„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1802-Vმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
010240020.05.001.103213
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, 06.11.2009, მუხ. 191) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-16 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს არანაკლებ 18 წლის და არაუმეტეს 40 წლის საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა და რომელსაც პიროვნული თვისებებით, ფიზიკური მომზადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები, ასევე რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონითა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ სპეციალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:

„31. სამსახურის თანამშრომლებისთვის ზღვრული ასაკია:

ა) უმცროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლისა და საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლისთვის – 60 წელი;

ბ) უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლისა და უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლისთვის – 65 წელი.

32. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, დადებითი სამედიცინო დასკვნის არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელს საკუთარი სურვილით შეიძლება გაუგრძელდეს სამსახურის ვადა შესაბამისი ზღვრული ასაკის ზევით 5 წლამდე ვადით, კერძოდ:

ა) სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს, სამსახურის უფროსის მოადგილეს, სამსახურის დებულებით განსაზღვრული სამსახურის სტრუქტურული ერთეულის უფროსს − სამსახურის უფროსის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანხმობით;

ბ) სამსახურის სხვა თანამშრომელს − სამსახურის უფროსის თანხმობით.“.

2. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. სამსახურის თანამშრომლის პასუხისმგებლობა

სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისთვის სამსახურის თანამშრომლის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური;

დ) სამსახურის სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა;

ე) უფრო დაბალი თანრიგის (რანგის) თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა არაუმეტეს 1 წლისა;

ვ) სპეციალური წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება;

ზ) არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;

თ) თანამდებობიდან გათავისუფლება;

ი) სამსახურიდან დათხოვნა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

25 ივნისი 2026 წ.

N1802-Vმს-XIმპ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.06.2026.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.06.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1802-Vმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 010240020.05.001.103213.
სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.06.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1802-Vმს-XIმპ, 25.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 010240020.05.001.103213 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6907296/