოსათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას;
ლ) ორგანიზებას უკეთებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლების მონაწილეობას სტუმრებისა და სპეციალისტების სტატუსით ტელერადიო გადაცემებში;
მ) ამზადებს ტექსტურ მასალებს პრესაში გასავრცელებლად;
ნ) ორგანიზებას უკეთებს საზოგადოებასთან ურთიერთობის ღონისძიებებს: პრესტურები, ღია კარის დღეები, „მრგვალი მაგიდა“ და სხვა;
ო) ქმნის აუდიოვიდეო მასალებს, ამზადებს აუდიოვიზუალურ პრეზენტაციებს;
პ) ამუშავებს ტელერადიო პროგრამების, ბეჭდური გამოცემების (წიგნების, ბროშურების, საინფორმაციო ბიულეტენების, ჟურნალების, გაზეთებისა და ა.შ.) პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ამოცანების გადაჭრას;
ჟ) ავრცელებს ინფორმაციებს დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე, ახდენს ჟურნალისტთა აკრედიტირებას;
რ) ამზადებს პრესრელიზებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ;
ს) თანამშრომლობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მასმედიის საშუალებებთან, ზრუნავს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასა და სამომავლო პერსპექტივებზე“.
|