„სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.120.016551
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2026 წლის 24 ივნისი

ქ. სამტრედია

 

მუხლი 1
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ პუნქტის  „გ.ბ“ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 08.12.2017 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.120.016252) შეტანილ იქნეს ცვლილება.

2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის დებულების მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და სტრუქტურული ქვედანაყოფისგან – განყოფილებისაგან.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკისა და ქონების მართვის განყოფილება;

ბ) სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების განყოფილება.“.

3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:       

„მუხლი 5. სამსახურის სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების განყოფილება

სამსახურის სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის მიერ სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების მომზადებას, მუნიციპალიტეტის, საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;

ბ) სოფლის მეურნეობის სფეროში საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობასა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;

გ) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, კონსოლიდაციასა და შესაბამისი პროექტებისთვის/პროგრამებისთვის გამოყენებას;

დ) მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას უფლებამოსილების ფარგლებში;

ე) სასოფლო-სამეურნეო კულტურების განაშენიანების, მათი მოვლის თანამედროვე აგროტექნიკური მეთოდების პოპულარიზაციას;

ვ) საძოვრების რაციონალური გამოყენების მიზნით წინადადებების შემუშავებას;

ზ) სასოფლო-სამეურნეო კულტურების განაშენიანების, მათი მოვლის თანამედროვე აგროტექნიკური მეთოდების პოპულარიზაციას;

თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ საზღვრებში სასოფლო-სამეურნეო და ბუნებრივი რესურსების მიმართულებით სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო საქმიანობისა და სხვადასხვა კომისიებში მონაწილეობას;

ი) ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების მართვის შესახებ წინადადებების მომზადება. სახელმწიფო დაწესებულებებიდან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხებზე შემოსულ მომართვებზე, დოკუმენტებზე, პროგრამებზე და პროექტებზე წინადადებების მომზადებას;

კ) მცენარეთა დაცვის თანამედროვე საშუალებების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებას;

ლ) საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან.

 


სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა სტურუა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.06.2026.
როდის იქნა მიღებული „სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.06.2026. მიმღები ორგანო — სამტრედიის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №18. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.120.016551.
სად არის „სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.06.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №18, 24.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016551 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6905903/