„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1823-Vმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
300310000.05.001.103239
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) 374 პუნქტი:

„374. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვა.“;

ბ) 382 პუნქტი:

„382. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვა.“;

გ) 39​2 პუნქტი:

„392. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვა.“.

2. 34-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა (გარდა სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს მოწყობის ნებართვის ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების,  სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისა) გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. ნებართვის მფლობელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრება ვადა და შესაბამისი პირობები სანებართვო პირობების შესრულებისთვის.“;

ბ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4​1. თუ ნებართვის მფლობელმა, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ბ“, „დ“, „ვ“, „თ“, „კ“, „ო“, „ჟ“, „ს“ ან „უ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, არ შეასრულა სანებართვო პირობები, ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

25 ივნისი 2026 წ.

N1823-Vმს-XIმპ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.06.2026.
როდის იქნა მიღებული „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.06.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1823-Vმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 300310000.05.001.103239.
სად არის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.06.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1823-Vმს-XIმპ, 25.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 300310000.05.001.103239 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6910159/