,,სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესისა და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.009.950
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №92
2007 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
,,სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესისა და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში (სსმ III, 2006 წ., №172, მუხლი 2339) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. შემოტანილი ან/და გასატანი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანის ვადა
ერთი სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან მეორე სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიტანის ვადა განისაზღვრება გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, გადასაზიდი საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო მარშრუტის ხასიათის და ეკოლოგიურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დღეში 100 კმ-ზე გათვლით, მაგრამ არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა (გარდა ტრანზიტისა). საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა განისაზღვრება 20 დღით, ხოლო სარკინიგზო ტრანსპორტით საქონლის გადაზიდვის შემთხვევაში, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა – 10 კალენდარული დღით.“.
2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. შემოტანილი ან/და გასატანი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანის საბაჟო მარშრუტი
1. შემოტანილი ან/და გასატანი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანა ხორციელდება ნებისმიერი გზით, გარდა თამბაქოს ნაწარმისა და ჯართის გადაზიდვის შემთხვევებისა.
2. საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის გადაადგილება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული საბაჟო ორგანოების გავლით, ხოლო ჯართისა – მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი სასაზღვრო საბაჟო ორგანოების გავლით.“.
3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. საქონლის წარდგენა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში
სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა ხდება:
ა) სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში - სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში ფაქტობრივი განთავსებით;
ბ) საერთაშორისო ნაოსნობისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში და საერთაშორისო აეროპორტებში გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – გემის ან თვითმფრინავის კაპიტნის ან უფლებამოსილი პირის მიერ სატვირთო მანიფესტის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენით, რაც დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით და თარიღის მითითებით;
გ) საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო საზღვრის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე (სასაზღვრო გამტარი პუნქტის გარდა) გადმოკვეთის შემთხვევაში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო ორგანო, საბაჟო საწყობი, დროებითი შენახვის საწყობი, სხვა საბაჟო კონტროლის ზონა ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) ფაქტობრივი განთავსებით.“.
4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქონლის დანიშნულების ადგილზე (არასაბაჟო ორგანო) წარდგენის დადასტურების მიზნით ხდება დამოწმება:
ა) საბაჟო საწყობის (დროებითი შენახვის საწყობის) მიერ – აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსთვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობს, იმავე ან მე-2 სამუშაო დღის 12 საათამდე;
ბ) სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედნადებზე და აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (შტამპი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული აღრიცხვის მოწმობისა და სარკინიგზო ზედნადების საბაჟო ორგანოსთვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ ტვირთმიმღებს.“.
5. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. საქონლის ზოგადი დეკლარირება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში
1. ზოგადი დეკლარირება უნდა განხორციელდეს ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის პირობების შესაბამისად წარდგენილი საქონლის სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
2. ზოგადი დეკლარირება ხორციელდება (ზოგადი დეკლარირების ფორმა) საბაჟო ორგანოსადმი იმ ზოგადი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების წარდგენით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევამდე მისი იდენტიფიკაციისათვის, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის (მათ შორის, საბაჟო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მოწმობის შევსებისათვის).
3. ზოგადი დეკლარირების მიზნით სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს სატრანსპორტო დოკუმენტები:
ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები;
ბ) საზღვაო ტრანსპორტით საქონლის შემოტანის დროს – კონოსამენტი;
გ) საჰაერო ტრანსპორტით საქონლის შემოტანის დროს – ავიაზედნადები.
4. ზოგადი დეკლარირების მიზნით ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქონლის თანმხლები სხვა დოკუმენტები:
ა) ხელშეკრულება ან/და ინვოისი;
ბ) წარმოშობის სერტიფიკატი;
გ) საბაჟო გარანტია (ან TIR-კარნეტის დოკუმენტი) – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) აქციზური საქონლის ბარათი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) ლიცენზია და ნებართვები ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომელთა წარდგენა აუცილებელია სასაზღვრო საბაჟო ორგანოში:
ვ.ა) დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტის ლიცენზია.
ვ.ბ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
ვ.გ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
ვ.დ) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების იმპორტის ნებართვა.
ვ.ე) ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების, ან ნოუ-ჰაუების იმპორტის ნებართვა.
ვ.ვ) ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების იმპორტის ნებართვა.
ვ.ზ) იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტის ნებართვა.
ვ.თ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ნებართვა.
ვ.ი) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
ვ.კ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ნებართვა.
ვ.ლ) არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა.
ზ) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტ სერტიფიკატები;
თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
5. ზოგადი დეკლარირების უფლება აქვს საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს.
6. ზოგადი დეკლარირება არ ხორციელდება მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებულ საქონელზე.“.
7. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. ზოგადი დეკლარირების დადასტურება საბაჟო ორგანოს მიერ
ზოგადი დეკლარირების დადასტურების მიზნით დეკლარანტის მიერ ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების საბაჟო ორგანოსათვის მიწოდებისთანავე საბაჟო ორგანოს შესაბამისად უფლებამოსილი პირი ახორციელებს მათ დამოწმებას პირადნომრიანი ბეჭდით.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი