ადამიანის სისხლისა და სისხლის კომპონენტების დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№22/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470120000.22.035.017216
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №22/ნ

2026 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

 

ადამიანის სისხლისა და სისხლის კომპონენტების დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ
„ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ადამიანის სისხლისა და სისხლის კომპონენტების დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესი“ №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №241/ნ ბრძანება. 
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 ⬇

დანართი №1

ადამიანის სისხლისა და სისხლის კომპონენტების დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ადამიანის სისხლისა და სისხლის კომპონენტების დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესი (შემდგომ - წესი) განსაზღვრავს ადამიანის სისხლისა და სისხლის კომპონენტების დონორის (შემდგომ - დონორი) შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების პროცედურებს, შესაბამისობის კრიტერიუმებს, დონორისათვის მისაწოდებელი ინფორმაციისა და დონორისაგან მისაღები ინფორმაციის სახეობებს, მათი მიწოდებისა და მიღების წესს, დონორის დროებით და სამუდამოდ დაწუნების კრიტერიუმებს, დონაციამდე დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის და რისკის შემცველი ქცევების შეფასების პროცედურას, სავალდებულო გამოკვლევების (ტესტირების) ნუსხას და მათი ჩატარების წესსა და პირობებს.

მუხლი 2. მიზანი

1. ამ წესის მიზანია დონორთა და რეციპიენტთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა, სისხლისა და მისი კომპონენტების უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების მიღწევა და ტრანსფუზიით გადამდები ინფექციების (შემდგომ - ტგი) რისკის შემცირება, რათა სისხლის და სისხლის კომპონენტების დონაცია დონორებისთვის იყოს უსაფრთხო, ხოლო პაციენტები (რეციპიენტები) უზრუნველყოფილნი იყვნენ ხარისხიანი და უსაფრთხო სისხლით, სისხლის კომპონენტებით და სისხლის პროდუქტებით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული მიზნების მიღწევა ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამასთან, მონაცემთა უსაფრთხოების დასაცავად, განისაზღვრება მონაცემთა დამმუშავებელ პირთა წრე და მათი მონაცემებზე წვდომის ფარგლები. ამასთან, ასეთ პირთა მიერ სისტემაში არსებულ მონაცემებზე წვდომა უნდა განხორციელდეს ინდივიდუალური მომხმარებლის/პაროლისა და განპიროვნებული მომხმარებლის მეშვეობით.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს, ამ წესის მიზნებისთვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დონორი - პირი, რომლის ჯანმრთელობა, ასაკი და სამედიცინო ისტორია აკმაყოფილებს დონორის შესაბამისობის დადგენილ კრიტერიუმებს და რომელიც ნებაყოფლობით გასცემს სისხლს ან სისხლის კომპონენტებს;

ბ) პირველადი დონორი - პირი, რომელმაც განახორციელა სისხლის ან მისი კომპონენტის დონაცია პირველად და მხოლოდ ერთხელ ბოლო 12 თვის განმავლობაში;

გ) სავარაუდო დონორი - პირი, რომელიც აცხადებს სურვილს, გასცეს სისხლი ან სისხლის კომპონენტები. სავარაუდო დონორი შეიძლება იყოს როგორც რეგისტრირებული დონორი, ისე შეიძლება ჯერ არ იყოს რეგისტრირებული და პირველად აცხადებდეს დონაციის სურვილს;

დ) რეგისტრირებული დონორი - პირი, რომელიც რეგისტრირებულია დონორად, მინიჭებული აქვს დონორის უნიკალური ნომერი და შეიძლება ჰქონდეს დონაციის ან დონაციების ისტორია;

ე) რეგულარული დონორი - დონორი, რომელიც რეგულარულად, დაშვებული დროის ინტერვალით აბარებს სისხლს ან სისხლის კომპონენტებს ბოლო 2 წლის განმავლობაში (კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული აქვს 2 დონაცია მაინც, მათ შორის, უკანასკნელი დონაცია - ბოლო 12 თვეში);

ვ) დონორის დაწუნება - პირისთვის სისხლის დონორობის უფლების დროებით ან სამუდამოდ შეჩერება;

ზ) დონორის სამუდამოდ დაწუნება - პირისთვის სისხლის დონაციაზე უფლების მთელი სიცოცხლის მანძილზე შეჩერება;

თ) დონორის დროებითი დაწუნება - პირისათვის სისხლის ან სისხლის კომპონენტების დონაციაზე უფლების დროებით შეჩერება იმ პირობით, რომ მას შესაძლოა აღუდგეს დონაციაზე უფლება, თუ დაწუნების პერიოდის შემდეგ დააკმაყოფილებს დონორის შესაბამისობის კრიტერიუმებს;

ი) თვითდაწუნება - პოტენციური დონორის მიერ დონაციაზე უფლებამოსილების საკუთარი ნებით შეჩერება, როდესაც დონორს შეუძლია უარი თქვას დონაციაზე, გადაავადოს დონაცია ან უარი თქვას უკვე ჩაბარებული სისხლის გამოყენებაზე. მიღებული გადაწყვეტილება ემყარება დონორის ზოგად ჯანმრთელობას ან პათოგენებით ექსპოზიციის რისკს;

კ) ტრანსფუზიისთვის განკუთვნილი პლაზმა - პლაზმა, რომელიც გამოცალკევებული იყო მთლიანი სისხლისგან ან შეგროვდა აფერეზით, პაციენტისთვის გადასხმის მიზნით;

ლ) ფრაქციონირებისთვის განკუთვნილი პლაზმა - პლაზმა, რომელიც გამოცალკევებული იყო მთლიანი სისხლისგან ან შეგროვდა აფერეზით და გამოიყენება როგორც საწყისი მასალა პლაზმიდან მიღებული სამკურნალო საშუალებების საწარმოებლად;

მ) აფერეზი - სისხლის ერთი ან რამდენიმე კომპონენტის მიღების მეთოდი, მთლიანი სისხლის ავტომატიზებული (მანქანის საშუალებით) დამუშავებით, როდესაც დარჩენილი სისხლის კომპონენტები დამუშავების პროცესში ან მისი დასრულების დროს უბრუნდება დონორს;

ნ) სისხლის საერთო მოცულობა (TBV) (სსმ) – დონორის სისხლის მოცულობა, რომელიც გამოითვლება დონორის სქესის, წონის და სიმაღლის პარამეტრების გამოყენებით;

ო) განმეორებითი დონორი - პირი, რომელსაც აქვს მინიმუმ ორი დონაცია, აქედან მხოლოდ ერთი დონაცია აქვს ბოლო 12 თვის განმავლობაში და ინტერვალი ბოლო და ბოლოს წინა დონაციას შორის 24 თვეზე მეტია.

2. ამ წესში გამოყენებული სხვა ტერმინები განიმარტება „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

მუხლი 4. დონორის შერჩევის საფუძველი. დონორის შერჩევის და შესაბამისობის შეფასების ეტაპები

1. დონორის შერჩევა ეფუძნება დონორის შესაბამისობის შეფასებას, რომელიც უნდა განხორციელდეს ყოველი დონაციის (როგორც მთლიანი სისხლის, ისე აფერეზული პროცედურებით მიღებული კომპონენტების, მათ შორის, ფრაქციონირებისთვის განსაზღვრული პლაზმის დონაციის) წინ სისხლის ან სისხლის კომპონენტის თითოეული დონორის მიმართ. დონორის შერჩევის პროცესი უნდა შეესაბამებოდეს დონორის შესაბამისობის კრიტერიუმებს და განხორციელდეს დონორის ღირსების დაცვით.

2. შესაბამისობის შეფასება თითოეული დონორის მიმართ უნდა განახორციელოს სისხლის დაწესებულების შესაბამისმა უფლებამოსილმა სამედიცინო პერსონალმა.

3. შესაბამისობის შეფასება მოიცავს დონორთან გასაუბრებას, დონორის კითხვარის შევსებას, დონორის ჯანმრთელობის და რისკების შეფასებას და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით შეკითხვებს.

4. დონორმა სისხლი ან სისხლის კომპონენტი უნდა გასცეს ნებაყოფლობით, ძალდატანების გარეშე და უანგაროდ, ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის გარეშე, „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესისა და სხვა სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

5. დონორის მიერ სისხლის გაღება უნდა განხორციელდეს ანონიმურობის პრინციპის დაცვით, ანუ დონორისა და რეციპიენტის შესახებ პერსონალური მონაცემების დაცულობით და მესამე პირთა მიერ მათი იდენტიფიცირების შეუძლებლობით, დონორთან გასაუბრების დროს, რომელიც ხდება განცალკევებულ, კონფიდენციალურ სივრცეში, არ უნდა იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები.

6. შეგროვებული სისხლისა და სისხლის კომპონენტების ხარისხსა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია სისხლის დაწესებულება, რომელიც უფლებამოსილია, დონორის შერჩევის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება დონორის ან/და სავარაუდო დონორის დონაციაზე დაშვების ან დაწუნების შესახებ.

7. სისხლის დაწესებულებაში დონორის შერჩევის და შესაბამისობის შეფასების პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) სავარაუდო დონორის (რომელიც პირველად აცხადებს დონაციის სურვილს) იდენტიფიკაცია და დონორად რეგისტრაცია; რეგისტრირებული დონორის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია;

ბ) სისხლის დაწესებულების მიერ დონორისათვის ინფორმაციის (მათ შორის, საინფორმაციო მასალის და დონორის კითხვარის) დონაციამდე მიწოდება, დონორის მიერ საინფორმაციო მასალის გაცნობა;

გ) დონორის მიერ კითხვარის შევსება და სისხლის დაწესებულებისთვის ინფორმაციის მიწოდება;

დ) დონორის გასაუბრება სისხლის დაწესებულების პერსონალთან (შესაბამის უფლებამოსილ პირთან/ექიმთან); დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის და რისკის შემცველი ქცევების შეფასება;

ე) დონორის ინფორმირებული თანხმობა.

8. სისხლის დაწესებულება უფლებამოსილია დონორის შერჩევა და შესაბამისობის შეფასება განახორციელოს ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების თანამიმდევრობის დაუცველად, იმ შემთხვევაში, თუ დონორის მიერ საინფორმაციო მასალის გაცნობა და კითხვარის შევსება ხორციელდება სისხლის დაწესებულებაში ვიზიტამდე, იმავე დღეს, ელექტრონულად.

თავი II

დონორის რეგისტრაცია, იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია

მუხლი 5. სავარაუდო პირველადი დონორის იდენტიფიკაცია და დონორად რეგისტრაცია, სავარაუდო რეგისტრირებული დონორის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია

  1. სავარაუდო დონორი, რომელიც აკმაყოფილებს სისხლის დონაციის ზოგად მოთხოვნებს, როგორიცაა - 18-იდან 65 წლამდე ასაკი და ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობა, სისხლის დაწესებულებაში (მათ შორის, მუდმივ ან მობილურ პუნქტში) მისვლისას უფლებამოსილი პირის მიერ უნდა იქნეს იდენტიფიცირებული, ვერიფიცირებული და რეგისტრირებული, მიუხედავად იმისა, მისგან, როგორც დონორისგან, განხორციელდება თუ არა სისხლის დონაცია.

  2. სავარაუდო დონორის იდენტიფიკაცია ხორციელდება სისხლის დაწესებულების უფლებამოსილი პირის (პერსონალი, რომელიც ახორციელებს რეგისტრაციას/ვერიფიკაციას) მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების საფუძველზე. ამასთანავე, თუ დონორი არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მყოფი პირი და არ აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი, ასეთი პირის იდენტიფიკაციისას, სისხლის დონორთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციისას ან/და ვერიფიკაციისას ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემის არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენება უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტის მონაცემები ან მოქალაქეობის არმქონე პირის სათანადო მოწმობის შესაბამისი საიდენტიფიკაციო მონაცემები.

  3. იდენტიფიკაციისთვის და დონორად რეგისტრაციისთვის აუცილებელი მონაცემებია:

ა) პირის სახელი, გვარი;

ბ) პირადი ნომერი;

გ) დაბადების თარიღი;

დ) სქესი;

ე) ფაქტობრივი მისამართი;

ვ) საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

  1. დონორად რეგისტრაციისას პირს ენიჭება დონორის უნიკალური ნომერი.

  2. რეგისტრირებული დონორის იდენტიფიკაცია, ასევე მის შესახებ დონორთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების ვერიფიკაცია, უნდა განხორციელდეს სისხლის დაწესებულების უფლებამოსილი პირის (პერსონალი, რომელიც ახორციელებს რეგისტრაციას/ვერიფიკაციას) მიერ ყოველი დონაციის წინ.

  3. ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებული დონორის ვერიფიკაციისას უნდა გადამოწმდეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) აქვს თუ არა დონორს სისხლის ჩაბარებაზე დაწუნება და დაწუნების ტიპი (დროებითი თუ სამუდამო) და მიზეზი;

ბ) სისხლის ან სისხლის რომელი კომპონენტის დონაცია განხორციელდა ბოლოს და დონაციის თარიღი, სათანადო ინტერვალის დაცვის მიზნით.

  1. სისხლის დონორთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში დონორთა ინფორმაციის მოძიება ხდება პირადი ნომრით ან/და დონორის უნიკალური ნომრით.

  2. დონორთა ერთიან ელექტრონულ ბაზას უნდა ჰქონდეს დროებით ან სამუდამოდ დაწუნებული დონორის მიერ მომავალი დონაციების შესაძლებლობისგან დაცვის მექანიზმი. ამასთანავე, ამ მიზნით სისხლის დაწესებულებაში უნდა არსებობდეს სტანდარტული ოპერაციული პროცედურები.

  3. სავარაუდო დონორს, იქნება ის პირველადი თუ რეგისტრირებული, ყოველი დონაციის წინ, ენიჭება დონაციის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი. დონაციის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი დონორის უნიკალურ ნომერთან ერთად უნდა დაერთოს დონორის კითხვარსა და დონორთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტაციას, აგრეთვე, შემდეგ შეგროვებული სისხლის ძირითად ჩანთას, მის თანამგზავრ ჩანთებს და სისხლის ნიმუშის სინჯარებს.

  4. სავარაუდო დონორის იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის ან ვერიფიკაციის შემდეგ მას უნდა მიეწოდოს შესაბამისი ინფორმაცია (დონორის საინფორმაციო მასალა და დონორის კითხვარი). დონორის კითხვარი უნდა შეივსოს ყოველი დონაციის წინ. ამასთანავე, დონორისგან მიღებული უნდა იქნეს სათანადო ინფორმაცია.

თავი III

დონორისათვის მისაწოდებელი ინფორმაცია და დონორისაგან მისაღები ინფორმაცია

მუხლი 6. დონორისათვის ინფორმაციის მიწოდება

სისხლის დაწესებულება, მათ შორის, მუდმივი ან მობილური პუნქტი, ვალდებულია ყოველი დონაციის წინ დონორს მიაწოდოს ზუსტი, ამომწურავი, ადვილად გასაგები (მათ შორის, წერილობითი) ინფორმაცია სისხლის დონორობისა და სისხლის დონაციის შესახებ. კერძოდ, სისხლის დაწესებულებამ დონორს უნდა მიაწოდოს ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული საინფორმაციო მასალა და ამავე წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული დონორის კითხვარი.

მუხლი 7. დონორის საინფორმაციო მასალა

  1. დონორის საინფორმაციო მასალა, რომელიც მოიცავს დონორის საინფორმაციო ფურცელს, იმ წამლების ჩამონათვალს, რომელიც წარმოადგენს დონაციისთვის დაწუნების საფუძველს და სხვა საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალა, უნდა გადაეცეს ყველა დონორს ყოველი დონაციის წინ. დონორის საინფორმაციო მასალა და დონორისთვის მიწოდებული ინფორმაცია საჭიროა იმისათვის, რომ დონორი გაეცნოს მას, დასვას შეკითხვები და ყოველი დონაციის წინ მისგან მიღებული იყოს ინფორმირებული თანხმობა.

  2. საინფორმაციო მასალა უნდა იყოს ადვილად გასაგები და შეიცავდეს ინფორმაციას სისხლის ძირითადი მახასიათებლების, სისხლის და სისხლის კომპონენტების ნებაყოფლობითი და უანგარო დონაციის მნიშვნელობის შესახებ, მთლიანი სისხლის აღების და აფერეზის პროცედურების და მასთან დაკავშირებული რისკების შესახებ, დონორისაგან ასაღები სისხლისა და სისხლის კომპონენტის რაოდენობის შესახებ, აგრეთვე, მიღებული კომპონენტების და მათი რეციპიენტებისათვის სარგებლიანობის შესახებ.

