„საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №145/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №147/04 |
|
2026 წლის 25 ივნისი ქ. თბილისი |
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №145/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 06/07/2018; ს/კ: 350090000.18.011.016321) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) მმართველობის ანგარიშგება - „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული ანგარიშგება.“. 2. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ.ბ.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ბ.დ“ ქვეპუნქტი: „გ.ბ.დ) ამ წესის დანართი №2-ის შესაბამისად შევსებული დეკლარაცია.“; ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი: „11. ეროვნულ ბანკში წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ნასამართლობის შესახებ ცნობის/სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ნასამართლობის შესახებ ცნობის/სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს.“. 3. მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. საბროკერო კომპანია, რომელიც ვალდებულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოამზადოს მმართველობის ანგარიშგება, აღნიშნულ ანგარიშგებას ეროვნულ ბანკს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წლიურ აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებასთან ერთად.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მიმდინარე ანგარიშგების (შეტყობინების) მიღებიდან 1 თვის ვადაში ეროვნული ბანკი საბროკერო კომპანიას აძლევს თანხმობას შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებაზე ან ეუბნება დასაბუთებულ უარს. აუცილებლობის შემთხვევაში, აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვისა, რის თაობაზეც ეროვნული ბანკი წინასწარ აცნობებს განმცხადებელს.“; გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. საბროკერო კომპანიის მიერ ეროვნული ბანკისთვის ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილ წლიურ აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას, მმართველობის ანგარიშგებასა და კვარტალურ ფინანსურ ანგარიშგებას ეროვნული ბანკი აქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე.“. |
| მუხლი 2 |
1. შესაბამისმა საბროკერო კომპანიებმა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მმართველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის პირველად წარდგენა უნდა უზრუნველყონ 2026 წლის საანგარიშო პერიოდისთვის, 2026 წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება ასევე გავრცელდეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №145/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №145/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.06.2026.
- როდის იქნა მიღებული „საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №145/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №145/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 25.06.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №147/04. სარეგისტრაციო კოდი — 350090000.18.011.016999.
- სად არის „საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №145/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.06.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №145/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №147/04, 25.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 350090000.18.011.016999 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6907943/