„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 მაისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 |
|
2026 წლის 19 ივნისი ქ. ზუგდიდი |
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
ბ) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება.“
გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება
2. სამსახური წარმოადგენს მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს.
2. სამსახურის მიზანია უზრუნველყოს მერიასა და მის სისტემაში მაღალხარისხიანი შიდა აუდიტორული საქმიანობა, რისთვისაც ის სისტემატიზებული, დისციპლინირებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების ეფექტიანობას და ასევე კანონიერების დაცვას. შედეგად, შიდა აუდიტის სამსახური ზრდის და აძლიერებს მერიისა და მისი სისტემის:
ა) მიზნების წარმატებულ მიღწევას;
ბ) რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობით პროცესებს;
გ) დაინტერესებულ მხარეებში სანდოობას და რეპუტაციას;
დ) თანმიმდევრული გადაწყვეტილებების მიღების და ზედამხედველობის პროცესებს;
ე) შესაძლებლობას, უზრუნველყოფილ იქნეს საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი მომსახურება.
2. სამსახური შიდა აუდიტორულ საქმიანობას წარმართავს შიდა აუდიტის საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩოს (IPPF) სავალდებულო ელემენტების, მათ შორის, შიდა აუდიტის გლობალური სტანდარტებისა და თემატური მოთხოვნების დაცვით.
3. შიდა აუდიტორული საქმიანობის ეფექტურობა ფასდება საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩოს (IPPF) სავალდებულო ელემენტების მოთხოვნებთან მიმართებით.
2. სამსახური – ორგანიზაციულად, ხოლო აუდიტორი და მონიტორინგის განმახორციელებელი თანამშრომელი –ინდივიდუალურად, თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. დაუშვებელია შიდა აუდიტორისა და მონიტორინგის განმახორციელებელი თანამშრომლის საქმიანობაში ჩარევა ან მათზე სხვაგვარი ზემოქმედება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს თანამშრომელთა საქმიანობის შესაბამის პირობებს, რათა მათ შეძლონ შეინარჩუნონ მიუკერძოებელი მიდგომა, თავი აარიდონ ნებისმიერი სახის ინტერესთა კონფლიქტს და ობიექტურად შეასრულონ დაკისრებული ვალდებულებები მაღალი ხარისხით.
4. სამსახურის თანამშრომელს უფლება არ აქვს შეასრულოს ისეთი ფუნქცია, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მათ დამოუკიდებლობასა და ობიექტურობას, გარდა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა.
5. ნებისმიერი შეზღუდვა, რაც ხელს უშლის აუდიტის დამოუკიდებლად და ეფექტურად ჩატარებას, ასევე მონიტორინგის განხორციელებას ან ქმნის ამ საფრთხის წარმოშობის წინაპირობას, ჩაითვლება მნიშვნელოვან დაბრკოლებად. ასეთი ქმედების არსებობისას აღნიშნულის შესახებ სამსახურის უფროსი აცნობებს მერს, რათა გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს მსგავსი დაბრკოლებების განმეორების თავიდან აცილებას.
2. სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს მერიის სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.
3. სამსახური უფლებამოსილია საქმიანობის განხორციელების პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი, მიუხედავად მათი ფორმისა (ზეპირი, წერილობითი, ელექტრონული ვერსია და სხვა), სრულად და შეუზღუდავად მიუწვდებოდეს ხელი მერიის სისტემის ყველა პროცესზე, ობიექტზე, ფუნქციაზე, აქტივზე და ასევე მიიღოს მერიის სისტემის ნებისმიერი თანამშრომლისგან შესაბამისი ინფორმაცია ან განმარტება როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით.
4. სამსახურის საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება მარწმუნებელი საქმიანობა, საკონსულტაციო საქმიანობა და მონიტორინგი.
5. სამსახურის მარწმუნებელი საქმიანობა მოიცავს აუდიტორული მტკიცებულებების ობიექტურ შემოწმებას მერიის სისტემაში რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების დამოუკიდებელი და ობიექტური შეფასების უზრუნველსაყოფად. შიდა აუდიტორული შემოწმება განხორციელდება შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი.
6. სამსახურის საკონსულტაციო საქმიანობა მოიცავს მერიის სისტემაში რჩევებისა და რეკომენდაციების გაცემას, რომელთა ხასიათი და ფარგლები თანხმდება კონსულტაციის მიმღებთან და მიმართულია დამატებითი ღირებულების ზრდაზე, რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობით პროცესების გაუმჯობესებაზე, მენეჯერული პასუხისმგებლობის თავის თავზე აღების გარეშე. საკონსულტაციო საქმიანობა განხორციელდება კონსულტაციის გაწევის, რჩევის მიცემის, ტრენინგის დ ფასილიტაციის გზით.
7. სამსახური ახორციელებს აუდიტორული საქმიანობის შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს.
8. აუდიტის ობიექტების ვალდებულებას წარმოადგენს როგორც ზოგადად მმართველობითი პროცესების განხორციელება, შიდა კონტროლის მექანიზმების დანერგვა და რისკების მართვა, ისე შეთანხმებული აუდიტორული რეკომენდაციების შესასრულებლად ადეკვატური და საკმარისი ღონისძიებების გატარება.
9. შეთახმებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის შედეგად ვადაგადაცილების ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, სამსახური შესაბამისი რეაგირების მიზნით, ინფორმაციას წარუდგენს მერს. მერი უზრუნველყოფს საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე შესაბამის რეაგირებას.
10. სამსახურის მონიტორინგის საქმიანობა მოიცავს მერიის სისტემაში დისციპლინური გადაცდომის ფაქტების ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების გამოვლენას, შესწავლას, დასკვნის მომზადებასა და შემდგომი რეაგირების მიზნით მერისთვის ან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ან წილობრივი მონაწილეობით არსებულ იურდიული პირების ხელმძღვანელებისთვის წარდგენას. აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში მითითების მიცემას მერიის სტრუქტურული ერთეულებისთვის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ან/და წილობრივი მონაწილეობით არსებულ იურდიული პირებისთვის.
11. ჩატარებული აუდიტის და მონიტორინგის განხორციელების შედეგად შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, სამსახური, შესაბამისი რეაგირების მიზნით, ინფორმაციას წარუდგენს მერს.
12. მერის დავალებით, სამსახურმა შეიძლება განახორციელოს სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს მერიის ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და არ არღვევს დამოუკიდებლობის და ობიექტურობის პრინციპებს.
13. შიდა აუდიტის განხორციელებისთვის საჭირო აუდიტის სახეს, მოქმედების სფეროს, შიდა აუდიტის განხორციელების სიხშირეს, შიდა აუდიტორთა რაოდენობას და საჭირო მატერიალურ რესურსებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.
14. იმ შემთხვევაში, თუ სამსახურის თანამშთრომლებს არ გააჩნიათ საკმარისი და შესაბამისი ცოდნა, უნარები და სხვა საჭირო კომპეტენციები დავალების შესრულებისათვის, სამსახურის უფროსი წინადადებით მიმართავს მერს დავალების ან მისი ნაწილის შესრულებაში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მერიის სისტემის მოსამსახურეების ჩართვაზე ან კანონმდებლობის შესაბამისად გარე ექსპერტების მოწვევაზე.
15. სამსახურის თანამშრომლების კანონშესაბამისი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად.
2. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმოადგენს სამსახურს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
გ) ზედამხედველობს სამსახურის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ მერიის შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს მერს შიდა აუდიტორული საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;
ზ) ახდენს სამსახურის თანამშრომლების უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო შესაძლებლობების მოძიებას და სწავლების ხელშეწყობას, სამსახურის ეფექტიანი საქმიანობისთვის საჭირო ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და სხვა პროფესიული კვალიფიკაციების ერთობლივად ფლობის უზრუნველსაყოფად;
თ) უზრუნველყოფს შიდა აუდიტორულ ანგარიშებში ასახული შიდა აუდიტის მიგნებებსა და რეკომენდაციებზე პასუხისმგებელი პირების მიერ გასატარებელ ღონისძიებათა მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებას;
ი) საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ მონაწილეობს საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელებაში;
კ) შეიმუშავებს და ახორციელებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას;
ლ) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობაში რისკის მართვის პროცესის ეფექტიანობას;
მ) ამტკიცებს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას;
ნ) ამტკიცებს აუდიტორული საქმიანობის სამუშაო პროგრამას;
ო) განიხილავს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს და, გონივრული ვადის მითითებით, უგზავნის შიდა აუდიტის ობიექტს ანგარიშში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრებისა და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის წარმოდგენის მიზნით;
პ) ამტკიცებს შიდა აუდიტორულ ანგარიშს და წარუდგენს მერს შიდა აუდიტის ობიექტის მიერ პასუხისმგებელი პირებისა და შესრულების ვადების მითითებით წარმოდგენილ რეკომენდაციებს შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად, ხოლო აუდიტის ობიექტთან რეკომენდაციების შეუთანხმებლობის შემთხვევაში, შეუთანხმებელ რეკომენდაციებს წარუდგენს მერს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად;
ჟ) უზრუნველყოფს შიდა აუდიტის ობიექტის პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, სამსახურებრივი და კომერციული საიდუმლოებების დაცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და იმ ინფორმაციის არგამჟღავნებას, რომელიც სამსახურისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი გამომდინარეობს დეპარტამენტის საქმიანობის მიზნებიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;
რ) შეიმუშავებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის წესებს, მიუხედავად ინფორმაციის მატარებლის ფორმისა, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისად;
ს) ითანხმებს მონიტორინგის დასკვნას და წარუდგენს მერს/იურდიულ პირებს;
ტ) ხელს აწერს და წარუდგენს მერს დისციპლინური წარმოების დასრულების შესახებ დასკვნას;
უ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურის სატიტულო ბლანკს, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის გასაგზავნ კორესპოდენციას;
ფ) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაზე დაშვების კონტროლს. სამსახურში არსებული დოკუმენტაციისა და ანგარიშების გარე მხარისთვის გადაცემამდე, თანხმობისათვის მიმართავს მერს;
ქ) განიხილავს მერიის ან/და მისი სისტემის დონეზე მომზადებულ ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ეტაპების დანერგვის შეფასების შედეგებს და ანგარიშის სახით წარუდგენს მერს;
ღ) მერს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარუდგენს სამსახურის საქმიანობის წლიურ ანგარიშს;
ყ) საჭიროებისამებრ დაესწროს მერის, მერის მოადგილეების შეხვედრებს ინფორმირებულობის ან/და კონსულტაციის გაწევის მიზნით;
შ) ასრულებს მერის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.
3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.
5. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, წარმართავს და ხელმძღვანელობას უწევს სამსახურში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის განყოფილების საქმიანობას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს შიდა აუდიტორული საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;
დ) მერიის სისტემაში პროცესების, ოპერაციების, პროგრამების მნიშვნელოვანი ცვლილებების საპასუხოდ, ახდენს დამტკიცებული წლიური გეგმის გადახედვას და საჭიროების შემთხვევაში სამსახურის უფროსს წარუდგენს წლიურ გეგმაში შესატან ცვლილებებს;
ე) მონაწილეობს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამის შემუშავებაში და უზრუნველყოფს მის შენარჩუნებას. პერიოდულად ახდენს პროგრამის გადახედვას;
ვ) იხილავს და სამსახურის უფროსს წარუდგენს შიდა აუდიტორული საქმიანობის წლიურ ანგარიშს;
ზ) განიხილავს ან საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს მერიის და/ან მისი სისტემის დონეზე ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ეტაპების დანერგვის შეფასებას და შეფასების შედეგებს წარუდგენს სამსახურის უფროსს;
თ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს აუდიტორული შემოწმების ჩატარებაში;
ი) მონაწილეობს საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელებაში;
კ) ახდენს სამსახურის თანამშრომლების უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო შესაძლებლობების მოძიებას და სწავლების ხელშეწყობას, სამსახურის ეფექტიანი საქმიანობისთვის საჭირო ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და სხვა კომპეტენციების ერთობლივად ფლობის უზრუნველსაყოფად;
ლ) შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს შიდა აუდიტორული საქმიანობის მარეგულირებელ პოლიტიკისა და პროცედურების დოკუმენტებს, მონაწილეობს მათ დანერგვაში;
მ) ახორციელებს შიდა აუდიტორული საქმიანობის მიმდინარე მონიტორინგს;
ნ) განიხილავს და სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას;
ო) ითანხმებს აუდიტორული საქმიანობის ინდივიდუალურ სამუშაო პროგრამას;
პ) ახდენს შიდა აუდიტორული შემოწმებების კოორდინაციას, ზედამხედველობას, განიხილავს შიდა აუდიტორული შემოწმების ანგარიშებს;
ჟ) ახორციელებს კოორდინაციასა და ზედამხედველობას შიდა აუდიტის მიგნებებსა და რეკომენდაციებზე პასუხისმგებელი პირების მიერ გასატარებელ ღონისძიებათა მონიტორინგის პროცესზე და განიხილავს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგის ანგარიშებს;
რ) ახორციელებს შიდა აუდიტორული საქმიანობის ხარისხის პერიოდულ თვითშეფასებას და თვითშეფასების ანგარიშს წარუდგენს სამსახურის უფროსს;
ს) მონაწილეობს სამსახურის საქმიანობაში რისკის მართვის პროცესის ეფექტიანობის უზრუნველყოფაში;
ტ) სამსახურის უფროსისა და მერის დავალებით, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
2. ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა იქმნება შიდა აუდიტის საქმიანობის სტანდარტებთან და შიდა აუდიტთან დაკავშირებულ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შესაბამისობის შესაფასებლად.
3. ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა ითვალისწინებს შიდა აუდიტის ფუნქციის ეფექტიანობისა და შედეგიანობის შეფასებას და საქმიანობის გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენას.
4. ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა შეიცავს შიდა და გარე შეფასებებს:
ა) შიდა შეფასება შეიცავს შიდა აუდიტის საქმიანობის მიმდინარე მონიტორინგს და შიდა აუდიტორების მიერ ჩატარებულ პერიოდულ თვითშეფასებებს;
ბ) გარე შეფასება ხორციელდება, სულ მცირე, ხუთ წელიწადში ერთხელ, გარედან მოწვეული კვალიფიციური, დამოუკიდებელი შემფასებლის ან შემფასებელთა ჯგუფის მიერ.
5. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი განსაზღვრავს და უთანხმებს მერს ხარისხის გარე შეფასების განხორციელების გეგმას, რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) გარე შეფასებების მასშტაბი და სიხშირე;
ბ) გარე შემფასებლისა ან შემფასებელთა ჯგუფის კვალიფიკაცია და დამოუკიდებლობა, მათ შორის, ნებისმიერი შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი.
6. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი წარუდგენს და უთანხმებს მერს გარე შეფასების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების სამოქმედო გეგმას.
7. სამსახური აუდიტორული საქმიანობის შესახებ გამოიყენებს ფრაზას – „შეესაბამება შიდა აუდიტის გლობალურ სტანდარტებს“ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს განცხადება დადასტურდება ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამის შედეგებით.
8. სტანდარტებთან ისეთი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც არსებით გავლენას ახდენს შიდა აუდიტის მასშტაბზე ან ოპერაციულ საქმიანობაზე, სამსახურის უფროსი ვალდებულია შეატყობინოს მერს ამ შეუსაბამობის ფაქტებისა და მისი შედეგების შესახებ.
ა) შიდა აუდიტის განყოფილება;
ბ) მონიტორინგის განყოფილება.
ა) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
ბ) მერიის სისტემის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;
გ) მერიის სისტემის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
დ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
ე) მერიის სისტემის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ვ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;
ზ) მერიის სისტემის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
თ) მერიის სისტემის წინაშე არსებული თაღლითობის რისკის და მისი მართვის ღონისძიებების შეფასება;
ი) მარწმუნებელი საქმიანობის განხორციელება შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი;
კ) საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელება კონსულტაციის გაწევის, რჩევის მიცემის, ტრენინგის და ფასილიტაციის გზით;
ლ) მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობით რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების გასაუმჯობესებლად რეკომენდაციების შემუშავება;
მ) შიდა აუდიტორული საქმიანობის წლიური გეგმის შემუშავება;
ნ) შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმის შემუშავება და დასამტკიცებლად სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
ო) აუდიტორული შემოწმების სამუშაო პროგრამის შემუშავება და განსახილველად სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
პ) შიდა აუდიტორული შემოწმების ანგარიშის პროექტის მომზადება და აუდიტის ობიექტისთვის მოსაზრებისა და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის წარმოსადგენად გონივრული ვადის განსაზღვრა;
ჟ) შიდა აუდიტორული ანგარიშის შედგენა და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
რ) მერიის და/ან მისი სისტემის დონეზე, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ეტაპების დანერგვის შეფასება და შეფასების შედეგების სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
ს) შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება;
ტ) ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამის შემუშავებაში და მის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
უ) განყოფილების მოსამსახურეთა განვითარების და კარიერული საჭიროებების შეფასება და პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის განყოფილების მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების გეგმების შემუშავება და სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
ფ) შიდა აუდიტორული საქმიანობის წლიური ანგარიშის მომზადება და სამსახურის უფროსისთვის წარდგენა.
2. შიდა აუდიტის განყოფილების თანამშრომლები:
ა) იცავენ შიდა აუდიტის სამსახურის დებულებას, საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩოს (IPPF) სავალდებულო ელემენტებს, მათ შორის: შიდა აუდიტის გლობალური სტანდარტებს, თემატურ მოთხოვნებს და შიდა აუდიტის მარეგულირებელ სხვა სამართლებრივ აქტებს;
ბ) შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგენენ აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას;
გ) უზრუნველყოფენ შიდა აუდიტის ობიექტის პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, სამსახურებრივი და კომერციული საიდუმლოებების დაცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ ამჟღავნებენ იმ ინფორმაციას, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით.
3. მონიტორინგის განყოფილების კომპეტენციაა:
ა) მერიის სისტემაში შემავალი მერიის სტრუქტურული ერთეულები და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ან/და წილობრივი მონაწილეობით არსებული იურდიული პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;
ბ) მერიის სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, მერიის სისტემის საჯარო მოსამსახურეთა/თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების ან საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
გ) მერიის სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და მერიის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა ან/და რეკომენდაციების შემუშავება, რაც შემდგომი რეაგირების მიზნით წარედგინება მერს;
დ) მოხელეთა მიმართ დისციპლინური წარმოების განხორციელება, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მისცეს მითითება მერიის სტრუქტურულ ერთეულებს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ან/და წილობრივი მონაწილეობით არსებულ იურდიულ პირებს;
ვ) მერიის სისტემის საჯარო მოსამსახურეთა/თანამშრომელთა მიერ დისციპლინის დაცვისა და ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, „ცხელი ხაზითა“ და ელექტრონული ფოსტით შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება;
თ) მერიის სისტემის საჯარო მოსამსახურეთა/თანამშრომლებისგან სამსახურებრივი შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტაციის ან ინფორმაციის მიღება;
ი) განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, შეაგროვოს და შეისწავლოს გარემოებები და მასთან დაკავშირებული ფაქტები, მიიღოს და გააანალიზოს წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტებები და მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოამზადოს შესაბამისი დასკვნა;
კ) ნებაყოფლობის საფუძველზე ახსნა-განმარტება ჩამოართვას ან/და მიიღოს ინფორმაცია იმ პირისაგან, რომელიც არ არის მერიის სისტემის საჯარო მოსამსახურე/თანამშრომელი;
ლ) უფლებამოსილების განხორციელებისას გამოიყენოს/დაამუშაოს მერიის და მის სისტემაში არსებული მონაცემთა ბაზა ან/და ელექტრონული ფორმით დაცული ინფორმაცია;
მ) სამსახურებრივი შემოწმებისას, განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, მოითხოვოს მერიის სისტემის საჯარო მოსამსახურის/თანამშრომლის ან სპეციალისტის/ექსპერტის მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით;
ნ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე, მერს ან/და მერიის სისტემაში შემავალ კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელებს წარუდგინოს რეკომენდაცია, გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ;
ო) მერიის სისტემის საჯარო მოსამსახურეთა/თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის მიზნით შეისწავლოს და გააანალიზოს მის მიერ შემოწმების პროცესში მოპოვებული მასალები და მერს ან/და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ან წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირების ხელმძღვანელს წარუდგინოს სათანადო რეკომენდაციები;
პ) აწარმოოს მერიის სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის შემთხვევების აღრიცხვა;
ჟ) შეასრულოს სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს მერიის ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
4. მონიტორინგის განყოფილების თანამშრომლები მათზე დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისას უზრუნველყოფენ მერიის და მისი სისტემის პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებების დაცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ ამჟღავნებენ იმ ინფორმაციას, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს სამსახურებრივი შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით.
2. სამსახური თანამშრომლობს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტთან – ჰარმონიზაციის ცენტრთან „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. სამსახურის თანამშრომლობა სხვა უწყებებთან ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.