  3. დონორისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:

ა) როგორც ალოგენურ, ისე ავტოლოგიურ დონორთათვის: ინფორმაციას ჯანმრთელობის შეფასების, სამედიცინო ისტორიის შეგროვების, სამედიცინო გასინჯვის და სისხლის ტესტირების (ანალიზების) ჩატარების აუცილებლობის მიზეზებზე და ინფორმირებული თანხმობის მნიშვნელობაზე;

ბ) ალოგენური დონაციის შემთხვევაში - ინფორმაცია დონორის დროებითი ან სამუდამო დაწუნების, აგრეთვე, თვითდაწუნების შესაძლებლობის შესახებ და მიზეზებზე, რის გამოც არ უნდა ჩააბაროს სისხლი ან სისხლის კომპონენტები, თუ რეციპიენტს ან თვითონ დონორს შეიძლება შეექმნას რისკი;

გ) ავტოლოგიური დონაციის შემთხვევაში - ინფორმაციას დაწუნების შესაძლებლობის შესახებ, აგრეთვე, იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც დონაციის პროცედურა არ ჩატარდება, თუ არსებობს ჯანმრთელობის რისკები ინდივიდისთვის, იქნება ის როგორც ავტოლოგიური სისხლის ან სისხლის კომპონენტების დონორი თუ რეციპიენტი;

დ) ავტოლოგიური დონაციის შემთხვევაში - ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავტოლოგიური სისხლი ან სისხლის კომპონენტი შესაძლოა არ აღმოჩნდეს საკმარისი (შესაბამისი) ტრანსფუზიისთვის გათვალისწინებული მოთხოვნებისათვის;

ე) ინფორმაცია დონორის პერსონალური მონაცემების, დონორისგან მიღებული ინფორმაციისა და ჩატარებული ანალიზების შედეგების სისხლის დონორთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში გადაცემის შესახებ, ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესახებ და უნებართვო გამჟღავნება/დამუშავების დაუშვებლობის შესახებ;

ვ) ინფორმაცია დონაციის, მათ შორის, აფერეზული დონაციის შესახებ და მასთან დაკავშირებული რისკების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია დონაციის გავლენაზე ორგანიზმის რკინის მარაგზე (აფერეზის რეგულარულ დონორებში ციტრატით ექსპოზიციით მომატებული რისკების და IgG-ის დონის შემცირების შესაძლებლობის შესახებ), შესაძლო რეაქციებისა და მისი ან რეციპიენტის ჯანმრთელობისთვის შესაძლო სხვა შედეგების შესახებ, იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც არ შეიძლება, რომ პირმა სისხლი ან სისხლის კომპონენტი ჩააბაროს, თუ ეს რეციპიენტის (პაციენტის) ან თვითონ დონორის ჯანმრთელობას ემუქრება;

ზ) ინფორმაცია ალოგენურ ან ავტოლოგიურ დონაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ და მათთან დაკავშირებული რისკების, დონაციის შედეგად განვითარებული შესაძლო გვერდითი რეაქციებისა და მათი პრევენციის შესახებ, აგრეთვე, შესაძლებლობაზე, რომ სისხლი და სისხლის კომპონენტები არ შეესაბამებოდნენ გადასხმებისთვის დადგენილ მოთხოვნილებებს;

თ) ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დონორს აქვს შესაძლებლობა, დონაციის ნებისმიერ ეტაპზე შეცვალოს თავისი განზრახვა და უარი თქვას დონაციაზე (შეწყვიტოს დონაცია) ან მოახდინოს თვითდაწუნება;

ი) ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მნიშვნელოვანია, დონორმა დაუყოვნებლივ შეატყობინოს სისხლის დაწესებულებას დონაციის შემდეგ ნებისმიერ განვითარებულ რეაქციაზე ან მოვლენაზე, რომელსაც შეუძლია ადრე ჩაბარებული სისხლი ან სისხლის კომპონენტი გადასხმისთვის უვარგისი გახადოს. ამისათვის დონორს უნდა მიეწოდოს სისხლის დაწესებულების საკონტაქტო პირის ინფორმაცია;

კ) ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ მოხდება გამოუყენებელი ან წუნდებული ავტოლოგიური სისხლის და სისხლის კომპონენტების განადგურება/განკარგვა და არ გადაესხმება სხვა რეციპიენტებს (პაციენტებს);

ლ) ინფორმაცია დონორის ვალდებულების შესახებ, რომ მხოლოდ დონორის საინფორმაციო მასალის გაცნობის შემდეგ შეავსოს დონორის კითხვარი, ამ კითხვარში მიუთითოს მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებსაც შეუძლიათ ჩაბარებული სისხლი ან სისხლის კომპონენტები გამოსაყენებლად უვარგისი გახადოს, აგრეთვე, შეატყობინოს სისხლის დაწესებულებას, თუ კითხვარში მითითებული რომელიმე ასეთი ფაქტის არსებობის შესახებ მას მოგვიანებით გაახსენდა;

მ) დონაციის მსურველ ყველა დონორს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია აივ/შიდსის და ჰეპატიტების გადაცემის გზების შესახებ და ქცევების შესახებ, რომლებიც ასოცირდება სისხლის გზით გადამდები ინფექციების (მათ შორის, აივ/შიდსი, ჰეპატიტები) შეძენის მომატებულ რისკთან. ამასთანავე, სწორად და ნათლად მიწოდებული აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნულ დონორს უნდა მიეცეს თვითდაწუნების შესაძლებლობა, რათა მან თავი შეიკავოს დონაციისგან. დონორს ასევე უნდა მიეცეს რეკომენდაცია, რომ თვითდაწუნების მიზეზების შესახებ ესაუბროს სისხლის დაწესებულების პერსონალს, იმისათვის, რომ დარწმუნდეს მიწოდებული ინფორმაციის გაგების და სწორი გადაწყვეტილების მიღების სისწორეში;

ნ) ინფორმაცია, რომ თუ ტესტირების შედეგები აღმოაჩენს ჰეპატიტ B-ს, ჰეპატიტ C-ს, აივ/შიდსის მარკერებს ან სხვა სისხლის ტრანსფუზიით გადამდებ მიკრობიოლოგიურ აგენტებს, დონორი იქნება დაწუნებული, მოხდება შეგროვებული სისხლის ერთეულის განადგურება/განკარგვა და კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, მოხდება შესაბამისი ორგანოების შეტყობინება;

ო) ინფორმაცია სისხლის დაწესებულების ვალდებულების შესახებ, მოახდინოს დონორის ინფორმირება (შეტყობინება) განსაზღვრული წესით, თუ ჩაბარებული სისხლის ან სისხლის კომპონენტების ტესტირების შედეგები მიუთითებენ რაიმე გადახრებს, აგრეთვე, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დონორს ჩაუტარდება კონფიდენციალური კონსულტაცია ტესტირების არასასურველი შედეგების შესახებ და, საჭიროების შემთხვევაში, მიეცემა მიმართვა/რჩევა შემდგომი გამოკვლევებისა და მკურნალობისათვის;

პ) ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დონორებს უფლება აქვთ, ნებისმიერი შეკითხვა დასვან ნებისმიერ დროს.

  1. დონორისგან, რომელიც უარს განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საინფორმაციო მასალის მიღებასა და გაცნობაზე, ასევე მე-9 მუხლში მითითებული კითხვარის შევსებაზე, დონაციის პროცესი არ განხორციელდება, სანამ არ გაეცნობა მასალას და არ შეავსებს დონორის კითხვარს.

  2. დონორისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების ფორმები და საშუალებები განისაზღვრება სისხლის დაწესებულების მიერ სტანდარტული ოპერაციული პროცედურის მეშვეობით.

  3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დონორის საინფორმაციო ფურცლის ფორმა განისაზღვრება ამ წესის №1.8 დანართით, ხოლო იმ წამლების ჩამონათვალი, რომელიც წარმოადგენს დონაციისთვის დაწუნების საფუძველს − №1.9 დანართით.

  4. დონორის ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით სისხლის დაწესებულებას შეუძლია დამატებით შეიმუშაოს დონორის სხვა საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალა ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებულის გარდა.

მუხლი 8. დონორის მიერ მისაწოდებელი ინფორმაცია

  1. დონორმა სისხლის დაწესებულებას უნდა მიაწოდოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები და ინფორმაცია.

  2. სისხლის დაწესებულება უზრუნველყოფს, რომ სისხლის ან სისხლის კომპონენტის ყოველი დონაციის წინ დონორმა მიაწოდოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია:

ა) დონორის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია. კერძოდ, ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები;

ბ) ინფორმაცია დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის და რისკის შემცველი ქცევების შესახებ. კერძოდ, დონორის მიერ შევსებული დონორის კითხვარი, აგრეთვე, სისხლის დაწესებულების პერსონალის (შესაბამისი უფლებამოსილი პირის (ექიმის)) მიერ პირადი გასაუბრების შემდეგ დამატებით მოთხოვნილი ინფორმაცია დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის (მათ შორის, ჩატარებული სამედიცინო პროცედურების, ვაქცინაციის, მიღებული წამლების) და ტგი-ის მიმართ მომატებული რისკის მქონე ქცევების შესახებ.

  1. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეიცავს ფაქტორებს, რომელთა დახმარებით შეიძლება დადგინდეს ან გამოირიცხოს პირები, რომელთა სისხლის გადასხმით შესაძლოა დაზიანდეს რეციპიენტის ჯანმრთელობა (მაგალითად, მოხდეს ტრანსფუზიით ინფექციის გადაცემა) ან პირები, რომელთა ჯანმრთელობისთვისაც სისხლის გაღება შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს.

მუხლი 9. დონორის კითხვარი

  1. დონორი, რომელსაც სურს ჩააბაროს სისხლი ან სისხლის კომპონენტები, ვალდებულია გაეცნოს ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ საინფორმაციო მასალას, ხოლო შემდეგ შეავსოს დონორის კითხვარი.

  2. დონორის კითხვარი არის დონორის შერჩევის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უსაფრთხოების შეფასების და ტრანსფუზიით გადამდები ინფექციების (მათ შორის, ინფექციების, რომელთა გამოსავლენად არ არსებობს შესაბამისი სკრინინგული ტესტირება) რისკის შემცირების ძირითადი ინსტრუმენტი.

  3. დონორის კითხვარი ისე უნდა იქნეს შედგენილი, რომ მაქსიმალურად მოხდეს ინფორმაციის მიღება დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის და რისკის შემცველი ქცევების შესახებ.

  4. დონორის კითხვარი შედგენილი უნდა იქნეს პოტენციური დონორისთვის მარტივი და გასაგები ენით, საქართველოს სახელმწიფო ენაზე. სისხლის დაწესებულებას შეუძლია დონორის კითხვარი შეადგინოს სხვა ენაზეც. დონორს დონორის კითხვარის მარტივად შევსება უნდა შეეძლოს. თუ კითხვარის შევსებისას დონორისთვის გაუგებარია ზოგიერთი შეკითხვის არსი ან უჭირს კითხვარის შევსება სხვადასხვა მიზეზის გამო, სისხლის დაწესებულების პერსონალს უნდა გააჩნდეს სათანადო მომზადება, რათა დაეხმაროს დონორს, განუმარტოს კითხვარში მოცემული შეკითხვების არსი და ამგვარად, დონორს ზუსტი პასუხების გაცემაში ხელი შეუწყოს. კითხვარი შევსებული უნდა იყოს ყოველი დონაციის წინ. კითხვარის შევსება უნდა მოხდეს კონფიდენციალურ გარემოში, როგორც სისხლის დაწესებულებაში, ისე სისხლის დაწესებულების სისხლის შეგროვების ფიქსირებულ ადგილზე (მუდმივი პუნქტი) ან/და მობილურ პუნქტში. დონორის მიერ კითხვარში დაფიქსირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცული უნდა იყოს.

  5. დონორმა უნდა მიუთითოს სისხლის ჩაბარება სურს თუ სისხლის კომპონენტის.

  6. სისხლის დაწესებულებას სისხლის ან სისხლის კომპონენტის აღება შეუძლია მხოლოდ მას შემდეგ, რაც დონორი გაივლის შესაბამისობის შეფასების შემდეგ ეტაპებს: გაეცნობა დონორის საინფორმაციო მასალას, შეავსებს დონორის კითხვარს, გაივლის გასაუბრებას, მოხდება მისი ჯანმრთელობის შეფასება და ხელს მოაწერს კითხვარის ბოლოს არსებულ წერილობით ინფორმირებულ თანხმობას. ამ თანხმობას ასევე ხელი უნდა მოაწეროს სისხლის დაწესებულების იმ პერსონალმა (შესაბამისმა უფლებამოსილმა პირმა (ექიმმა)), რომელმაც ჩაუტარა დონორს გასაუბრება და შეაფასა დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

  7. ინფორმირებულ თანხმობაზე ხელმოწერით დონორი ადასტურებს, რომ:

ა) წაიკითხა (გაეცნო) და გაიგო მიღებული საინფორმაციო მასალა;

ბ) ჰქონდა კითხვების დასმის შესაძლებლობა და მიიღო სათანადო პასუხები ყველა დასმულ შეკითხვაზე;

გ) ინფორმირებულია და თანახმაა სისხლის ან სისხლის კომპონენტის ნებაყოფლობით და უანგარო დონაციაზე;

დ) ავტოლოგიური დონაციის შემთხვევაში ინფორმირებულია, რომ შესაძლებელია, გაღებული სისხლი ან/და სისხლის კომპონენტი არ იყოს გამოყენებული შესაბამისი ტრანსფუზიის მოთხოვნებისთვის;

ე) თანახმაა, რომ მიიღოს შეტყობინება ტესტირების არასასურველი შედეგების შემთხვევაში;

ვ) თანახმაა, რომ მისი სისხლის ნიმუში ან მისი დონაციიდან დარჩენილი გადასხმისთვის გამოუყენებელი ნაწილი იყოს არქივირებული ან გამოყენებული იქნეს სამეცნიერო კვლევების მიზნით;

ზ) მის მიერ გაცემული ინფორმაცია სწორია მისთვის ცნობილი მონაცემებიდან გამომდინარე.

  1. დონორის კითხვარი უნდა ინახებოდეს სისხლის დაწესებულებაში 30 წლის განმავლობაში ქაღალდ-მატარებელზე ან ელექტრონულად, ან ფოტოგრაფიული ფორმით. ამ ვადის გასვლის შემდეგ, კითხვარის წაშლა/განადგურება უნდა მოხდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

  2. დონორის კითხვარის ფორმა განისაზღვრება ამ წესის №1.5 დანართით.

  3. სახელმძღვანელო დონორის კითხვარის გამოყენებისთვის, განისაზღვრება ამ წესის №1.10 დანართი.

  4. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ან/და ახალი სამეცნიერო მონაცემების საფუძველზე, დონორის შესაბამისობის შეფასების კრიტერიუმებში და, შესაბამისად, დონორის კითხვარში უნდა განხორციელდეს სათანადო ცვლილებები ამ წესის მიღებისთვის დადგენილი წესით.

თავი IV

დონორთან გასაუბრება

დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის და რისკის შემცველი ქცევების შეფასება

მუხლი 10. დონორთან გასაუბრება

  1. კითხვარის შევსების შემდეგ დონორს უტარდება ინდივიდუალური გასაუბრება სისხლის დაწესებულების პერსონალთან (შესაბამის უფლებამოსილ პირთან/ექიმთან), დონორის მიერ შევსებული კითხვარის გადახედვის და დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის და რისკის შემცველი ქცევების შეფასების მიზნით.

  2. დონორთან გასაუბრებისას, სისხლის დაწესებულების პერსონალს (შესაბამის უფლებამოსილ პირს/ექიმს) შეუძლია დასვას დამატებითი შეკითხვები დონორის კითხვარში მოწოდებული ინფორმაციის შესავსებად და დონორთან გასაუბრების შედეგად უფლებამოსილია, დონორისგან მიიღოს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია (დამატებით შეკითხვებზე პასუხები ექიმის მიერ უნდა იყოს დოკუმენტირებული დონორის კითხვარში).

  3. გასაუბრებისას დონორს შეუძლია დასვას შეკითხვები, თუ მისთვის მიწოდებული ინფორმაციიდან რაიმე საკითხი გაუგებარია.

  4. დონორთან გასაუბრება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ცხოვრების წესის ან/და რისკის შემცველი ქცევების (მათ შორის, ტგი-ის მომატებული რისკის) შეფასება უნდა მოხდეს მეგობრულ, კონფიდენციალურ გარემოში, ხოლო გასაუბრების შედეგად მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცული უნდა იყოს. დონორს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, თუ რატომ ეკითხებიან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, რისკის შემცველი ქცევების (მათ შორის, ტგი-ის რისკის) შესახებ. შესაბამისად, დონორს უნდა მიეცეს ნებისმიერ დროს თვითდაწუნების შესაძლებლობა.

  5. დონორთან გასაუბრებისათვის სისხლის დაწესებულებაში (მათ შორის, მუდმივ ან მობილურ პუნქტში ან/და მობილური ბრიგადის მიერ) გამოყოფილი უნდა იყოს ყველა სხვა საპროცედურო სივრცისგან განცალკევებული სივრცე, კონფიდენციალური გარემო, სადაც მაქსიმალურად იქნება დაცული კონფიდენციალურობა და იგი უნდა აკმაყოფილებდეს როგორც დონორის, ისე სისხლის დაწესებულების პერსონალის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

  6. სისხლის დაწესებულების პერსონალმა (შესაბამისმა უფლებამოსილმა პირმა/ექიმმა), რომელიც ატარებს გასაუბრებას, უნდა დაადასტუროს (გააკეთოს ჩანაწერი), რომ შესაბამისი შეკითხვები იყო დასმული. სისხლის დაწესებულებას უნდა ჰქონდეს შემუშავებული სტანდარტული ოპერაციული პროცედურები, რომელთა მიხედვით უნდა იყოს განსაზღვრული ინფორმაციის დოკუმენტირების და შესაბამისი ჩანაწერების წარმოების პროცედურა.

  7. დონორთან გასაუბრების შემდეგ დონორი, ამ წესის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, აცხადებს წერილობით ინფორმირებულ თანხმობას ნებაყოფლობით დონაციაზე, რასაც ადასტურებს ხელმოწერით.

  8. დონორის ინფორმირებული თანხმობის ფორმა განისაზღვრება ამ წესის №1.6 დანართით.

