„ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 29 თებერვლის №46/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№144/04
სარეგისტრაციო კოდი
300060000.18.011.016996
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №144/04

2026 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 29 თებერვლის №46/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 29 თებერვლის №46/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 01/03/2024 წ., ს/კ: 300060000.18.011.016833) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) მმართველობის ანგარიშგება – „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული ანგარიშგება.“;

2. მე-14 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ცენტრალური დეპოზიტარი, რომელიც ვალდებულია, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოამზადოს მმართველობის ანგარიშგება, აღნიშნულ ანგარიშგებას ეროვნულ ბანკს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ აუდიტირებულ წლიურ ფინანსურ ანგარიშგებასთან ერთად.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ცენტრალური დეპოზიტარის მიერ ეროვნული ბანკისთვის ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილ აუდიტირებულ წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას, მმართველობის ანგარიშგებასა და კვარტალურ ფინანსურ ანგარიშგებას ეროვნული ბანკი აქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა