საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-2 მუხლის:
ა) „ჰ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ3) სარკინიგზო ლიანდაგი – წყვილი რელსი, რომელზედაც მატარებელი მოძრაობს;“;
ბ) „ჰ40“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ41“ ქვეპუნქტი:
„ჰ41) მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგი − სარკინიგზო ლიანდაგი, რომელიც განკუთვნილია სასაზღვრო სარკინიგზო გადასასვლელებს, რკინიგზის სადგურებს ან/და საზღვაო ნავსადგურებს შორის ტვირთის გადასაზიდად ან/და მგზავრთა გადასაყვანად.“.
2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 ნაწილები:
„4. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს კაპიტალში არსებული ან/და მის ბალანსზე რიცხული, მოქმედი მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგისა და მისი დამცავი ზონის გასხვისება დაუშვებელია, გარდა ამ ქონების სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს კაპიტალში შეტანის შემთხვევისა.
5. მოქმედი მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგებისა და მათი დამცავი ზონების ნუსხას განსაზღვრავს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.
მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინების საფუძველზე უზრუნველყოს მოქმედი მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგებისა და მათი დამცავი ზონების ნუსხის დამტკიცება.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 25 ივნისი 2026 წ. N1791-Vმს-XIმპ |
კანონპროექტები პარლამენტში
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.06.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 25.06.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1791-Vმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 310010010.05.001.103210.
- იგეგმება თუ არა „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ში ცვლილებები?
- საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცესშია 1 კანონპროექტი, რომელიც ამ აქტის შეცვლას ითვალისწინებს (უახლესი დარეგისტრირდა 03.06.2026).
- სად არის „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.06.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №1791-Vმს-XIმპ, 25.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 310010010.05.001.103210 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6907231/