  9. გადაუდებელი აუცილებლობის დროს ან ალტერნატიული მკურნალობის შესაძლებლობის არარსებობის შემთხვევაში, 17-იდან 18 წლამდე ასაკის პირისაგან სისხლის ან მისი კომპონენტის დონაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სისხლის დაწესებულების პერსონალი (შესაბამისი უფლებამოსილი პირი) მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.

მუხლი 11. დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის და რისკის შემცველი ქცევების შეფასების პროცესი

  1. დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ცხოვრების წესის და რისკის შემცველი ქცევების შეფასების უფლება აქვს სისხლის დაწესებულების სათანადო კვალიფიკაციის და მომზადების პერსონალს (შესაბამის უფლებამოსილ პირს (ექიმს)).

  2. მხოლოდ ჯანმრთელ ადამიანს, რომლის სამედიცინო ისტორია აკმაყოფილებს შესაბამისობის დადგენილ კრიტერიუმებს, შეუძლია იყოს სისხლის ან/და სისხლის კომპონენტების დონორი.

  3. დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება სისხლის დაწესებულების პერსონალის (შესაბამისი უფლებამოსილი პირის (ექიმის)) მიერ მოიცავს დეტალური ანამნეზის შეკრებას, დონორის სამედიცინო გასინჯვას (ფიზიკალურ შემოწმებას), სავალდებულო ლაბორატორიულ გამოკვლევებსა და მისი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასებას (ფიზიკური აღნაგობა, გონებრივი და ემოციური მდგომარეობა, აგრეთვე, სისუსტე, არასაკმარისი კვება, ანემია, სიყვითლე, ციანოზი, სუნთქვის გაძნელება, ალკოჰოლით ინტოქსიკაციის ან/და ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზემოქმედების ნიშნები, დაღლილობა, ანემიის ნიშნები და სხვა).

  4. პირის ღრუს ლორწოვანის, თვალის სკლერების, კანის საფარის დათვალიერებისას უნდა დადგინდეს შემდეგი მახასიათებლები: კანი უნდა იყოს ჯანმრთელი და არ ჰქონდეს ინფექციის ნიშნები, თავისუფალი უნდა იყოს ინექციებისგან (მათ შორის, ნაწიბურებისგან, რამაც შეიძლება მიუთითოს ნარკოტიკების ინექციურ გამოყენებაზე) და სხვა დაზიანებებისგან.

  5. დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისას არტერიული წნევისა და სხეულის ტემპერატურის გაზომვა, პულსის/მაჯისცემის სიხშირის დათვლა, დონორის სხეულის მასის განსაზღვრა განხორციელდება ამ წესის №1.2 დანართის შესაბამისად.

  6. დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისთვის, სავალდებულოა კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება ამ წესის №1.1 დანართის შესაბამისად და მათ ჩასატარებლად შემდეგი პროცედურების დაცვა:

ა) პირველი დონაციის წინ სისხლის ჯგუფის განსაზღვრა ABO და Rh სისტემით;

ბ) ყოველი დონაციის წინ მთლიანი სისხლის ან სისხლის კომპონენტების, მათ შორის, ავტოლოგიური სისხლის დონორისთვის ჰემოგლობინის ან/და ჰემატოკრიტის კონცენტრაციის განსაზღვრა;

გ) ჰემოგლობინის და თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრა ამ წესის №1.2 დანართის შესაბამისად; ჰემოგლობინის არანორმალურად მაღალი და დაბალი მაჩვენებლები უნდა გადამოწმდეს სისხლის საერთო ანალიზით. ამასთანავე, აღნიშნული გარემოება, აგრეთვე, ჰემოგლობინის კონცენტრაციის დაწევა 20 გ/ლ-ით ორი თანმიმდევრული დონაციის შემდეგ გამოკვლეული უნდა იქნეს. თუ დონორის ჰემოგლობინის მაჩვენებელი ამ წესის №1.2 დანართში აღნიშნული დონეების ქვემოთაა, სისხლის დონაცია დაშვებულია ინდივიდუალურ შემთხვევებში, მხოლოდ სისხლის დაწესებულების პასუხისმგებელი ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით;

დ) თრომბოციტების პირველ დონაციამდე სისხლის ნიმუშის აღება თრომბოციტების რაოდენობის გამოსაკვლევად;

ე) პლაზმის დონორის სისხლში საერთო ცილის კონცენტრაციის დადგენა პლაზმის პირველად დონორთა შემთხვევაში, ხოლო შემდგომში – წელიწადში ერთხელ მაინც.

  1. საჭიროების შემთხვევაში, დონორის სამედიცინო შემოწმების პროცესში შესაბამის უფლებამოსილ პირს (ექიმს) შეუძლია მოითხოვოს დამატებითი კვლევების ჩატარება (ან დონორის თანხმობით, სხვა დაწესებულებიდან ჩატარებული გამოკვლევების შედეგების გამოთხოვა, მათ შორის, ელექტრონული ფორმით) ან/და გასცეს რეკომენდაცია სხვა დარგის სპეციალისტის კონსულტაციის შესახებ.

  2. სისხლის დაწესებულებამ დონორთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით უნდა მიიღოს ზომები რეგულარულ დონორებში რკინის დეფიციტის შესამცირებლად, მათ შორის:

ა) მიაწოდოს დონორს საინფორმაციო მასალა რკინის მარაგზე დონაციის გავლენის შესახებ;

ბ) მოახდინოს დონაციის სიხშირის ინდივიდუალური მორგება დონაციებს შორის ინტერვალის, სისხლის კომპონენტის ტიპის, სქესის, ასაკის, ჰემოგლობინის მაჩვენებლების და რკინის რაოდენობის სტატუსის მიხედვით.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული მიზნით, დონორს, რომელიც რეგულარულად აბარებს სისხლს ან/და სისხლის კომპონენტებს და 8-ჯერ მაინც აქვს ისინი ჩაბარებული ბოლო 24 თვის განმავლობაში ან 4-ჯერ მაინც ბოლო 12 თვის განმავლობაში, შესაძლებელია ექიმის თანხმობით ჩაუტარდეს სისხლის ფერიტინის პროფილაქტიკური ტესტი.

10. დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, ამ მუხლში აღნიშნულის გარდა, სხვა დამატებითი კვლევები განისაზღვრება სისხლის დაწესებულების სტანდარტული ოპერაციული პროცედურებით.

11. სისხლის დაწესებულების შესაბამის უფლებამოსილ პირს (ექიმს), რომელსაც აქვს სათანადო კვალიფიკაცია, უფლება აქვს დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის და რისკის შემცველი ქცევების შეფასების შედეგებზე დაყრდნობით (მათ შორის, ამ წესის №1.2 და №1.4 დანართების საფუძველზე) განსაზღვროს დონორის შესაბამისობა და მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილებები:

ა) დონორის შესაბამისობის და მისი დონაციაზე დაშვების შესახებ;

ბ) დონაციის მეთოდის (მთლიანი სისხლის დონაცია, კომპონენტების აფერეზული დონაცია), ასაღები სისხლის ან მისი კომპონენტების მოცულობების შესახებ (ამ წესის მე-16 მუხლისა და №1.3 დანართის შესაბამისად);

გ) დონორის დროებითი ან სამუდამოდ დაწუნების (სისხლის ან სისხლის კომპონენტების დონაციის აკრძალვის ან გადავადების) შესახებ.

  1. დონორობაზე დაწუნებულმა პირებმა, სათანადო პატივისცემით და გაგებით უნდა მიიღონ ზუსტი და მათთვის ადვილად გასაგები განმარტება დაწუნების მიზეზების შესახებ. დროებითი ან სამუდამო დაწუნების შემთხვევაში დონორებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა განიხილონ ნებისმიერი საკითხი, რომელიც მათ დაწუნებას ეხება და მიიღონ კონსულტაცია, რჩევა და მხარდაჭერა სისხლის დაწესებულების პერსონალის (შესაბამისი უფლებამოსილი პირის (ექიმის) ან ექთნის) მხრიდან. დროებითი დაწუნების შემთხვევაში სისხლის დაწესებულებამ ხელი უნდა შეუწყოს დონორის მოტივაციას, რომ დაწუნების პერიოდის გავლის შემდეგ დონორი დაბრუნდეს დონაციისთვის.

  2. დონაციაზე დაშვების შესახებ ან დონორის დაწუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება შესაბამისობის შეფასების (მათ შორის, დონაციამდე ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევების) შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე (გამოვლენილ შედეგებზე) და შესაბამისობის კრიტერიუმებზე დაყრდნობით. თუ დონორის შეფასების შედეგად გამოვლინდა ისეთი გარემოება, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ წესით დადგენილი კრიტერიუმებით, დონორის შესაბამისობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სისხლის დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი (ექიმი), რომელიც პასუხისმგებელია ამ გადაწყვეტილებაზე.

  3. დონორთან გასაუბრების და ჯანმრთელობის მდგომარეობის და რისკის შემცველი ქცევების შეფასების შესახებ ჩანაწერები, აგრეთვე, დონორის ვარგისიანობის ან დაწუნების და საბოლოო შეფასების შესახებ ჩანაწერები სისხლის დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირის (ექიმის) მიერ უნდა აისახოს დონორის კითხვარში და ამ წესის №1.7 დანართით გათვალისწინებულ დონორის სამედიცინო შემოწმების ბარათში და ხელმოწერით დადასტურდეს აღნიშნული პირის მიერ.

  4. სისხლის დაწესებულებაში უნდა არსებობდეს დონორთა დაწუნების მონიტორინგისა და ანალიზის მექანიზმები.

თავი V

სისხლის ან/და სისხლის კომპონენტის დონორის შესაბამისობის შეფასების პროცედურები და შესაბამისობის კრიტერიუმები

მუხლი 12. დონორის შესაბამისობის კრიტერიუმები და ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვენებლები

ალოგენური დონაციისას დონორის შესაბამისობის კრიტერიუმები და ჯანმრთელობის მდგომარეობის რელევანტური მაჩვენებლები განისაზღვრება ამ წესის №1.2 დანართით.

მუხლი 13. მთლიანი სისხლის ან/და სისხლის კომპონენტის დონორის დაწუნების კრიტერიუმები ალოგენური დონაციისას

  1. ალოგენური დონაციისას დონორის სამუდამო ან დროებითი დაწუნება ხდება დონორისა და რეციპიენტის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სისხლის ან სისხლის კომპონენტის ყოველი დონაციის წინ ჩატარებული დონორის შესაბამისობის შეფასების, მათ შორის, არაინფექციური სამედიცინო მდგომარეობების, ინფექციური დაავადებების, ქირურგიული და სხვა სახის მკურნალობის და დონორის ტრანსფუზიით გადამდები ინფექციების მიმართ მომატებული რისკის მქონე ქცევების შეფასების საფუძველზე.

  2. ალოგენური დონორებისთვის სამუდამო და დროებითი დაწუნების კრიტერიუმები განისაზღვრება ამ წესის №1.4 დანართის შესაბამისად.

მუხლი 14. დონორის დაწუნების განსაკუთრებული შემთხვევები

1. სისხლის და სისხლის კომპონენტების დონორის სამუდამოდ დაწუნების (დონაციის აკრძალვის) კრიტერიუმები ბაბეზიოზის, ლეიშმანიოზის, შაგასის დაავადების და სიფილისის დროს, რომლებიც მითითებულია ამ წესის №1.4 დანართში და სისხლის და სისხლის კომპონენტების დონორის დროებითი დაწუნების კრიტერიუმები, ბრუცელოზის, Q-ცხელების, ტოქსოპლაზმოზის, მალარიის, დასავლეთ ნილოსის, დენგეს ცხელების დროს, არ მიესადაგება პლაზმის დონორებს იმ შემთხვევაში, თუ პლაზმა განკუთვნილია როგორც საწყისი მასალა სისხლიდან ან პლაზმიდან მიღებული სამკურნალო საშუალებების დასამზადებლად.

2. სისხლის და სისხლის კომპონენტების დონორის დროებითი ან სამუდამო დაწუნება განსაკუთრებულ ეპიდემიოლოგიურ პირობებში, მაგალითად, დაავადების აფეთქებისას, მოხდება ეპიდემიოლოგიური პირობების შესაბამისად.

მუხლი 15. დონაციის მოცულობა, დონაციების სიხშირე და ინტერვალი

1. სისხლის და სისხლის კომპონენტების დონაციების სიხშირე და ერთი პროცედურის დროს შესაგროვებელი სისხლის და სისხლის კომპონენტების მოცულობა განისაზღვრება ამ წესის №1.3 დანართის შესაბამისად. ამასთანავე, შესაგროვებელი სისხლის მოცულობა გამოითვლება დონორის წონის, სიმაღლისა და სქესის გათვალისწინებით „ევროპის კომისიისა და ევროპის საბჭოს სამკურნალო საშუალებებისა და ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის ევროპული დირექტორატის მიერ ერთობლივად შემუშავებული სახელმძღვანელო მითითება სისხლის კომპონენტების მომზადების, გამოყენებისა და ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ (European Directorate for the Quality of Medicines and HealthCare of the Council of Europe (EDQM) − Guide to the preparation, use and quality assurance of blood components (Blood Guide))“ სახელმძღვანელოს შესაბამისად.

2. თუ დონორისგან სისხლი ამ წესის №1.3 დანართში მითითებულზე ნაკლები ოდენობით გროვდება, სისხლის დაწესებულების პერსონალი (შესაბამისი უფლებამოსილი პირი (ექიმი)), რომელიც ახორციელებს დონორთა შესაბამისობის შეფასებას და შერჩევას, სისხლის დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შესაბამისად, უფლებამოსილია ყოველი დონორისთვის ინდივიდუალურად განსაზღვროს სისხლის და სისხლის კომპონენტების დონაციების მოცულობები და სიხშირე.

3. ინტერვალი დონაციებს შორის განისაზღვრება ამ წესის №1.3 დანართით.

მუხლი 16. მოთხოვნები მთლიანი სისხლისა და სისხლის სხვადასხვა კომპონენტის დონორებისთვის

  1. მთლიანი სისხლის დონორისგან სისხლის შეგროვება უნდა მოხდეს შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:

ა) დონორის სხეულის მასა უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის №1.2 დანართის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მაჩვენებელს;

ბ) ამ წესის №1.3 დანართის შესაბამისად, მთლიანი სისხლის სტანდარტული დონაციის მოცულობა (ანტიკოაგულანტების გარეშე) არ უნდა აღემატებოდეს 500 მლ-ს და, ჩვეულებრივ, უნდა შეადგენდეს 450 მლ ± 10%-ს. ამ მოცულობაში არ იგულისხმება ლაბორატორიული კვლევისთვის განკუთვნილი ნიმუშები და დონორის სისხლის ნიმუშის შესანახად აღებული სინჯები;

გ) ამ წესის №1.3 დანართის შესაბამისად, მთლიანი სისხლის სტანდარტული დონაციის მოცულობა (სინჯების ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს დონორის გამოთვლილი სისხლის საერთო მოცულობის 15 პროცენტს;

დ) მამრობითი სქესის წარმომადგენლებს (მამაკაცებს), რომელთა სხეულის მასა 50 კგ-ზე მეტია, შეუძლიათ 535 მლ მთლიანი სისხლის (500 მლ სისხლი, 35 მლ ნიმუშების ჩათვლით) დონაცია, ხოლო ყველა ქალს, რომელთა სხეულის მასა 50 კგ-ზე მეტია, შეუძლიათ 485 მლ სისხლის (450 მლ, 35 მლ ნიმუშების ჩათვლით) დონაცია. ქალი დონორებისთვის, რომელთა სხეულის მასა 50-იდან 65 კგ-მდეა და აბარებენ 485 მლ მოცულობის სისხლს, აუცილებლად უნდა შეფასდეს სისხლის საერთო მოცულობა;

ე) მთლიანი სისხლის სტანდარტული დონაციების სიხშირე უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის №1.3 დანართით განსაზღვრულ მაჩვენებელს. ამასთანავე, დონორთა აქტიური პანელის შესანარჩუნებლად შესაძლებელია, რომ დონაციები განხორციელდეს უფრო იშვიათად, ვიდრე ეს ნებადართულია დონაციების წლიური სტანდარტული მაქსიმალური მაჩვენებლით;

ვ) დონაციის სიხშირის მითითებული მაქსიმალური ზღვრის გადაჭარბება დაუშვებელია. რეგულარული დონორების მიმართ, რკინის დეფიციტზე მონიტორინგის მიზნით, გარდა ჰემოგლობინის ან ჰემატოკრიტის რეგულარული შემოწმებისა, მიღებულ უნდა იქნეს სხვა შესაბამისი ზომები, მათ შორის, უნდა ჩატარდეს დამატებითი კვლევები ამ წესის მე-11 მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტების შესაბამისად.

  1. აფერეზული დონაციისას დონორი უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) აფერეზის დონორების შესაბამისობის შეფასება უნდა მოხდეს იმავე კრიტერიუმების შესაბამისად, რაც ამ წესით განსაზღვრულია მთლიანი სისხლის დონორებისთვის, განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა (რომელსაც ადგენს პასუხისმგებელი ექიმი), თუ ამ წესით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ბ) ინტერვალი ერთი პლაზმაფერეზის ან თრომბოციტაფერეზის პროცედურასა და მთლიანი სისხლის დონაციას ან აფერეზის პროცედურას შორის, რომელიც მოიცავს ერითროციტების ერთი ან ორმაგი ერთეულის შეგროვებას (რომლის ერთი ერთეული ეკვივალენტურია მთლიანი სისხლის ერთი დონაციის შედეგად მიღებული ერითროციტების კომპონენტისა), უნდა იყოს გასული მინიმუმ 2 კვირა;

გ) მთლიანი სისხლის დონაციას, თუ მანამდე ერითროციტაფერეზის ან აფერეზის დროს, ვერ მოხდა ერითროციტების დაბრუნება და ამის შემდეგ აფერეზის პროცედურას შორის, თუ არ ხდება ერითროციტების შეგროვება, უნდა იყოს გასული მინიმუმ 4 კვირა;

დ) მინიმალური ინტერვალი ერითროციტების ერთმაგი ერთეულის (დოზის) ორ შეგროვებას შორის უნდა იყოს იგივე, რაც მთლიანი სისხლის შეგროვებებს შორის.

3. პლაზმაფერეზის დონაციის დროს დონორი უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) პლაზმაფერეზის დონორების მიმართ პლაზმის დონაციის მაქსიმალური დასაშვები ოდენობა განისაზღვრება ამ წესის №1.3 დანართისა და ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ბ) პლაზმაფერეზის დონაციებს შორის დაცული უნდა იყოს მინიმუმ ერთკვირიანი ინტერვალი, ცილის საერთო რაოდენობის გაზომვა უნდა მოხდეს სისხლის პირველი დონაციის დროს და შემდეგ - წლის განმავლობაში ერთხელ მაინც, რა დროსაც ცილის საერთო რაოდენობის მაჩვენებლები განისაზღვრება ამ წესის №1.2 დანართის შესაბამისად;

გ) თითოეული პლაზმაფერეზით შეგროვებული მოცულობა უნდა ემყარებოდეს ინდივიდუალური დონორისგან შესაგროვებელი, ნებადართული მოცულობის შეფასებას. ნებადართული მოცულობების ლიმიტი უნდა ემყარებოდეს სისხლის საერთო მოცულობის (TBV) და სხეულის მასის ინდექსს;

დ) პლაზმაფერეზით შეგროვებული პლაზმის მოცულობა (ანტიკოაგულანტის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 880 მლ-ს;

ე) როდესაც უნდა განისაზღვროს შესაგროვებელი მოცულობა (ანტიკოაგულანტის ჩათვლით) სისხლის საერთო მოცულობის (სსმ/TBV) გამოთვლით, შეგროვებული მოცულობა (ანტიკოაგულანტის გარეშე) არ უნდა აღემატებოდეს გამოთვლილი სსმ-ის 16%-ს და აფერეზის ნებისმიერი ტიპის პროცედურის დროს ყველა კომპონენტის (პლაზმა, თრომბოციტები და ერითროციტები) საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გამოთვლილი სისხლის საერთო მოცულობის (TBV) 16%-ს.

4. აფერეზული თრომბოციტების დონაციის დროს დონორი უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) დონორთათვის თრომბოციტების მაჩვენებელი და თრომბოციტაფერეზის დამატებითი პირობა უნდა განისაზღვროს ამ წესის №1.2 დანართის შესაბამისად; თრომბოციტაფერეზის პროცედურა არ უნდა ჩაუტარდეს პირს, რომლის თრომბოციტების რაოდენობა ნაკლებია 150 × 109 /ლ-ზე, ხოლო ჰემოგლობინის დონე ნაკლებია ქალებისთვის 125 გ/ლ-ზე და კაცებისთვის 135 გ/ლ-ზე;

ბ) თრომბოციტაფერეზის პროცედურა დონორებს არ უნდა ჩაუტარდეთ 2 კვირაზე ნაკლები ინტერვალით. გამონაკლისი დონაციის ინტერვალთან და თრომბოციტების რაოდენობასთან დაკავშირებით შეიძლება გაკეთდეს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის ლეიკოციტური ანტიგენის HLA(-)/ადამიანის თრომბოციტული ანტიგენის HPA(-) თავსებადი და IgA-უარყოფითი დონორებია და ექიმი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას პროცედურის ჩატარებაზე.

5. ორმაგი ერითროციტების აფერეზით შეგროვებისას დონორი უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) მთლიანი სისხლის დონაციისა და მომდევნო ორმაგი ერთეულის ერითროციტული აფერეზის დონაციის შემდეგ დაცულ უნდა იქნეს მინიმუმ 12 კვირის სავალდებულო ინტერვალი ამ წესის №1.3 დანართის შესაბამისად;

ბ) ერითროციტაფერეზის ორმაგი ერთეულის დონაციას და მის მომდევნო მთლიანი სისხლის დონაციას ან ერითროციტაფერეზის ორმაგი ერთეულის დონაციას შორის სავალდებულო ინტერვალი უნდა იყოს ქალებისთვის მინიმუმ 24 კვირა, ხოლო მამაკაცებისთვის 16 კვირა, ამ წესის №1.3 დანართის შესაბამისად;

გ) დონორის სისხლის საერთო მოცულობა უნდა იყოს > 4.5 ლ-ზე, რაც უნდა იყოს გამოთვლილი სქესის, სიმაღლის და წონის მიხედვით;

დ) შეგროვებული ერითროციტების მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 400 მლ (მისართი ხსნარის გარეშე) შეგროვების თითოეული პროცედურისთვის;

ე) წელიწადის განმავლობაში შეგროვებული ერითროციტების საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი სისხლის დონორებისთვის დასაშვებ მოცულობას;

ვ) შეგროვებული ერითროციტების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერითროციტების თეორიულ რაოდენობას, რაც შეამცირებს დონორის ჰემოგლობინის დონეს, იზოვოლემიურ სიტუაციაში 110 გ/ლ ზე ქვემოთ.

6. დონორისაგან გრანულოციტების აფერეზით შეგროვებისას, კორტიკოსტეროიდებითა და გრანულოციტების კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორით დონორების წინასწარი მკურნალობა უნდა წარიმართოს სიფრთხილით, ხოლო ექიმის მიერ კარგად უნდა შეფასდეს დონორის პოტენციური რისკი რეციპიენტის მოსალოდნელ სარგებელთან.

თავი VI

ავტოლოგიური დონორის შესაბამისობის შეფასება

მუხლი 17. მოთხოვნები ავტოლოგიური დონორის მიმართ

1. ავტოლოგიური დონორის შესაბამისობის შეფასებაზე, აგრეთვე, ავტოლოგიური, წინასწარ დეპონირებული სისხლის შეგროვებაზე ვრცელდება ალოგენური დონორის შესაბამისობის შეფასებისათვის და ალოგენური დონაციისას სისხლის შეგროვებისთვის ამ წესით და სხვა სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნები, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

2. ავტოლოგიური დონაციები მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული, როგორც ასეთი და ალოგენური დონაციებისაგან განცალკევებით შენახული. ავტოლოგიური დონორი არ რეგისტრირდება ალოგენური დონორების ბაზაში.

3. პაციენტის მდგომარეობის, მომავალი ქირურგიული ოპერაციის მასშტაბის და სისხლის დაკარგვის შესაძლო მოცულობის შეფასების შემდეგ პაციენტის მკურნალი ექიმი (ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ქირურგი ან სხვა) ვალდებულია, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ავტოლოგიური დონაციისა და ავტოლოგიური ტრანსფუზიის საჭიროების შესახებ. წინასწარ დეპონირებული ავტოლოგიური სისხლის დონაციაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის განსაკუთრებული ჩვენებაა და არ არსებობს ალტერნატიული ალოგენური ტრანსფუზიის შესაძლებლობა. ეს შეიძლება იყოს:

ა) პაციენტები, რომლებსაც აქვთ სისხლის იშვიათი ჯგუფი (ანტისხეულები მაღალი სიხშირის ანტიგენების მიმართ), როდესაც თავსებადი ალოგენური დონორის სისხლის მოძიება რთულია;

ბ) სერიოზული ფსიქიკური რისკის მქონე პაციენტები, რომელთაც აქვთ შფოთვა დონორის სისხლთან კონტაქტის გამო;

გ) პაციენტები, რომლებიც უარს ამბობენ დონორის სისხლის გადასხმაზე, მაგრამ თანხმდებიან გადაისხან წინასწარ დეპონირებული ავტოლოგიური სისხლი.

4. მკურნალი ექიმი ვალდებულია მოახდინოს პაციენტის ინფორმირება:

ა) ავტოლოგიური სისხლის დაგეგმილი ტრანსფუზიის შესახებ;

ბ) იმის შესახებ, რომ ავტოლოგიური დონაციისას შეგროვებული სისხლი და სისხლის კომპონენტები შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს სისხლის კომპონენტების დამტკიცებული ჩვენებების შესაბამისად გადასასხმელად და შესაძლოა დამატებით ალოგენური ტრანსფუზია გახდეს საჭირო;

გ) ავტოლოგიურ დონაციასთან დაკავშირებული რისკების შესახებ.

5. მკურნალი ექიმი ვალდებულია, რომ მოახდინოს პაციენტის მიმართვა სისხლის დაწესებულებაში ავტოლოგიური დონაციის ჩასატარებლად. ავტოლოგიურ დონაციაზე მიმართვის ფორმა დგინდება დოკუმენტაციის და ჩანაწერების წარმოების წესით. პაციენტის მიმართვისას მკურნალმა ექიმმა მიმართვის ფორმაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) პაციენტის სახელი და გვარი, პირადი ნომერი;

ბ) ჩვენებები წინასწარ დეპონირებული სისხლის დონაციისთვის;

გ) პაციენტის კლინიკური დიაგნოზი;

დ) დაგეგმილი ქირურგიული ოპერაცია, მისი თარიღი და დრო;

ე) გადასასხმელი სისხლის კომპონენტების ტიპები და რაოდენობები;

ვ) სისხლის კლინიკური ტესტების მონაცემები;

ზ) მკურნალი ექიმის ან/და სხვა ექიმების დასკვნები პაციენტის დაავადების შესახებ.

6. პაციენტის მკურნალი ექიმის სხვა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ტრანსფუზიის მეთოდოლოგიის და ტრანსფუზიის კლინიკური ჩვენებების აქტის შესაბამისად.

7. სისხლის დაწესებულება პასუხისმგებელია წინასწარ დეპონირებული ავტოლოგიური სისხლის და სისხლის კომპონენტების შეგროვებაზე, ტესტირებაზე, დამუშავებაზე, შენახვასა და გაცემაზე.

8. სისხლის დაწესებულების ექიმი, რომელიც პასუხისმგებელია სისხლის შეგროვებაზე, ვალდებულია, რომ პაციენტს მიაწოდოს ინფორმაცია და სათანადო საინფორმაციო მასალა ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად.

9. სისხლის დაწესებულების ექიმმა, რომელიც პასუხისმგებელია სისხლის და მისი კომპონენტების შეგროვებაზე, უნდა უზრუნველყოს პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შესაბამისობა (მზაობა) წინასწარ დეპონირებული ავტოლოგიური დონაციის განხორციელებასთან.

10. თანმხლები დაავადების მქონე ავტოლოგიური სისხლის დონორის მიმართ უნდა შეფასდეს ასეთი დონაციის რისკი და სარგებელი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ავტოლოგიური კომპონენტების ბაქტერიული დაბინძურების რისკის არსებობას.

11. სისხლის დაწესებულების ექიმი, რომელიც პასუხისმგებელია შეგროვებაზე, ვალდებულია, შეაფასოს პაციენტის/ავტოლოგიური დონაციის კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობა და თუკი გამოვლინდა ავტოლოგიური დონაციის უკუჩვენებები, მოახდინოს პაციენტის და მკურნალი ექიმის ინფორმირება. ამასთანავე, სათანადო ჩანაწერი აღნიშნული შეფასების შესახებ გააკეთოს სისხლის დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დადგენილი სტანდარტული ოპერაციული პროცედურის შესაბამისად.

12. ავტოლოგიურ დონაცია შესაძლებელია მხოლოდ პაციენტის ინფორმირებული თანხმობის მიღების შემდეგ ამ წესის №1.11 დანართის შესაბამისად.

13. ავტოლოგიური დონორის დაწუნების კრიტერიუმებია:

ა) აქტიურ ფაზაში მყოფი ბაქტერიული ინფექცია;

ბ) ჰემოგლობინის კონცენტრაცია 100 გ/ლ-ზე ქვემოთ ან ჰემატოკრიტი 33%-ზე ნაკლები;

გ) სისხლის ტესტირების დადებითი შედეგები HBsAg, anti-HCV, anti-HIV 1/2, სიფილისის მარკერებზე, აგრეთვე, აივ , B ჰეპატიტის და C ჰეპატიტის მოლეკულურ ტესტებზე;

დ) გულ–სისხლძარღვთა მძიმე დაავადებები (გულ-სისხლძარღვთა ნებისმიერი დაავადების არსებობისას პაციენტისთვის ავტოლოგიური დონაციის დაშვება უნდა გადაწყვიტოს კარდიოლოგმა);

ე) ეპილეფსია;

ვ) უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში გადატანილი ინსულტი;

ზ) დიაბეტი;

თ) თირკმლის, ღვიძლის ან ფილტვის მწვავე უკმარისობა;

ი) ადამიანის T-ლიმფოტროპული ვირუსი I/II.

14. ავტოლოგიური წინასწარ დეპონირებული დონაცია 70 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში შეიძლება განხორციელდეს განსაკუთრებული სიფრთხილით და მხოლოდ მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით.

15. სრულწლოვანი ავტოლოგიური დონორისგან ავტოლოგიური სისხლის შეგროვებისას ერთი სტანდარტული ერთეულის მოცულობაა 450 მლ. ამასთანავე, დონაციასა და ქირურგიულ ოპერაციას შორის, სულ მცირე, 72 საათი უნდა იყოს გასული. სისხლის დაწესებულების უფლებამოსილი პირი (ექიმი) ვალდებულია დაადგინოს პაციენტის/ავტოლოგიური დონორის დონაციების სიხშირე და მოცულობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების შემდეგ.

16. დაუშვებელია წინასწარ დეპონირებული, ავტოლოგიური დონაცია განხორციელდეს არასრულწლოვანის მიმართ, რომლის წონა 10 კგ-მდეა. 10კგ-იდან 20კგ-მდე არასრულწლოვანის მიმართ, როგორც წესი, აუცილებელია მოცულობის კომპენსირებისთვის აუცილებელი ხსნარების გამოყენება. ამ შემთხვევაში, თითოეული დონაციისას შესაგროვებელი სისხლის მაქსიმალური მოცულობა უნდა იყოს 10 მლ/კგ ან სისხლის სავარაუდო მოცულობის 12%, ხოლო ანტიკოაგულანტის რაოდენობა უნდა დარეგულირდეს, საჭიროებისამებრ, სისხლის და ანტიკოაგულანტის თანაფარდობის შესანარჩუნებლად.

17. ავტოლოგიური დონორი (პაციენტი) ვალდებულია:

ა) სისხლის დაწესებულებაში მისვლის შემდეგ წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი და მკურნალი ექიმის მიმართვა ავტოლოგიურ დონაციაზე;

ბ) სისხლის დაწესებულების მიერ მიწოდებული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ ხელმოწერით დაადასტუროს თანხმობა ავტოლოგიურ დონაციაზე ამ წესის №1.11 დანართის შესაბამისად.

18. თუ ავტოლოგიური დონაციისას, არასრულწლოვანი პაციენტი არ არის უფლებამოსილი გასცეს ინფორმირებული თანხმობა, სათანადო ინფორმაცია და შესაბამისი საინფორმაციო მასალა უნდა მიეწოდოს როგორც არასრულწლოვან პაციენტს, ისე მის მშობელს (მშობლებს) ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც ვალდებულია გაითვალისწინოს და დაიცვას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები და წერილობით აცხადებს ინფორმირებულ თანხმობას. ამასთანავე, არასრულწლოვანი პაციენტი თანახმა უნდა იყოს ავტოლოგიური დონაციის პროცედურების ჩატარებაზე.

თავი VII

დონაციის შემდგომი კონტროლი

მუხლი 18. დონაციის შემდგომი შეტყობინება და კონტროლის სათანადო მექანიზმი და პროცედურები

1. თუ სისხლის გაღების შემდეგ დონორმა სისხლის დაწესებულებას შეატყობინა, რომ მას დონორის შერჩევის კრიტერიუმების გათვალისწინებით ეს არ უნდა გაეკეთებინა, სისხლის დაწესებულებას უნდა ჰქონდეს კონტროლის სათანადო მექანიზმი და პროცედურები შესაბამისი ქმედებების განსასაზღვრად და განსახორციელებლად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონტროლის მექანიზმი და პროცედურები ითვალისწინებს:

ა) დონაციის შემდგომი შეტყობინების მიღებას, დოკუმენტირებას, შეტყობინების ავტორის (დონორის ან სამედიცინო პერსონალის) იდენტიფიცირებას;

ბ) შეტყობინების შემდეგ კვალიფიციური ექიმის მიერ დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის და პოტენციური რისკების სწრაფად, სწორად და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით განსაზღვრას და შეფასებას ყველა იმ დონაციის მისაკვლევად, რომელზედაც აღნიშნულმა რისკებმა პოტენციური გავლენა იქონია;

გ) საჭიროებისას, პოტენციურად დაზარალებული პირების შეტყობინებას და ყველა რისკის მქონე პროდუქტის (მათ შორის, ტრანსფუზიისთვის ან შემდგომი საწარმოო გამოყენებისთვის განკუთვნილის, თუ ეს იმოქმედებს პროდუქტის ხარისხზე შემდგომი წარმოებისას) მოძიებას;

დ) დონორის შესაბამისობის შეფასებას მისი მომავალი დონაციებისთვის.


დანართი №1.1

დონაციის წინ გამოკვლევების განსაზღვრის ცხრილი

გამოკვლევა სისხლის ან სისხლის კომპონენტების დონაციის წინ (თრომბოციტების დონაციის გარდა) გამოკვლევა თრომბოციტების დონაციის წინ
ჰემოგლობინის კონცენტრაცია, გ/ლ სავალდებულო სავალდებულო
თრომბოციტების რაოდენობა /ლ არასავალდებულო სავალდებულო
სისხლის საერთო ანალიზი არასავალდებულო სავალდებულო
ჯგუფი და რეზუსი სავალდებულო (პირველადი დონორებისთვის) სავალდებულო

დანართი №1.2

ალოგენური დონაციისას დონორის შესაბამისობის კრიტერიუმები, ჯანმრთელობის მდგომარეობის რელევანტური მაჩვენებლები

№ კატეგორია კრიტერიუმი დამატებითი პირობები
ა) ასაკი 18-65 წელი
17-იდან 18 წლამდე მხოლოდ მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, გადაუდებელი აუცილებლობის დროს ან ალტერნატიული მკურნალობის შესაძლებლობის არარსებობის შემთხვევაში
60-იდან 65 წლის დონორები, რომლებმაც პირველად ჩააბარეს სისხლი ან სისხლის კომპონენტები სისხლის დაწესებულების - ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით
ბ) სხეულის მასა ≥ 50 კგ მთლიანი სისხლის ან აფერეზის ყველა დონორებისთვის (გარდა ორმაგი ერითროციტული აფერეზის დონორებისა)

ორმაგი ერითროციტული აფერეზის დონორების სისხლის მთლიანი მოცულობის ფორმულის დაცვით.

მასის ზედა ზღვარი არ არის განსაზღვრული. პასუხისმგებელი ექიმი იღებს გადაწყვეტილებას (სხეულის მასის ინდექსის გამოთვლით)

გ) ჰემოგლობინის დონე ქალებისთვის მამკაცებისთვის ეს მაჩვენებლები ეხება მხოლოდ ალოგენურ დონორებს. ავტოლოგიური დონაციები შეიძლება იყოს დაშვებული პასუხისმგებელი ექიმის ნებართვით, თუ ჰემოგლობინის დონე მითითებულზე უფრო დაბალია, მაგრამ არ უნდა იყოს 100გ/ლ-ზე ნაკლები. (ჰემატოკრიტი 33%-ზე ნაკლები)
მთლიანი სისხლის და კომპონენტების დონორებისთვის ≥ 125 გ/ლ ≥135 გ/ლ
ორმაგი ერითროციტების აფერეზის დონორები 140 გ/ლ 140 გ/ლ
პლაზმაფერეზის დონორები 120 გ/ლ 130 გ/ლ
დ) პულსი წუთში 50–იდან 100–ამდე, რითმული დონორს, რომელსაც აქვს არარეგულარული პულსი ან გაზომვისას პულსის სიხშირე სცდება მითითებულ საზღვრებს, დონაციის უფლება შეიძლება მიეცეს მხოლოდ მაშინ, როდესაც პასუხისმგებელი ექიმი განსაზღვრავს და დაადასტურებს, რომ დონორის ჯანმრთელობაზე დონაცია არ იმოქმედებს უარყოფითად.
ე) არტერიული წნევა

უნდა იყოს „ნორმის ფარგლებში“: სისტოლური 90 – 160 mmHg

დიასტოლური 60 – 90 mmHg;

არ დაიშვება თუ სისტოლური ≥180 mmHg და დიასტოლური ≥100 mmHg,

ან სისტოლური ≤90 mmHg და დიატოლურო ≤60 mmHg არტერიული წნევის შემთხვევაში.

ვ) საერთო ცილა ≥ 60 გ/ლ

საერთო ცილის გამოკვლევა აფერეზული პლაზმის დონორებისთვის უნდა მოხდეს მინიმუმ წელიწადში ერთხელ. იმუნოგლობულინის (IgG) გამოკვლევა ყოველი 26-ე დონაციის შემდეგ და მისი დონე არ უნდა იყოს 6.0 გ/ლ-ზე ნაკლები.

თუ IgG<6.0გ/ლ-ზე, პლაზმაფერეზის დონორი დაწუნებული უნდა იყოს 3 კვირით. განმეორებით ტესტირებისას იგივე შედეგი გამოიწვევს დაწუნებას უფრო ხანგრძლივი ინტერვალით ან პლაზმაფერეზის პროცედურიდან სამუდამო დაწუნებას.

თუ IgG 6.0-8.0გ/ლ - დონაციის ინტერვალი 2 კვირაა;

თუ IgG >8.0გ/ლ დროს მინიმალური ინტერვალია - 1 კვირა.

ზ) თრომბოციტები ≥ 150 x 109/ლ მხოლოდ აფერეზული თრომბოციტების დონორებისთვის. (დონორი არ დაიშვება თუ დაბალია თრომბოციტების შემცველობა) თრომბოციტაფერეზის პროცედურა დაუშვებელია უფრო ხშირად, ვიდრე 2 კვირაში ერთხელ.
თ) სხეულის ტემპერატურა 35.8˚C ≤37˚C

დანართი №1.3

სისხლისა და სისხლის კომპონენტების დონაციების სიხშირე, ერთი პროცედურის დროს შესაგროვებელი სისხლისა და სისხლის კომპონენტების მოცულობა და ინტერვალი დონაციებს შორის

  1. სისხლისა და სისხლის კომპონენტების დონაციების სიხშირე, ერთი პროცედურის დროს შესაგროვებელი სისხლისა და სისხლის კომპონენტების მოცულობა

დონაციების სიხშირე
ა) მთლიანი სისხლი ქალები - მაქსიმუმ 4 დონაცია წელიწადში, მინიმალური 8 კვირიანი შუალედის დაცვით ექიმის გადაწყვეტილებით (საშუალოდ ჩაბარებებს შორის 91 დღე ანუ 13 კვირაზე მეტი, შუალედი) მამაკაცები - მაქსიმუმ 6 დონაცია წელიწადში (ჩაბარებებს შორის 56 დღე მინიმალური 8 კვირიანი შუალედის დაცვით)
პლაზმა ქალები - მაქსიმუმ 33 დონაცია წელიწადში (ინტერვალი არანაკლებ 1 კვირისა) მამაკაცები - მაქსიმუმ 33 დონაცია წელიწადში
ორმაგი ერითროციტები ქალები - მაქსიმუმ 2 დონაცია მამაკაცები - მაქსიმუმ 3 დონაცია
ბ) ერთი პროცედურის დროს შეგროვებული სისხლის და სისხლის კომპონენტების მაქსიმალური მოცულობა (ანტიკოაგულანტის გარეშე)
მთლიანი სისხლი

450 მლ ± 10% (ნიმუშების გარეშე)

სისხლის საერთო მოცულობის 15%

პლაზმა

750 მლ;

სისხლის საერთო მოცულობის 16%

თრომბოციტები ან/და პლაზმა და ერითროციტები

650 მლ

სისხლის საერთო მოცულობის 13%

ორმაგი ერითროციტები 400 მლ
  1. დონაციებს შორის მინიმალური ინტერვალები

მთლიანი სისხლი/

ან აფერეზული ერითროციტების 1 ერთეული/

ან აფერეზული ერითროციტების 1 ერთეული და პლაზმაფერეზი/

ან აფერეზული ერითროციტების 1 ერთეული და აფერეზული თრომბოციტების 1 ერთეული/

ან 1 ერთეული ერითროციტები, თრომბოციტები და პლაზმაფერეზი/ აფერეზული ერითროციტების 1 ერთეული და თრომბოციტო და პლაზმაფერეზი

ან აფერეზის პროცედურის დროს არ მოხდა ერითროციტების უკან დაბრუნება

პლაზმაფერეზი თრომბოციტაფერეზი თრომბოციტაფერეზი კომბინირებული პლაზმაფერზთან აფერეზული ერითროციტების ორმაგი ერთეული გრანულოციტაფერეზი
მთლიანი სისხლი 8 კვირა 2 კვირა 2 კვირა 2 კვირა

24 კვირა ქალებისთვის;

16 კვირა მამაკაცებისთვის

8 კვირა
პლაზმაფერეზი 4 კვირა

2 კვირა (IgG6.0-8.0გ/ლ)

1 კვირა (IgG> 8.0გ/ლ)

2 კვირა

(შეიძლება შუალედი შემცირდეს 48 საათამდე თუ სპეციფიურად HLA ან HPA ტიპირებული დონორია)

2 კვირა (IgG6.0-8.0გ/ლ)

1 კვირა (IgG> 8.0გ/ლ)

4 კვირა 4 კვირა
თრობოციტაფერეზი 4 კვირა 2 კვირა (შეიძლება შუალედი შემცირდეს 48 საათამდე თუ სპეციფიურად HLA ან HPA ტიპირებული დონორია) 2 კვირა 2 კვირა 4 კვირა 4 კვირა
თრომბოციტაფერეზი კომბინირებული პლაზმაფერეზთან 4 კვირა

2 კვირა (IgG6.0-8.0გ/ლ)

1 კვირა (IgG> 8.0გ/ლ)

2 კვირა 2 კვირა 4 კვირა 4 კვირა
აფერეზული ერითროციტების 1 ერთეული/ ან აფერეზის დროს არ მოხდა ერითროციტების უკან დაბრუნება 8 კვირა 2 კვირა 2 კვირა 2 კვირა 24 კვირა ქალებისთვის; 16 კვირა მამაკაცებისთვის 8 კვირა
აფერეზული ერითროციტების 1 ერთეული და თრომოციტების 1 ერთეული /ან აფერეზული ერითროციტების 1 ერთეული, თრომბოციტები და პლაზმა 8 კვირა 2 კვირა 2 კვირა 2 კვირა 24 კვირა ქალებისთვის; 16 კვირა მამაკაცებისთვის 8 კვირა
აფერეზული ერითროციტების 1 ერთეული და პლაზმა 8 კვირა 1 კვირა 2 კვირა 1 კვირა 24 კვირა ქალებისთვის; 16 კვირა მამაკაცებისთვის 8 კვირა
აფერეზული ერითროციტების ორმაგი ერთეული 12 კვირა 2 კვირა 2 კვირა 2 კვირა 24 კვირა ქალებისთვის; 16 კვირა მამაკაცებისთვის 12 კვირა
გრანულოციტაფერეზი 4 კვირა 2 კვირა 2 კვირა 2 კვირა 24 კვირა ქალებისთვის; 16 კვირა მამაკაცებისთვის 8 კვირა

შენიშვნა: გრანულოციტოაფერეზით დონაციისას ინტერვალი დონაციებს შორის ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს ექიმის მიერ, დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის და წინა ლეიკოაფერეზის დეტალების გათვალისწინებით (კერძოდ, დონორის კორტიკოსტეროიდებით სტიმულაციასთან დაკავშირებული რისკები).


დანართი №1.4

ალოგენური დონორებისთვის სამუდამო და დროებითი დაწუნების კრიტერიუმები

  1. ალოგენური დონორების სამუდამო დაწუნების კრიტერიუმები

კატეგორია დაავადების, მდგომარეობის ან რისკის დასახელება (ICD-10 კოდები)
ა) ინფექციური და პარაზიტული დაავადებები ჰეპატიტი B, გარდა იმუნური პირებისა, ვინც უარყოფითია HBsAg-ზე და HBV DNA-ზე
ჰეპატიტი C
სხვა ვირუსული ჰეპატიტები გადაცემის პარენტერალური მექანიზმით (B16-B19)
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) - 1/2 ინფიცირება და გამოწვეული ავადმყოფობა (B20-B24)
ადამიანის T-ლიმფოტროპული ვირუსი I/II (HTLV I/II)

ზოგიერთი ზოონოზური ბაქტერიული ავადმყოფობა (A20-A28).

გარდა ლეპტოსპიროზისა (A27) და ბრუცელოზისა (A23) განკურნებიდან 2 წლის შემდეგ

სიფილისი (A50-A53)

სხვა ბაქტერიული ავადმყოფობები

კეთრი (A30)

ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციური დაავადებები (A80-A89)

გარდა ტკიპისმიერი ვირუსული ენცეფალიტისა (A84) განკურნებიდან 2 წლის შემდეგ

პროტოზოული ავადმყოფობები (B55-B64)

გარდა ტოქსოპლაზმოზისა (B58) განკურნებიდან 2 წლის შემდეგ

ბორელიოზი (Borrelia burgdorferi) ლაიმის დაავადება.
ბაბეზიოზი (Babesia sp.) (*)
ლეიშმანიოზი (Visceral leishmaniosis) (B55) (*)
შაგასის დაავადება (Trypanosomiasis cruzi) (B57)(*)
ჰელმინთოზები: ექინოკოკოზი (B67); დრანკუნკულოზი (B72), ფიალარიაზი (B74)
ბ) სიმსივნეები ავთვისებიანი სიმსივნეები (C00-C97). ავთვისებიანი სიმსივნის ამჟამინდელი დიაგნოზი

ჰემატოლოგიური ავთვისებიანი დაავადებები:

პირები მელანომის ისტორიით;

ლეიკემია, ლიმფომა, ჰოჯკინის დაავადება;

კლონური ჰემატოლოგიური დაავადებები;

მიელოდისპლასტიკური სინდრომები

პირები, რომლებსაც აქვთ სოლიდური ავთვისებიანი სიმსივნის ისტორია, თუ 5 წელზე ნაკლებია მკურნალობის დასრულებიდან
თავის ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა ნაწილების კეთილთვისებიანი სიმსივნე (D33) და ნერვული სისტემის სხვა დაზიანებები. ჰიდროცეფალია (G91), ცერებრალური კისტა (G93)
გარდა შემდეგისა: განკურნებული in situ (D00-D09) ნეოპლაზიები, ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა ან საშვილოსნოს ყელის ან ძუძუს კარცინომა in situ, თუ რეგულარულად კონტროლდება და წარმატებულია მკურნალობა. სხვა სოლიდური სიმსივნეებისთვის ხდება დაშვება თუ 5 წელზე მეტია გასული განკურნებიდან. დონორი, რომელიც ღებულობს ტამოქსიფენს (ძუძუს კიბოს პრევენციის მიზნით, დაიშვება დონაციაზე)
გ) სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებები და იმუნური მექანიზმით მიმდინარე ზოგიერთი დარღვევები

(D55-D89)

ანემიები, ჰემოლიზური ანემია, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, და სხვა ანემიები, ჰემოფილია, ფონ ვილებრანდის დაავადება, სფეროციტოზი, ჭეშმარიტი პოლიცისტემია და სხვა სერიოზული მწვავე, ქრონიკული, მორეციდივე დაავადებები.

მათ შორის, სარკოიდოზი (D86)

მიდრეკილება მომატებული სისხლდენის მიმართ. კოაგულაციური დეფექტები, კოაგულოპათიური მდგომარეობა, თრომბოციტოპათია

თალასემია (D56)

გარდა მცირე თალასემიისა, თუ ჰემოგლობინის დონე ნორმის ფარგლებშია, შეიძლება პლაზმის და თრომბოციტების დონაცია

გარდა: კვებასთან დაკავშირებული ანემიებისა

დ) ენდოკრინული სისტემის, კვებითი და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული დაავადებები

გრეივსის დაავადება

თირეოტოქსიკოზი (ჰიპერთირეოზი)(E05). გარდა ნამკურნალევი შემთხვევისა და თუ აღარ საჭიროებს ანტითიროიდულ წამლებს.

შაქრიანი დიაბეტი, თუ ინსულინდამოკიდებულია (E10-E11) თუ დიაბეტის გართულებებია მაგ., თვალის დიაბეტური რეტინოპათია, ნეიროპათია, ნეფროპათია, ვასკულარული დაავადებები, განგრენა, ამპუტაცია, კარდიოვასკულარული დაავადებები.
ნიკრისი (პოდაგრა) (M10) გარდა ამჟამად ასიმპტომური შემთხვევისა
ე) ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები

ფსიქოაქტიური ნივთიერებებით განპირობებული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი (F10-F19) თუ საჭიროებს შემანარჩუნებელ მკურნალობას.

ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი (F00-F99), მათ შორის, აფექტური აშლილობანი.

გარდა F30, F31, F33, F70, ნევროზული, სტრესთან დაკავშირებული და სომატოფორმული აშლილობებისა, ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობებისა.

გარდა შფოთვითი აშლილობებისა ან განწყობის დარღვევისა თუ ექიმის შეფასებით აქვს, ზოგადად, ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობა და არ არის ზედმეტად შეშფოთებული, დეპრესიული ან მანიაკალური დონაციის დღეს, და თუ მენტალურად და კანონის მიხედვით კომპეტენტურია მისცეს თანხმობა დონაციაზე და გაიაზროს შეკითხვები დონორის კითხვარში.

ვ) ნერვული სისტემის დაავადებები ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაავადება ანამნეზში

დემენცია ან ნეიროდეგენერაციული დაავადებები;

გაფანტული სკლეროზი ან ნებისმიერი ტიპის დემიელინიზებელი დაავადებები (G35-G37).

ექსტრაპირამიდალური და მოძრაობის სხვა მოშლილობები (G20-G26) პარკინსონის ავადმყოფობა,

განივი მიელიტი. პროგრესული მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია

ეპილეფსია, ეპილეფსიური სტატუსი (G40, G41)

გულყრის (სინკოპეს) (R55) განმეორებითი ეპიზოდები ან კრუნჩხვების ისტორია, (მათ შორის, სისხლის დონაციის დროს ან დონაციის შემდეგ)

გარდა ბავშვობის ასაკში კრუნჩხვების ეპიზოდებისა, ან თუკი კრუნჩხვები აღარ განმეორებულა ანტიკონვულსიური მკურნალობის დამთავრებიდან 3 წლის განმავლობაში

ზ) თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები

სისხლძარღვოვანი გარსის და ბადურას ავადმყოფობანი (H30)-H36)

ანამნეზში ავთვისებიანი სიმსივნე, თვალის ქსოვილის გადანერგვა, დიაბეტური რეტინოპათია

თუ თვალის ბაქტერიული ინფექციაა, დაშვებულია განკურნებიდან 14 დღის შემდეგ

თ) კარდიოვასკულარული დაავადებები

გულსისხლძარღვთა სისტემის სერიოზული დაავადება ამჟამად ან ამგვარი დაავადების არსებობა ანამნეზში. ისეთი დაავადებები, როგორიცაა:

არტერიული ჰიპერტენზია (I10-I15)

კორონარული დაავადება, გულის იშემიური დაავადება (I20-I25), მიოკარდიუმის ინფარქტი,სტენოკარდია, გულის მძიმე არითმია, გულის სხვა ავადმყოფობები (I30-I52), მიოკარდიტები, კარდიომიოპათიები,

შეძენილი სარქვლოვანი დაავადება სტენოზით ან რეგურგიტაციით;
თანდაყოლილი (გამოუსწორებელი) გულის დაავადებები;
ცერებროვასკულური დაავადებები, (I60-I69) იშემია ან ინსულტი, არტერიული თრომბოზი ან მორეციდივე ვენური თრომბოზი.
რევმატოიდული ცხელება გულის ქრონიკული დაავადების ნიშნებით;
გარდა სრულად განკურნებული გულის თანდაყოლილი დაავადებებისა და გარდა ასიმპტომური, ფუნქციური დარღვევებისა, როგორიცაა, მაგალითად, მიტრალური სარქველის პროლაფსი

არტერიების, არტერიოლებისა და კაპილარების ავადმყოფობები (I70-I79)

გარდა არასიმსივნური ნევუსისა (I78.1); ჰემოროის, თუ ოპერაციის შემდგომ მთლიანად შეხორცდა

ვენების, ლიმფური სადინარებისა და ლიმფური კვანძების ავადმყოფობები (I80-I89)

გარდა ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზისა ( I და II ხარისხის ვარიკოზული დაავადება) თუ წყლულების და ანთების გარეშეა (I83.9)

ი) სასუნთქი სისტემის დაავადებები

ქვედა სასუნთქი გზების ქრონიკული ავადმყოფობები;

ემფიზემა (J43) გარდა ასიმპტომატურისა;

ფილტვის სხვა ქრონიკული ობსტრუქციული ავადმყოფობები (J44)

ასთმა (J45) გარდა მსუბუქი ფორმისა თუ არ არის აქტიური სიმპტომები

პნევმოცისტური პნევმონია (Pneumocystis carinii-ით გამოწვეული) (B20.6)

კ) საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

სამუდამოდ დაიწუნება სერიოზული მწვავე, ქრონიკული ან მორეციდივე დაავადებების მქონე პაციენტები.

არაინფექციური ენტერიტი და კოლიტი (K50-K52)

ინფექციური, არაინფექციური ციროზი. ღვიძლის დაავადებები (K70-K77)

მალაბსორბციის სინდრომის მქონე პირები გარდა ნამკურნალები ცელიაკიისა(K90)

ლ) აუტოიმუნური დაავადებები

მძიმე აუტოიმუნური დარღვევები, როგორიცაა:

სისტემური წითელი მგლურა,

დერმატომიოზიტი,

ჰერპეტიფორმული დერმატიტი ან მძიმე რევმატოიდული დაავადება.

თანდაყოლილი ან შეძენილი ჰიპოგამაგლობულინემია.

გარდა პირისა, რომელიც საჭიროებს სისტემურ იმუნომოდულატორულ თერაპიას, უნდა

იყოს დაწუნებული ასეთი მკურნალობის შეწყვეტამდე.

ასიმპტომური დონორები მძიმე გართულებების გარეშე შეიძლება იყოს დაშვებული.

მ) ფსორიაზი

თუ დონორი ოდესმე მკურნალობდა ეტრეტინატით (Etretinate /Tigason) - ით

გარდა მსუბუქი ფორმისა, თუ არ საჭიროებს წამლების მიღებას და საინექციო არე არ არის დაზიანებული

ნ) ალერგია

თუ ანამნეზში არის ანაფიალქსიის შემთხვევა;

გარდა შემთხვევისა: თუ ლოკალურია /არ არის გენერალიზებული სიმპტომები და კონტროლირდება წამლებით (კორტიკოსტეროიდებისა და იმუნოსუპრესანტების გარეშე)

ო) ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები

სეროპოზიტიური რევმატოიდული ართრიტი (M05), მაანკილოზებელი სპონდილიტი, ფსორიაზული ართრიტი,

შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაზიანებები (M30-M36)

პ) კანის დაავადებები თუ სისტემური დაავადებაა და კანის დაზიანება, მაგ., სკლეროდერმა, დერმატომიოზიტი, კანის სისტემური ამილოიდოზი
ჟ) თირკმლის და თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები

თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პირები. ჰემოდიალიზზე მყოფი პირები.

გლომერულოპათიები (N00-N08)

თირკმლის უკმარისობა (N17-N19)

თირკმლის ტუბულო-ინტერსტიციული ავადმყოფობები (N12-N16)

ადისონის დაავადება, და სხვა თირკმელზედა ჯირკვლის დარღვევები, კუშინგის სინდრომი.

გარდა: მწვავე გლომერულონეფრიტის შემდეგ, სრული გამოჯანმრთელებიდან დაშვებულია12 თვის შემდეგ თუ თავს კარგად გრძნობს და არ საჭიროებს მკურნალობას.

თუ საშარდე გზების მწვავე ანთებაა, ცისტიტი, დაშვებულია მკურნალობიდან და სიმპტომების გაქრობიდან 2 კვირის შემდეგ.

რ) თანდაყოლილი მანკები, დეფორმაციები და ქრომოსომული დარღვევები თანდაყოლილი ანომალიები, დეფორმაციები და ქრომოსომული დარღვევები, მათ შორის სისხლის მიმოქცევის სისტემის თანდაყოლილი ანომალიები (Q20-Q28) მძიმე მიმდინარეობით ან/და მკვეთრად გამოხატული ფუნქციური უკმარისობით
ს) კიდურის შეძენილი არარსებობა (Z89) ორგანოების შეძენილი არარსებობა (Z90)

თუ გამოწვეული იყო დიაბეტით, პერიფერული ვასკულარული დაავადებით, ავთვისებიანი სიმსივნით ან სხვა დაავადებით;

თუ პარენქიმატოზური და ღრუ ორგანოს ან მისი ნაწილის არარსებობაა - აფერეზული პლაზმის დონორებისთვის;

თუ სპლენექტომიაა (ავთვისებიანი წარმონაქმნების, მიელოპროლიფერაციული დარღვევების, ჰემოლიზური ანემიის გამო)

ტ) ტრანსპლანტაცია გადანერგილი ორგანოსა და ქსოვილის არსებობა (Z94) ტვინის მაგარი გარსის რეციპიენტები, რქოვანას რეციპიენტები
ქსენოტრანსპლანტების რეციპიენტები (ცხოველური წარმოშობის ნებისმიერ ორგანოს ან ქსოვილის რეციპიენტები)
უ) გადამდები ღრუბლისებრი ენცეფალოპათიები (TSEs), (მაგალითად, კროიცფელდტ–იაკობის დაავადება CJD და ვარიანტული კროიცფელდტ–იაკობის დაავადებისა vCJD) პირები, ვისი ოჯახური ისტორია მიუთითებს გადამდები ღრუბლისებრი ენცეფალოპათიების განვითარების მომატებულ რისკზე, ან რქოვანას ტრანსპლანტაციის მქონე პირები;
ტვინის მაგარი გარსის ალოგრაფტის მქონე პირები და პირები, რომლებმაც წარსულში გაიარეს მკურნალობა პრეპარატებით, რომლებიც ადამიანის ჰიპოფიზიდან აღებული მასალითაა დამზადებული (დამატებითი უსაფრთხოების ზომები შეიძლება იქნას რეკომენდებული ვარიანტული კროიცფელდტ–იაკობის დაავადების დროს vCJD)
ფ) ინტრავენური (iv) ან ინტრამუსკულარული (im) წამლების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე ინტრავენური ან ინტრამუსკულარული წამლების, მათ შორის, ნარკოტიკული ნივთიერებების, ანაბოლური სტეროიდების ან ჰორმონალური პრეპარატების გამოყენება
ქ) სექსუალური ქცევა

პირები, რომელთა სექსუალური ქცევა ტრანსფუზიით გადამდები ინფექციური (ტგი) დაავადებების მაღალ რისკს ატარებს.

პირები, რომლებიც სქესობრივი კავშირის სანაცვლოდ ღებულობენ საფასურს

  1. ალოგენური დონორებისთვის დროებითი დაწუნების კრიტერიუმებია:

ა) ინფექციური დაავადებები. ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ, სავარაუდო და რეგისტრირებული დონორების დაწუნება ხდება, ყველაზე მცირე, ორი კვირით სრული გამოჯანმრთელების შემდეგ. დროებითი დაწუნების პერიოდები კონკრეტული ინფექციების შემთხვევაში განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კრიტერიუმი, დაავადების, მდგომარეობის ან რისკის დასახელება (ICD-10 კოდები) დაწუნების პერიოდის ხანგრძლივობა
ა.ა) ბრუცელოზი (A23) 2 წელი სრული გამოჯანმრთელებიდან
ა.ბ) ოსტეომიელიტი 2 წელი ექიმის მიერ დადასტურებული განკურნებიდან
ა.გ) Q ცხელება (A78) 2 წელი ექიმის მიერ დადასტურებული განკურნებიდან
ა.დ) ტოქსოპლაზმოზი (B58) 2 წელი ექიმის მიერ დადასტურებული განკურნებიდან
ა.ე) ტუბერკულოზი (A15-A19) 2 წელი დაწუნება ექიმის მიერ დადასტურებული განკურნებიდან.
ა.ვ) რევმატიული ცხელება 2 წელი სიმპტომების გაქრობის შემდეგ, თუ გულის ქრონიკული დაავადების ნიშნები არ არსებობს
ა.ზ) მწვავე რესპირაციული ინფექციები (J06) გრიპი, COVID-19 ინფექცია, ვირუსი ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია (U07.1) 2 კვირა გამოჯანმრთელებიდან (ყველა სიმპტომის გაქრობიდან)
ა.თ) ცხელება > 38˚C, ან გრიპისმაგვარი ჩივილები 2 კვირა ყველა სიმპტომის გაქრობიდან
ა.ი) მწვავე ტონზილიტი (J03), მწვავე ფარინგიტი (J02), მწვავე სინუსიტი (J01) 2 კვირა გამოჯანმრთელებიდან
ა.კ) პნევმონია (საშუალო და მძიმე ხარისხის) 6 თვე კლინიკური და ლაბორატორიულად დადასტურებული გამოჯანმრთელებიდან
ა.ლ) სოკოვანი ინფექციები/მიკოზები (B35-B49) 1 თვე მკურნალობის დასრულებიდან და სიმპტომების გაქრობიდან
ა.მ) ვირუსული ჰეპატიტი A (B15), ვირუსული ჰეპატიტი E (B17.2) 6 თვე გამოჯანმრთელებიდან
ა.ნ) ჰერპესვირუსული ინფექციები, გენიტალური ჰერპესი

თუ მარტივი ჰერპესული გამონაყარია ტუჩზე, მინიმუმ 1 თვე განკურნებიდან

დანარჩენ შემთხვევებში - 12 თვე გამოჯანმრთელებიდან

ა.ო) ინფექციური მონონუკლეოზი (ეპშტეინ-ბარის ვირუსით გამოწვეული დაავადება) (B27) 12 თვე გამოჯანმრთელებიდან
ა.პ) ადამიანის პაპილომა ვირუსით გამოწვეული მეჭეჭები 12 თვე მკურნალობის დასრულებიდან და სიმპტომების სრული გაქრობიდან
ა.ჟ) მაიმუნის ყვავილის ვირუსით გამოწვეული ინფექცია MPOX (B04) 12 თვე საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევის განკურნებიდან. საეჭვო შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირები - 1 თვე კონტაქტის შემდეგ, თუ არ არის სიმპტომები
ა.რ) გასტროენტერიტი და კოლიტი ინფექციური და დაუზუსტებელი ეტიოლოგიის (A09), სხვა არაინფექციური გასტროენტერიტები და კოლიტები (K52) 2 კვირა გამოჯანმრთელებიდან
ა.ს) ალერგია და ალერგიული რეაქციები (T78.0-T78.4) გამწვავების პერიოდში 2 თვე მწვავე პერიოდის დასრულებიდან (თუ არ არის ანაფილაქსიის შემთხვევა)
ა.ტ) ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები:

ჰიპოთირეოზი: მწვავე ფაზის მკურნალობის დასრულებიდან, თუ ჰორმონჩანაცვლებით თერაპიაზეა.

თუ ანამნეზში იყო ვირუსული თირეოიდიტი, ასიმპტომატურია და მწვავე ფაზის მკურნალობის დასრულებიდან გავიდა 12 თვე

დონორებს, რომლებსაც აქვთ ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი მდგომარეობა (მაგ., ფარისებრი ჯირკვლის არასიმსივნური კვანძი ან ჩიყვი), შეუძლიათ დონაცია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი მკურნალობენ იმ პირობით, რომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია რეგულირებულია, ტესტების შედეგები ნორმალურია.

ა.უ) მალარია (*) სისხლის დაწესებულებებს უნდა ჰქონდეთ წვდომა მიმდინარე მალარიის ენდემური ზონების (ქვეყნების) რუკაზე ან სიაზე
ა.უ.ა) პირები, ვინც დაიბადნენ ან მათი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, 6 თვეზე მეტი პერიოდი გაატარეს მალარიის ენდემურ ზონაში

3 წელი ნებისმიერი ენდემური ზონიდან დაბრუნებიდან და სიმპტომების არ არსებობის შემთხვევაში;

ეს პერიოდი შეიძლება შემცირდეს 4 თვემდე, თუკი სისხლის იმუნოლოგიური ტესტების შედეგები მალარიის პარაზიტის ანტისხეულებზე უარყოფითია;

ა.უ.ბ) პირები, ვისაც ანამნეზში აქვს მალარიით ავადობის ისტორია

3 წელი მკურნალობის დასრულებიდან და სიმპტომების გაქრობიდან და თუ სისხლის იმუნოლოგიური ტესტების შედეგები მალარიის პარაზიტის ანტისხეულებზე უარყოფითია.

თუ ტესტი არ არის გაკეთებული, დონორი უნდა იყოს დაწუნებული, სანამ ტესტი არ გაკეთდება და სანამ არ იქნება უარყოფითი.

ა.უ.გ) ენდემური ზონების ასიმპტომატური ვიზიტორები

6 თვე ენდემური ზონის დატოვებიდან, თუკი სისხლის იმუნოლოგიური ტესტი მალარიის პარაზიტის ანტისხეულებზე უარყოფითია.

თუ ტესტი არ არის გაკეთებული, შეიძლება დაშვება 12 თვის შემდეგ მალარიის ენდემური ზონის დატივებიდან

თუ ტესტი განმეორებით რეაქტიულია, დონორი დაწუნებულია, სანამ ანტისხეულების ტესტი არ იქნება უარყოფითი, (3 წლის შემდეგ)

ა.უ.დ) პირები, ვისაც ცხელება დაეწყო ენდემურ ზონაში ვიზიტის დროს ან ამგვარი ვიზიტის შემდეგ 6 თვის განმავლობაში

3 წელი სიმპტომების გაქრობიდან;

ეს პერიოდი შეიძლება შემცირდეს 4 თვემდე, თუკი სისხლის იმუნოლოგიური ტესტების შედეგები მალარიის პარაზიტის ანტისხეულებზე უარყოფითია, თუ ტესტი არ არის გაკეთებული, დონორი უნდა იყოს დაწუნებული, სანამ ტესტი არ გაკეთდება და სანამ არ იქნება უარყოფითი.

ა.ფ) დასავლეთ ნილოსის ვირუსით გამოწვეული ცხელება (WNV) (*) 28 დღე ისეთი რისკის ზონის დატოვების შემდეგ, სადაც დასავლეთ ნილოსის ვირუსით ინფიცირება ადგილზეა შესაძლებელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვალიდირებული ნუკლეინმჟავის ტესტი უარყოფითია.
120 დღე სრული განკურნებიდან თუ ინდივიდი დიაგნოსტირებული იყო
ა.ქ) დენგეს ცხელება (*) 28 დღე დენგეს ცხელებით ინფიცირების რისკის ზონის დატოვების შემდეგ.
120 დღე სრული განკურნებიდან თუ ინდივიდი დიაგნოსტირებული იყო
ა.ღ) ჩიკუნგუნიას ვირუსი (*) 28 დღე ინფიცირების რისკის ზონის დატოვების შემდეგ.
120 დღე სრული განკურნებიდან თუ ინდივიდი დიაგნოსტირებული იყო
ა.ყ) ზიკას ვირუსი (*) 28 დღე ისეთი რისკის ზონის დატოვების შემდეგ, სადაც ზიკას ვირუსით ინფიცირება ადგილზეა შესაძლებელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვალიდირებული ნუკლეინმჟავის ტესტი უარყოფითია.
120 დღე სრული განკურნებიდან თუ ინდივიდი დიაგნოსტირებული იყო

ბ) მდგომარეობები, დაკავშირებული ტრანსფუზიით გადამდები ინფექციების შეძენის რისკთან. დროებითი დაწუნების პერიოდები და რისკის კრიტერიუმები განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კრიტერიუმი დაწუნების პერიოდის ხანგრძლივობა
ბ.ა) სისხლის ან/და სისხლის კომპონენტების გადასხმა (გარდა Rh სისტემის ერითროციტული ანტიგენებით იმუნიზირებული დონორებისა) 6 თვე სისხლის ან/და მისის კომპონენტების გადასხმიდან
ბ.ბ) ოპერაციული ჩარევა (მათ შორის, აბორტი), გარდა სახსრების პროტეზირებისა 6 თვე ოპერაციული ჩარევიდან
ბ.გ) ენდოსკოპიური, ლაპარასკოპიული ქირურგიული ჩარევა 6 თვე ჩარევიდან, თუ დონორი ასიმპტომურია
ბ.დ) სხვა ადამიანის სისხლის მოხვედრა პირის ღრუს, თვალის, ცხვირის ლორწოვანზე და კანის საფარველის სხვა დაზიანებულ ნაწილებზე 6 თვე შემთხვევიდან
ბ.ე) კანის საფარველის ან/და ლორწოვანის დაზიანება (ჩხვლეტა ან ჭრილობა) იმ ინსტრუმენტებით, რომელიც კონტაქტში იყო სხვა ადამიანის სისხლთან ან სხვა ბიოლოგიურ მასალასთან, მათ შორის, საინექციო ნემსის ჩხვლეტით გამოწვეული დაზიანება (ინოკულაციური დაზიანება); 6 თვე კონტაქტის შემდეგ
ბ.ვ) პირები, ვისი ქცევა, საქმიანობა ან ცხოვრების წესი, რომელიც ზრდის ტრანსფუზიით გადამდები ინფექციების რისკს დაწუნება ხდება რისკის შეწყვეტიდან იმ პერიოდით, რომელიც დადგენილია კონკრეტული დაავადებისთვის და მისი დიაგნოსტირების შესაძლებლობის არსებობის მიხედვით.
ბ.ზ) მჭიდრო საყოფაცხოვრებო კონტაქტი ან/და სქესობრივი კავშირი ჰეპატიტი C-ს, ჰეპატიტის B-ს ან პარენტერალური გადაცემის მექანიზმის მქონე სხვა ვირუსული ჰეპატიტებით ინფიცირებულ პირთან (პირთან, ვინც იმყოფება მკურნალობაზე) 6 თვე ბოლო კონტაქტის/კავშირის შემდეგ
ბ.თ) მჭიდრო საყოფაცხოვრებო კონტაქტი პირთან, რომელიც ინფიცირებულია ჰეპატიტი E, A, სხვა ვირუსული ჰეპატიტებით ენტერალური გადაცემის მექანიზმით 3 თვე კონტაქტის დასრულებიდან
ბ.ი) მჭიდრო საყოფაცხოვრებო კონტაქტი (ზიარი ჰიგიენის ნივთებით სარგებლობა, როგორიცაა - მაკრატელი, საპარსი) ან/და სქესობრივი კავშირი აივ ინფიცირებულ პირთან 6 თვე ბოლო სქესობრივი კავშირიდან
ბ.კ) სქესობრივი კავშირი პირთან, ვინც ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარს ინტრავენურ ან ინტრამუსკულარულ წამლებს, მათ შორის, ნარკოტიკულ ნივთიერებებს 6 თვე ბოლო სქესობრივი კავშირიდან
ბ.ლ)

პირი, რომელიც აივ ინფექციის პროფილაქტიკის მიზნით ღებულობს ექსპოზიციამდელ

PrEP ან/და ექსპოზიციის შემდგომ PEP (არვ) წამლებს

12 თვე აბების ბოლო მიღებიდან.

2 წელი, თუ წამალი ინექციურია.

ბ.მ) სქესობრივი კავშირი პირთან, რომელიც ღებულობს არვ პროფილაქტიკურ წამლებს PrEP ან/და PEP-ს 6 თვე ბოლო სქესობრივი კავშირიდან
ბ.ნ) ტატუირება ან სხეულის პირსინგი 6 თვე პროცედურის განხორციელებიდან
ბ.ო) კოსმეტიკური ინვაზიური მანიპულაციები, აკუპუნქტურა, ბოტოქსის ინექცია

6 თვე თუ ინექცია/ინვაზია განხორციელდა არასამედიცინო კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ.

1 კვირით, თუ განხორციელდა კვალიფიციური (შესაბამისი სამედიცინო განათლების მქონე) სამედიცინო პერსონალის მიერ.

ბ.პ) სქესობრივი კავშირი ახალ პარტნიორთან ან სქესობრივი კავშირი ერთზე მეტ პარტნიორთან 6 თვე ბოლო კავშირიდან
ბ.ჟ) სქესობრივი კავშირი ახალ პარტნიორთან, რომელიც ცხოვრობს ან ცხოვრობდა აივ/შიდსის მაღალი გავრცელების ქვეყანაში 6 თვე ბოლო კავშირიდან
ბ.რ) მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან 6 თვე ბოლო სქესობრივი ნებისმიერი ტიპის კავშირიდან, პრეზერვატივის ან მის გარეშე
ბ.ს) ქალი დონორის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან ვისაც ჰქონდა სქესობრივი კავშირი სხვა მამაკაცთან 6 თვე ბოლო სქესობრივი ნებისმიერი ტიპის კავშირიდან, პრეზერვატივის ან მის გარეშე

გ) ვაქცინაცია და იმუნიზაცია. დროებითი დაწუნების პერიოდები და კრიტერიუმები განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კრიტერიუმი დაწუნების პერიოდის ხანგრძლივობა
გ.ა)

ცოცხალი დასუსტებული (ატენუირებული) ვირუსები და ბაქტერიები: ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა-BCG, პოლიომიელიტის პერორალური ვაქცინა, ყვითელი ცხელება, წითელა, წითურა, მუცლის ტიფის ცოცხალი ატენუირებული ვაქცინა.

ქოლერას ცოცხალი, ატენუირებული ვაქცინა,ძროხის ყვავილი (ანუ ვაქცინა)

დაშვებული დონაცია ვაქცინაციიდან 4 კვირის შემდეგ
გ.ბ)

ინაქტივირებული/დახოცილი ვირუსები, ბაქტერიები ან რიკეტსიები:

ინაქტივირებული ვირუსები: მაგ.: პოლიომიელიტი ინექციური ვაქცინა, გრიპი;

დახოცილი ბაქტერიები: ქოლერა, მუცლის ტიფი, მუცლის ტიფის Vi პოლისაქარიდული ვაქცინა;

დაწუნება არ ხდება, დაშვებულია თუ პირი ჯანმრთელია.
გ.გ) ტოქსოიდები (დიფთერია, ტეტანუსი) დაწუნება არ ხდება, დაშვებულია თუ პირი ჯანმრთელია.
გ.დ) ჰეპატიტი A ან ჰეპატიტი B-ს ვაქცინა

1 კვირა ჰეპატიტის B–ს ვაქცინაციის შემდეგ ვაქცინით გამოწვეული HBsAg ტესტირებაზე რეაქტიული შედეგის თავიდან ასარიდებლად.

თუ ექსპოზიციის შემდეგ მოხდა ვაქცინაცია, ან ჰეპატიტი B იმუნოგლობულინით (HBIG) იმუნიზაციისა, დაწუნებულია 1 წლით

გ.ე) ცოფი

დაწუნება ხდება 1 წლით თუ ვაქცინირებულია ცოფით საეჭვო ან დაავადებულთან ექსპოზიციის შემდეგ.

დაწუნება არ ხდება, თუ პირი ჯანმრთელია და არ იყო ექსპოზიცია.

გ.ვ) ტკიპისმიერი ენცეფალიტის ვაქცინა დონაცია არ გადავადდება, თუ პირი ჯანმრთელია და არ იყო ექსპოზიცია.
გ.ზ)

არა-რეპლიკაციური/სუსტად-რეპლიკაციური ვაქცინები, ვირუსის მ-რნმ (mRNA) ვაქცინები,

ვექტორული ტიპის ვაქცინები;

ცილის სუბერთეულზე დაფუძნებული ვაქცინები (ცილოვანი ვაქცინა) (მაგ. ჰეპატიტი B-ს რეკომბინანტი ვაქცინა)

დაწუნება არ ხდება, თუ პირი ჯანმრთელია.
გ.თ) ნატურალური ყვავილისა და მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინებით (Mpox - ემპოქსი) დაწუნება 8 კვირით

დ) სხვა დაავადებები და მდგომარეობები, რაც ითვალისწინებს დროებითი დაწუნების შემდეგ კრიტერიუმებს. დროებითი დაწუნების პერიოდები და კრიტერიუმები განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კრიტერიუმი დაწუნების პერიოდის ხანგრძლივობა
დ.ა) ორსულობა

დაუშვებელია ორსულობის პერიოდში სისხლის დონაცია.

დაწუნება მშობიარობიდან ან ორსულობის შეწყვეტიდან 6 თვე.

(პირველადი ქალი დონორების სისხლი, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ორსულობა ან განმეორებით და რეგულარულ დონორებში, რომლებსაც აღენიშნებათ ორსულობა მათი ბოლო დონაციიდან, უნდა იყვნენ ტესტირებული კლინიკურად მნიშვნელოვან ანტიერითროციტულ (არარეგულარულ) ანტისხეულებზე.

ორსულობის ისტორიის მქონე დონორების სისხლი (პლაზმა) შეიძლება შეიცავდეს ადამიანის ლეიკოციტური ანტიგენის (HLA) საწინააღმდეგო ანტისხეულებს, რაც შეიძლება წარმოადგენდეს რეციპიენტში ტრანსფუზიასთან დაკავშირებული ფილტვის მწვავე დაზიანების (TRALI) განვითარების უფრო მაღალ რისკს. ეს ანტისხეულები შეიძლება განვითარდეს ორსულობის დროს ნაყოფის ანტიგენების ზემოქმედების საპასუხოდ). TRALI-ს განვითარების რისკის შესამცირებლად, ორსულობის ისტორიის მქონე ქალი დონორის პლაზმა, აფერეზული თრომბოციტები და მთალიანი სისხლი, თუ დონორი არ არის გამოკვლეული HLA ანტისხეულებზე და არ არის დადასტურებული უარყოფითი პასუხი, არ გამოიყენება ტრანსფუზიისთვის. ასეთი პლაზმა შეიძლება გამოყენებული იყოს ფრაქციონირების მიზნებისთვის.

დ.ბ) ლაქტაცია 3 თვე ლაქტაციის დასრულებიდან
დ.გ) მენსტრუაცია 3 დღე ციკლის დასრულებიდან
დ.დ) უმნიშვნელო ქირურგიული ჩარევა 1 კვირა, სანამ ბოლომდე შეხორცდება და ინფექციის ნიშნების არ არსებობის შემთხვევაში
დ.ე) სტომატოლოგიური ჩარევა

1 კვირა თუ კბილის ექსტრაქცია გართულების გარეშეა, ბაქტერიული ინფიცირების რისკის ასაცილებლად;

3 დღე უმნიშვნელო სტომატოლოგიურ პროცედურის შემდეგ;

2 კვირა მკურნალობის დასრულების ან/და ანტიბიოტიკების კურსის დასრულების შემდეგ, თუ სტომატოლოგიური ჩარევა გამოწვეულია პირის ღრუს ბაქტერიული ინფექციით.

დ.ვ) მხედველობის ლაზერული კორექცია 3 თვე ოპერაციული ჩარევიდან
დ.ზ) ალკოჰოლის შემცველი (სუსტად ალკოჰოლური) სასმელების მიღება 24 საათი, თუ არ არის სიმპტომები
დ.თ) ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი (F10) გამოჯანმრთელებიდან, მკურნალი ექიმის ნებართვის საფუძველზე
დ.ი) კვებითი ან სხვა ტოქსიური ნივთიერებებით გამოწვეული მოწამვლა 3 თვე გამოჯანმრთელებიდან
დ.კ) დაზიანება, მოწამვლა და გარე მიზეზების ზემოქმედებები (S00-S99, T00-T99) 3 თვე გამოჯანმრთელებიდან
დ.ლ) ჟილბერის სინდრომი (E80.4)

ბილირუბინის ნორმალური მაჩვენებლების მიღწევიდან 1 თვე - თრომბოციტების და გრანულოციტების დონორებისთვის.

ბილირუბინის დონის განსაზღვრის გარეშე - მთლიანი სისხლის და აფერეზული პლაზმის დონორებისთვის. სიყვითლის ალაგებიდან 1 თვე

დ.მ) კუჭის წყლული (K25) და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (K26) 12 თვე რემისიიდან
დ.ნ) ქოლეცისტიტი (K81) მძიმე და ხშირად განმეორებადი შეტევებით 6 თვე რემისიიდან
დ.ო) მწვავე პანკრეატიტი (K85) ქრონიკული პანკრეატიტი (K 86.0-K86.1) 6 თვე გამოჯანმრთელებიდან
დ.პ) ფურუნკულოზი (L02) 3 თვე გამოჯანმრთელებიდან
დ.ჟ) ოსტეომიელიტი (M86) 12 თვე გამოჯანმრთელებიდან
დ.რ) მწვავე ტუბულო-ინტერსტიციული ნეფრიტი (N10) 6 თვე გამოჯანმრთელებიდან
დ.ს) უროლითიაზი (N20-N23) 6 თვე გამოჯანმრთელებიდან
დ.ტ) თვალის დაავადებები: გლაუკომა (H40-H42) და ბროლის დაავადებები (H25-H28) 12 თვე გამოჯანმრთელებიდან (ოპერაციული ჩარევიდან)
დ.უ) ქოლელითიაზი (K80) 6 თვე ოპერაციული ჩარევიდან/გამოჯანმრთელებიდან
დ.ფ) სახსრების პროტეზირება 12 თვე ოპერაციის შემდეგ
დ.ქ) წინასასამართლო დაკავების /თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნა 72 საათზე მეტი პერიოდით გადავადდება 6 თვე წინასასამართლო დაკავების დაწესებულების დატოვებიდან და/ან თავისუფლების აღკვეთის დასრულებიდან
დ.ღ) სამკურნალო საშუალებების, წამლების მიღება

დამოკიდებულია დანიშნულ წამლებზე, მათი მოქმედების მექანიზმზე და იმ დაავადებაზე, რომლის სამკურნალოდაც გამოიყენება ისინი, ამ წესის №10 დანართის გათვალისწინებით.

დონორები, რომელთა მკურნალობა განხორციელდა დადასტურებული

ტერატოგენული ეფექტის მქონე წამლებით უნდა იყვნენ დაწუნებული წამლების ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე პერიოდით

დ.ყ) რისკის შემცველი საქმიანობის მქონე პირები დაწუნება არ ხდება, მაგრამ სავალდებულოა, რომ რისკის შემცველი საქმიანობის მქონე პირებმა დონაციის შემდეგ თავი შეიკავონ 12 საათით, ჩვეული სამსახურიდან ან საქმიანობიდან. ასეთი საქმიანობის მაგალითებია პილოტი, ავტობუსის ან მატარებლის მძღოლი, ამწეზე მუშაობა, კიბეებზე ან ხარაჩოებზე ასვლა, სრიალი, ცოცვა, ყვინთვა.
დ.შ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები

1. დონორი სრულად უნდა ათვითცნობიერებდეს დონაციის პროცესს

2. უნდა შეეძლოს (იყოს კომპეტენტური) მისცეს ინფორმირებული თანხმობა დონაციაზე და მისი სისხლის ტესტირებაზე, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს გაღებული სისხლის გამოსაყენებლად ვარგისობაზე.

3. უნდა შეეძლოს სისხლის დონაციისთვის განკუთვნილი მოწყობილობებით სარგებლობა ისე, რომ საკუთარ ან/და სხვების უსაფრთხოებას არ შეექმნება საფრთხე, დონორს უნდა შეეძლოს დონორის საწოლზე მოთავსება და ხელის გაშლა იმდენად, რომ მოხერხდეს სისხლის შეგროვება.

4. დაუშვებელია სისხლის ან/და მისი კომპონენტების დონაცია განხორციელდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ეტლში.

5. უნდა იყოს განხილული შეზღუდული შესაძლებლობის გამომწვევი მიზეზი, რაც შეიძლება გახდეს დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობების მიხედვით დაწუნების მიზეზი.

6. მხედველობის ან/და სმენის დაქვეითების მქონე პირებისათვის, დახმარების მიზნით, დასაშვებია მესამე პირის არსებობა გასაუბრებისას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დონორთან სამედიცინო პერსონალის გასაუბრებისას არ იქნება დარღვეული კონფიდენციალურობის პრინციპი (ანუ თარგმანში დამხმარე მესამე პირი სასურველია არ იყოს დონორის ახლობელი).

დანართი №1.5

სისხლის და სისხლის კომპონენტების დონორის კითხვარი

დონორი ვალდებულია, შეავსოს წინამდებარე კითხვარი სისხლის ან სისხლის კომპონენტის ყოველი ჩაბარებისას, და შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გაიაროს კონსულტაცია სისხლის დაწესებულების პერსონალთან (შესაბამის უფლებამოსილ პირთან).

№ შეკითხვა კი არა
დღეს
1. გაეცანით დონორის საინფორმაციო მასალას?
2. გრძნობთ თავს ჯანმრთელად და კარგად?
3. ბოლო 4 საათის განმავლობაში თუ მიიღეთ საკვები?
ჯანმრთელობის მდგომარეობა და სამედიცინო ჩარევები
4. ადრე ჩაგიბარებიათ სისხლი ან პლაზმა, მათ შორის, საზღვარგარეთ?
5. ადრე თუ იყავით დონორი, გქონდათ რაიმე გართულება?
6. ოდესმე თქვენთვის უარი თუ უთქვამთ სისხლის დონორობაზე თქვენი ჯანმრთელობის გამო?
7. ამჟამად თუ იღებთ ან ბოლო 14 დღის განმავლობაში მიიღეთ ანტიბიოტიკი?
8. ამჟამად თუ იღებთ ან ბოლო 2 დღის წინ მიიღეთ ასპირინი ან რომელიმე ტკივილგამაყუჩებელი წამალი?
9. ამჟამად გაქვთ რაიმე ჭრილობა ან ანთებითი პროცესი სადმე?
ბოლო 1 კვირის განმავლობაში
10. იყავით ვიზიტზე სტომატოლოგთან?
11. იყავით ექიმთან სამკურნალოდ ან გეგმავთ მისვლას? თუ კი, რომელთან?
12. გქონდათ ჰერპესის ტიპის გამონაყარი მაგ., ტუჩზე?
ბოლო 2 კვირის განმავლობაში
13. იყავით ავად ან/და გქონდათ ხველა, ყელის ტკივილი ან ცხელება?
ბოლო 12 თვის განმავლობაში
14. თუ გქონდათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის პრობლემა (გასაუბრებისას მიუთითეთ რომელი)?
15. ჩატარებული გაქვთ მკურნალობა ქირურგიული ოპერაციით?
16.

ჩატარებული გაქვთ იმუნიზაცია/ვაქცინაცია (აცრა)?

თუ კი, მიუთითეთ რომელი:

17. გაგიკეთებიათ რაიმე სამედიცინო ინვაზიური გამოკვლევები მაგალითად, ენდოსკოპიური კვლევა? თუ კი, ჩაგიტარდათ თუ არა ბიოფსია?
18. მიიღეთ აივ ინფექციის პროფილაქტიკის მიზნით რაიმე წამალი, (ე.წ. ექსპოზიციის წინა ან ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა PrEP ან PEP)?
ბოლო 3 წლის განმავლობაში
19.

მიგიღიათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი წამალი? აციტრეტინი (ნეოტიგასონი, სორიატანი), დუტასტერიდი (ავოდარტი, კომბოდარტი), ფინასტერიდი (პროპეცია, პროსკარი) ან იზოტრეტინოინი (კურაკნე, როაკუტანი), პლავიქსი ან ტიკლიდი?

ოდესმე თუ მიგიღიათ ეტრეტინატი (ტიგასონი)?

ოდესმე
20. გქონდათ სისხლის ტრანსფუზია, ანუ სხვა დონორის სისხლის გადასხმა?
21. გქონდათ დადებითი პასუხი აივ/შიდსზე ტესტირებისას?
22. მიგიღიათ ან თუ იღებთ წამალს აივ/შიდსის სამკურნალოდ?
23. გქონდათ დადებითი პასუხი C ან B ჰეპატიტებზე ტესტირებისას?
24. გქონდათ გონორეა, სიფილისი, გენიტალური ჰერპესი ან სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექცია (ვენერიული დაავადებები)?
25. გადაინერგეთ ორგანო, ქსოვილი ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტი?
26. გადაინერგეთ ტვინის მაგარი გარსი, თვალის რქოვანა ან ცხოველური წარმოშობის ორგანო ან ქსოვილი (ქსენოტრანსპლანტაციის პროდუქტი)?
27. გქონდათ შემდეგი დაავადება ან ჩივილები:
ა) ალერგია?
ბ) ბრონქიალური ასთმის შეტევები?
გ) დიაბეტი? ენდოკრინული სისტემის სხვა დაავადება?
დ) კუჭის, ღვიძლის, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადება?
ე) ნებისმიერი ჩივილი გულთან ან ფილტვებთან დაკავშირებით (სუნთქვის უკმარისობა)?
ვ) თირკმლის ან საშარდე სისტემის დაავადება?
ზ) ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება ან პრობლემა? (გულყრა/კრუნჩხვები)
თ) სისხლის შედედების პრობლემები ან სისხლის სხვა დაავადება?
ი) ნებისმიერი ტიპის სიმსივნური დაავადება?
კ) ტუბერკულოზი?
ლ) მალარია?
მ) ბორელიოზი ( ლაიმის დაავადება)?
ნ) ბრუცელოზი?
ო) შაგასის დაავადება?
პ) ლეიშმანიოზი?
ჟ) სხვა (მიუთითეთ):
28. გამოგიყენებიათ შედედების ფაქტორის კონცენტრატები (ჰემოფილიის სამკურნალოდ)?
29. თქვენი ოჯახის წევრს ჰქონდა კრეიტცფელდტ-იაკობსის დაავადება (CJD ან vCJD)?
30. ჩაგიტარდათ მკურნალობა ადამიანის ჰიპოფიზის ზრდის ჰორმონით ან ადამიანის ჰიპოფიზის ექსტრაქტზე დამზადებული სხვა წამლებით?
31.

ქალი დონორებისთვის:

ა) ოდესმე ყოფილხართ ორსულად?

ბ) ბოლო 6 თვის განმავლობაში ყოფილხართ ან ამჟამად ხართ ორსულად?
გ) ოდესმე მკურნალობდით უშვილობას?
რისკის ფაქტორები და ცხოვრების წესი
ბოლო 6 თვის განმავლობაში
32. გქონდათ კონტაქტი სხვა ადამიანის სისხლთან (მაგ., დაზიანებულ კანზე ან თვალში შეშხეფება)?
33. შემთხვევით იჩხვლიტეთ სხვის მიერ გამოყენებული საინექციო ნემსი?
34. გაიკეთეთ ტატუ, სხეულის ან ყურის პირსინგი?
35. გაიკეთეთ კოსმეტიკური პროცედურები, რაც ითვალისწინებს კანზე ჩხვლეტას? გაიკეთეთ აკუპუნქტურა?
ოდესმე
36. გამოიყენეთ ნემსი/შპრიცი ნარკოტიკების, სტეროიდების ან სხვა წამლების მისაღებად რაიმე მიზნით, ექიმის დანიშნულების გარეშე?
37. აგიღიათ ფული, ნარკოტიკი ან სხვა საზღაური სქესობრივი კავშირის სანაცვლოდ?
ბოლო 6 თვის განმავლობაში
38. გქონდათ სქესობრივი კავშირი:
ა) პირთან, რომელსაც აქვს აივ/შიდსი?
ბ) პირთან, რომელსაც აქვს C ჰეპატიტი ან B ჰეპატიტი?
გ) პირთან, რომელსაც ოდესმე გამოუყენებია საინექციო ნარკოტიკი, სტეროიდები ან სხვა წამალი ექიმის დანიშნულების გარეშე?
დ) პირთან, რომელიც სქესობრივი კავშირის სანაცვლოდ იღებს ფულს, ნარკოტიკს ან სხვა საფასურს?
ე) ახალ პარტნიორთან ან გქონდათ სქესობრივი კავშირი ერთზე მეტ პარტნიორთან?
ვ) პარტნიორთან, რომელიც ცხოვრობს ან ცხოვრობდა სხვა ქვეყანაში, სადაც გავრცელებულია აივ/შიდსი?
39. გქონდათ შეხება ჰეპატიტით დაავადებული პირის პირადი ჰიგიენის ნივთებთან, როგორიცაა, მაგალითად, მაკრატელი ან საპარსი?
40. იმყოფებოდით პენიტენციურ დაწესებულებაში/დროებითი მოთავსების იზოლატორში 72 საათზე მეტი დროით?
41. მამაკაცი დონორებისთვის: გქონდათ სქესობრივი კავშირი სხვა მამაკაცთან (პრეზერვატივით ან მის გარეშე)?
42 ქალი დონორებისთვის: გქონდათ სქესობრივი კავშირი მამაკაცთან, რომელსაც ჰქონდა სქესობრივი კავშირი სხვა მამაკაცთან (პრეზერვატივით ან გარეშე)?
მოგზაურობის ისტორია
43. დაიბადეთ საქართველოს საზღვრებს გარეთ? თუ კი, სად?
44. ბოლო 6 თვის განმავლობაში იმყოფებოდით საქართველოს საზღვრებს გარეთ?
45. ოდესმე გქონდათ გაურკვეველი ცხელება უცხოეთში მოგზაურობისას ან დაბრუნებიდან 6 თვის განმავლობაში?
46. 1980 წლიდან 1996 წლამდე 6 თვე ან მეტი ხნით (ჯამში) იმყოფებოდით დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში?
47. თქვენი სამსახური თუ მოიცავს რისკის შემცველ საქმიანობას, მაგალითად, პილოტი, ავტობუსის ან მატარებლის მძღოლი, ამწეზე მუშაობა, კიბეებზე ან ხარაჩოებზე ასვლა, სრიალი, ცოცვა, ყვინთვა.

დანართი №1.6

დონორის ინფორმირებული თანხმობა

მე ვადასტურებ რომ:

  • გავეცანი დონორის საინფორმაციო მასალას, ჩემთვის გასაგებია დონორის კითხვარში მოცემული კითხვების შინაარსი და ინფორმაცია ინფიცირების და სხვა რისკის ფაქტორების შესახებ;

  • ჩემთვის გასაგებია ინფორმაცია დონაციის პროცედურის და მასთან დაკავშირებული შესაძლო გართულებების შესახებ;

  • მე მქონდა საშუალება დამესვა შეკითხვები და მიმეღო დამაკმაყოფილებელი პასუხები;

  • მე ვიცი, რომ ჩემი სისხლი არ იქნება გამოყენებული გადასასხმელად, თუ ჯანმრთელობის შემოწმების და ტესტირების შედეგები არ იძლევა ამის საშუალებას;

  • მე ვიცი, რომ სისხლის დაწესებულება ვალდებულია შეატყობინოს შესაბამის ორგანოს (ორგანოებს), თუ დონაციისას დადგინდება ინფექციის არსებობა, რომელიც ექვემდებარება შეტყობინებას, როგორიცაა - აივ ინფექცია/შიდსი, ჰეპატიტები;

  • ინფორმირებული ვარ, რომ შემიძლია უარი ვთქვა დონაციაზე ნებისმიერ დროს, ასევე შემიძლია განვაცხადო უარი (გაღებული სისხლის გამოყენებაზე) დონაციის შემდეგაც და ამის შესახებ შევატყობინო სისხლის დაწესებულებას;

  • სრულად ვაცნობიერებ ჩემ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მნიშვნელობას ჩემი და პაციენტის ჯანმრთელობისთვის;

  • ჩემთვის ცნობილია, რომ ინფიცირების დამალვისთვის პასუხს ვაგებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

  • ჩემ მიერ გაცემული პასუხები და მოწოდებული ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს ჩემთვის არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე.

ვიძლევი თანხმობას:

  • ჩემი ჯანმრთელობის შემოწმებისა და სისხლის ან სისხლის კომპონენტების დონაციაზე;

  • ჩემი სისხლის ტესტირებაზე ტრანსფუზიით გადამდებ ინფექციებზე (აივ/შიდსი, ჰეპატიტი C, ჰეპატიტი B, სიფილისი და სხვა);

  • რომ ჩემი პერსონალური მონაცემები, ინფორმაცია დონაციების, ჯანმრთელობის და ტესტირების შედეგების შესახებ შეტანილი იქნება დონორთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში და დამუშავებული კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

  • რომ მივიღო შეტყობინება სისხლის დაწესებულებიდან, თუ ჩემი სისხლის ტესტირებისას მიღებული იქნება არასასურველი შედეგები, რაც მნიშვნელოვანი იქნება ჩემი ჯანმრთელობისთვის;

  • ინფორმირებული და თანახმა ვარ, რომ ჩემ მიერ სისხლის ან სისხლის კომპონენტების დონაციიდან დამზადებული ნიმუშები გამოყენებული იყოს ხარისხის გარე კონტროლის მიზნით ჩატარებული კვლევებისთვის;

  • ჩემი სისხლის ნიმუში ან დონაციიდან დარჩენილი გადასხმისთვის გამოუყენებელი სისხლის ნაწილი შეიძლება გამოყენებული იყოს სამეცნიერო კვლევის მიზნებისთვის:

კი. არა.

  • შეიძლება ინფორმირებული ვიყო თუ სამეცნიერო კვლევებში მიღებული კვლევის შედეგები აჩვენებს გადახრებს, რაც მნიშვნელოვანი იქნება ჩემი ჯანმრთელობისთვის:

კი. არა.

დონორის სახელი და გვარი ______________________ დონორის ხელმოწერა

_______________________

(თუ დონორი 17-იდან 18 წლამდეა, კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი და ხელმოწერა)

თარიღი _____________

ექიმის სახელი და გვარი __________________ ექიმის ხელმოწერა

______________________________

დანართი №1.7

დონორის სამედიცინო შემოწმების ბარათი

დონორის უნიკალური № ვიზიტის თარიღი: დონაციის #
დონორის ინფორმაცია (ავსებს დონორი)
თუ თქვენი მონაცემები შეიცვალა წინა დონაციის შემდეგ, გთხოვთ, მიუთითოთ ახალი მონაცემები:
გვარი: სახელი:
პირადი № _/ _/ _/ _/ _/ _/ _/ _/ _/ _/ _/ უცხოური პასპორტის № ________________
სქესი: მამრ. მდედრ. დაბადების თარიღი __/ __/ ____
დაბადების ქვეყანა:
ფაქტობრივი მისამართი:
რეგისტრაციის მისამართი (თუ განსხვავდება ფაქტობრივი მისამართისგან):
ტელეფონი: დამატებითი ტელეფონი:
ელფოსტა:
თანახმა ვარ, მივიღო შეტყობინება/შეხსენება სისხლის დაწესებულებიდან: კი არა თუ კი SMS ტელეფონით ელფოსტით
მხოლოდ პერსონალისთვის:

დონორის ინფორმაცია

პირველადი

განმეორებითი

რეგულარული

ტესტირების შედეგი

ABO/Rh:

სხვა:

წინა დონაციების ინფორმაცია

ბოლო დონაციის №.

ბოლო დონაციის თარიღი:

დონორის გამოკვლევა
ჰემოგლობინი /ჰემატიკრიტი __________ (მმოლ/ლ) (mmol/l) არტერიული წნევა ____________ (mmHg) სხეულის მასა _____ კგ. სიმაღლე ______ სმ.
პულსი: რითმული არითმული პულსის სიხშირე _________ დარტყმა/წთ
სხეულის ტემპერატურა ______0 C სხვა კვლევები (საჭიროებისას):
კომენტარი
სპეციალისტის ინიციალები:
გასაუბრება / შემოწმება ექიმის მიერ კი არა
შემოწმების შედეგი: ნებადართულია

დაწუნებულია დროებით

__/ ___/ ______ მდე

მიუთითეთ დროებით დაწუნების მიზეზი/კოდი:
დაწუნებულია სამუდამოდ მიუთითეთ სამუდამო დაწუნების მიზეზი/კოდი:
კომენტარი:
პასუხისმგებელი ექიმის ინიციალები და ხელმოწერა:
მიმდინარე დონაცია მთლიანი სისხლი აფერეზი დონაციის საიდენტიფიკაციო ნომერი:
შეგროვილი კომპონენტები

კომპონენტი: ________

მოცულობა ________

კომპონენტი: ________

მოცულობა ________

კომპონენტი: ________

მოცულობა ________

ვენეპუნქცია მარჯვენა ხელი მარცხენა ხელი ფლებოტომისტის ინიციალები:
დონაციის დრო

დაწყების

________

დასრულების _________ ნიმუშები შეგროვდა: ინიციალები
დონაციის შედეგი კარგი ვერ შესრულდა არასრული
გვერდითი რეაქციები/გართულებები არა კი

თუ კი, მიუთითეთ რომელი /კოდი ________________________________

სუსტად გამოხატული

საშუალო

მძიმე

გვერდითი რეაქციის შემთხვევაში ჩატარებული მკურნალობა:
დონაციაზე პასუხისმგებელი პერსონალის/ექიმის ინიციალები და ხელმოწერა:
საბოლოო შეფასება
პასუხისმგებელი ექიმის ხელმოწერა:

დანართი №1.8

დონორის საინფორმაციო ფურცელი

(ინფორმაცია სისხლის დონორობის მსურველთათვის)

მადლობა, რომ გადაწყვიტეთ დონორობა!

იმისათვის, რომ სისხლის დონაცია უსაფრთხო იყოს თქვენთვის და პაციენტისთვის, რომელსაც თქვენი სისხლი გადაესხმება, აუცილებელია ზუსტად და გულწრფელად გვიპასუხოთ დასმულ შეკითხვებზე. თქვენ მიერ მოწოდებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობა მაქსიმალურად იქნება დაცული.

თქვენ მიერ გაცემული პასუხების სიზუსტე და გულწრფელობა აუცილებელია!

გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას სანამ გასცემთ სისხლს!

თუ ამჟამად გაქვთ ან ნებისმიერ დროს გაგიჩნდებათ შეკითხვა, გთხოვთ, მოგვმართოთ სისხლის დაწესებულების პერსონალს.

იმისათვის, რომ დავადგინოთ შეგიძლიათ თუ არა სისხლის დონაცია, ჩვენ:

  • შეგეკითხებით თქვენი ჯანმრთელობის და მოგზაურობის შესახებ;

  • მიღებული წამლების შესახებ;

  • დაგისვამთ შეკითხვებს, რათა გავარკვიოთ გაქვთ თუ არა სისხლის გზით გადამდები ინფექციების რისკი, განსაკუთრებით კი ