საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
1. 159-ე მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის ფინანსური აუდიტი ხორციელდება „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის „ვ.ა“, „ვ.გ“ და „ვ.დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და აუდიტორული ფირმის შერჩევაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის 160-ე მუხლის მე-9–მე-12 პუნქტებით დადგენილი წესი.“.
2. 162-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 162. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აუდიტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯების აუდიტს ატარებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 25 ივნისი 2026 წ. N1835-Vმს-XIმპ |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.06.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 25.06.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1835-Vმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 010190030.06.001.016131.
- სად არის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.06.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, №1835-Vმს-XIმპ, 25.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016131 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6910720/