საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ შენიშვნის პირველი და მე-2 ნაწილების მოქმედება ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში:
ა) კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე განხორციელებულ კვლევით სამუშაოებზე, მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებსა და ისეთ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომლებიც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის (შენობა-ნაგებობის) ან მისი ნაწილის გამაგრებას ან გაბარიტის ცვლილებას არაუმეტეს 10 კვადრატული მეტრისა;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში განხორციელებულ I კლასის შენობა-ნაგებობის სამშენებლო სამუშაოებსა და მშენებლობაზე, თუ ახალი შენობა-ნაგებობის ფართობი ან არსებული შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ აღემატება;
გ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში განხორციელებულ უნებართვო მშენებლობაზე, თუ ახალი შენობა-ნაგებობის ფართობი ან არსებული შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ აღემატება.“;
ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. ამ შენიშვნის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ მშენებლობაზე (ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით განხორციელებულ მშენებლობაზე ან/და ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების ფარგლებში განხორციელებულ მშენებლობაზე), რომელსაც ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 25 ივნისი 2026 წ. N1821-Vმს-XIმპ |
კანონპროექტები პარლამენტში
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.06.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 25.06.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1821-Vმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 330090000.05.001.103208.
- იგეგმება თუ არა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ში ცვლილებები?
- საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცესშია 1 კანონპროექტი, რომელიც ამ აქტის შეცვლას ითვალისწინებს (უახლესი დარეგისტრირდა 03.06.2026).
- სად არის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.06.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №1821-Vმს-XIმპ, 25.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 330090000.05.001.103208 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6908908/