,,საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№102
სარეგისტრაციო კოდი
230.020.020.22.033.009.953
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 18, 08/02/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.009.953

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №102

2007 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №172, მუხლი 2323) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დოკუმენტები დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამო-სილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით.“.

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 6. საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოწერა

ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლში მითითებული დოკუმენტების საფუძველზე სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ ხდება მოწმობის გამოწერა „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფო საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანების შესაბამისად.“

3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქონლის დანიშნულების ადგილზე (არასაბაჟო ორგანო) წარდგენის დადასტურების მიზნით ხდება დამოწმება:

ა) საბაჟო საწყობის (დროებითი შენახვის საწყობის) მიერ – აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობს, იმავე ან მე-2 სამუშაო დღის 12 საათამდე;

ბ) სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – რკინიგზის მიერ სარკი­ნიგ­ზო ზედნადებზე და აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (შტამპი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული აღრიც­ხვის მოწმობისა და სარკინიგზო ზედნადების საბაჟო ორგანოსათვის გადა­ცემის ვალდებულება ეკისრება სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ ტვირთმიმღებს.“.

4. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:

    „მუხლი 131. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი

1. საქართველოს საბაჟო კოდექსის 130-ე მუხლით გათვალისწი­ნე­ბული საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეულ, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ საქონელზე დეკლარანტი განსაზღვრავს იმპორტისას გადასახდელი თანხის ოდენობას და საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში ყოფნის ვადის გათვალისწინებით ყოველთვიურად გადასახდელი იმპორტის გადასახდელების იმ თანხის 3 პროცენტს, რომელიც გადაიხდევინებოდა საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას, მისი გადახდის ვადებს და ავსებს შესაბამის განრიგს თანახმად დანართისა (დანართი №1).

2. განრიგი ივსება ორ ეგზემპლარად, რომლებიც თან ერთვის სატვირთო საბაჟო დეკლარაციას თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად.

3. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის შემოწმებისა და საქონლის გაშვების შემდეგ განრიგის ერთი ეგზემპლარი საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერისა და ბეჭდის დასმით უბრუნდება დეკლარანტს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება საბაჟო ორგანოს თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

     დანართი №1

სა ონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, იმპორტის გადასახდე­ლების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისულებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის

გ ა ნ რ ი გ ი

საბაჟო ორგანო – -------------------------------------------------------------------------------

(დასახელება)

დეკლარანტი (გადასახადის გადამხდელი) – ----------------------------------------------

 (დასახელება)

დეკლარანტის საიდენტიქიკაციო ნომერი -------------------------------------------------

საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცევის დღე (თარი ღ ი) ----------

საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოღცევის ვადა – -------------------

საქონლის თავისუქალ მიმოღცევაში გაშვების შემთხვევაში გადასახდელი გადასახადები:

 

თანხა, ლარი

საბაჟო გადასახადი

აქციზი

დყგ

სულ

 

 

 

 

 

 

      6. გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი:

 

გადახდის თარიღი

გადასახადის სახეობა და სახაზინო კოდი

სულ

საბაჟო გადასახადი

-------------

(სახაზინო კოდი)

აქციზი

-------------

(სახაზინო კოდი)

დღგ

-------------

(სახაზინო კოდი)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

      

დეკლარანტი -----------------------------------------------------------------------------------         (სახელი, გვარი, ხელმოწერა, ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში)

საბაჟო ორგანოს უქლებამოსილი პირი -----------------------------------------------------                    (სახელი, გვარი, ხელმოწერა, ბეჭედი)

 შენიშვნა: გადახდის თარიღის გრაფაში იწერება საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის მომდევნო თვის

 (თვეების) არა უგვიანეს 15 რიცხვი