,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2026 წლის 24 ივნისი ქ. სამტრედია |
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების:
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან – განყოფილებებისაგან და სამსახურის საჯარო მოხელეებისაგან.“.
ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11-ლი პუნქტი:
„11. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის ნებართვების განყოფილება;
ბ) კაპიტალური პროექტების განხორციელებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება.’’
3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4. სამსახურის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის ნებართვების განყოფილება
სამსახურის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის ნებართვების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში, სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენასა და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ დოკუმენტის პროექტის მომზადებას;
ბ) I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟის შესაბამისობისა და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის წერილობითი დადასტურებისთვის შესაბამისი დოკუმენტის მომზადებას;
გ) II, III, IV კლასის შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის (I, II, III სტადია) გაცემისათვის, ასევე მასში ცვლილებების შეტანის შესახებ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა/შესწავლა და შესაბამისი დოკუმენტის პროექტის მომზადებას;
დ) მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნებისათვის შენობების ფასადების არქიტექტურული იერსახის განსაზღვრას;
ე) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას, საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავების ორგანიზებას, პროექტების განხილვას, მომზადებას და ხელმძღვანელისთვის წარდგენას;
ვ) წინასაპროექტო და წინასწარი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას;
ზ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;
თ) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;
ი) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;
კ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
ლ) მიწის ნაკვეთის დაყოფის ან მიწის ნაკვეთების გაერთიანების პროექტის შეთანხმების მიზნით წარმოდგენილი განცხადებების განხილვა/შესწავლას და შესაბამისი დოკუმენტის პროექტის მომზადებას;
მ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე;
ნ) მუნიციპალიტეტის იერსახეზე გარე რეკლამის განთავსებასა და საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე კონტროლის დაწესებას;
ო) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას“.
4. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
,,მუხლი 41. სამსახურის კაპიტალური პროექტების განხორციელებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება
სამსახურის კაპიტალური პროექტების განხორციელებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განვითარებისთვის საჭირო წინადადებათა შემუშვებასა და მათ განხორციელებას;
ბ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით შეძენილი საპროექტო-სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციაში ცვლილებების განხილვას და წინადადებათა მომზადებას;
გ) შენობა-ნაგებობების, ადგილობრივი მნიშვნელობის საგზაო ინფრასტრუქტურის, ხიდების, სანიაღვრე ქსელების, საყრდენი კედლების, მდინარეთა ჯებირების, გარე განათების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და საპროექტო წინადადებების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
დ) ტერიტორიიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;
ე) წინადადებების შემუშავებას სასაფლაოების მოვლა-პატრონობის საკითხებზე;
ვ) წინადადებების შემუშავებას ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის საკითხებზე;
ზ) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობაზე კონტროლის დაწესებას;
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას“.
5. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5. სამსახურის ტრანსპორტის მიმართულების ფუნქციები
სამსახური ტრანსპორტის მიმართულებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) წინადადებების დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;
ბ) ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის რეგულირებას საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
გ) სატრანსპორტო ნაკადებისა და მოსიარულეთა მოძრაობის ორგანიზების კოორდინაციას;
დ) სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების ერთიანი მოძრაობის სამარშრუტო ქსელში (M2 და M3 კატეგორიის) არსებული მდგომარეობის შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნას;
ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.06.2026.
- როდის იქნა მიღებული „,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 24.06.2026. მიმღები ორგანო — სამტრედიის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №17. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.120.016550.
- სად არის „,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.06.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №17, 24.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016550 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6905880/