„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 8 ოქტომბრის №1117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1220
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.017702
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №1220

2026 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 8 ოქტომბრის №1117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 8 ოქტომბრის №1117 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 08.10.2025, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.017601) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ცენტრის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“. ცენტრის სრული ინგლისურენოვანი სახელწოდებაა „Legal Entity of Public Law – Training Center of Justice of Georgia“.

2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ცენტრის დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ცენტრის დირექტორის მოვალეობას მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე ასრულებს ცენტრის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე. დირექტორის და მისი მოადგილეების ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ცენტრის დირექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ცენტრის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცენტრი თავის ფუნქციებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოს მეშვეობით.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ცენტრის ტერიტორიული ორგანოა ყვარლის სასწავლო ცენტრი.“.

4. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) შესაბამისი მიმართულებით სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების შემუშავება;“.

5. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) შესაბამისი მიმართულებით სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების შემუშავება;“.

6. მე-9 მუხლის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის, აგრეთვე პენიტენციური მიმართულებით მოსამსახურეების სპეციალური პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების შემუშავება;

ბ) უფლებამოსილების ფარგლებში დანაშაულის პრევენციის, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა, აგრეთვე პენიტენციური მიმართულებით რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის საკითხებზე ტრენინგ-პროგრამის შემუშავება და განხორციელება;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტროს სისტემის ფარგლებში მოსამსახურეთა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების სპეციალური კურსის განხორციელება;“.

7. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.

8. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტროს სისტემის ფარგლებში მოსამსახურეთა ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების ორგანიზება;“.

 

9. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. ცენტრის ტერიტორიული ორგანო

1. ცენტრის ტერიტორიული ორგანოს – ყვარლის სასწავლო ცენტრის ფუნქციებია:

ა) ტრენინგის, სამუშაო შეხვედრისა და კონფერენციის მონაწილეთა სასწავლო-საცხოვრებელი კომპლექსით მომსახურება;

ბ) დაგეგმილი ტრენინგების, სამუშაო შეხვედრებისა და კონფერენციების შესაბამისი სივრცეებით, ინვენტარითა და ტექნიკით უზრუნველყოფა, აგრეთვე მათში მონაწილეთა ტრანსპორტირება და განთავსება;

გ) ტერიტორიული ორგანოს ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

დ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება;

ე) ტერიტორიული ორგანოს საქმიანობასთან დაკავშირებული ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება;

ვ) ცენტრის დირექტორისა და მისი მოადგილეების მითითებებისა და დავალებების შესრულება.

2. ცენტრი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპლექსი გამოიყენოს მისი მიზნობრივი დანიშნულებით, რომელიც უშუალოდ არ უკავშირდება ცენტრის ძირითად საქმიანობას. ცენტრი ვალდებულია კომპლექსით მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი სრულად მოახმაროს ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 27 ივნისიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 8 ოქტომბრის №1117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 8 ოქტომბრის №1117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.06.2026.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 8 ოქტომბრის №1117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 8 ოქტომბრის №1117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.06.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1220. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.027.017702.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 8 ოქტომბრის №1117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.06.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 8 ოქტომბრის №1117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1220, 26.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017702 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6910506/