„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1809-Vმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
140100000.05.001.103191
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

მუხლი 1. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, უკანონო მიგრაციის პრევენცია და აღკვეთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენა.“.

2. მე-8 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) ამ კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანხმობის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის წერილობითი ბრძანება.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება გრძელდება მისი დაწყების საფუძვლის აღმოფხვრამდე, მაგრამ აღნიშნული ღონისძიების განხორციელების ხანგრძლივობა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.“.

3. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ ორგანოებს, საგამოძიებო დანაყოფებსა და მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულებს;

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

25 ივნისი 2026 წ.

N1809-Vმს-XIმპ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.06.2026.
როდის იქნა მიღებული „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.06.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1809-Vმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 140100000.05.001.103191.
სად არის „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.06.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1809-Vმს-XIმპ, 25.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 140100000.05.001.103191 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6909470/