„აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№146/04
სარეგისტრაციო კოდი
240090000.18.011.016998
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №146/04

2026 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 

„აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 23/09/2020; ს/კ: 240090000.18.011.016501) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) მმართველობის ანგარიშგება – „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული ანგარიშგება.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ.ბ.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ბ.დ“ ქვეპუნქტი:

„გ.ბ.დ) ამ წესის დანართ №2-ის შესაბამისად შევსებულ დეკლარაციას.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ეროვნულ ბანკში წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ნასამართლობის შესახებ ცნობის/სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ნასამართლობის შესახებ ცნობის/სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს.“.

3. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც ვალდებულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოამზადოს მმართველობის ანგარიშგება, აღნიშნულ ანგარიშგებას ეროვნულ ბანკს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წლიურ აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებასთან ერთად.“;

ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. აქტივების მმართველი კომპანიის მიერ ეროვნული ბანკისთვის ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილ წლიურ აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას, მმართველობის ანგარიშგებასა და კვარტალურ ფინანსურ ანგარიშგებას ეროვნული ბანკი აქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე.“.

მუხლი 2
შესაბამისმა აქტივების მმართველმა კომპანიებმა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მმართველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის პირველად წარდგენა უნდა უზრუნველყონ 2026 წლის საანგარიშო პერიოდისთვის, 2026 წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.06.2026.
როდის იქნა მიღებული „აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 25.06.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №146/04. სარეგისტრაციო კოდი — 240090000.18.011.016998.
სად არის „აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.06.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №146/04, 25.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 240090000.18.011.016998 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6907922/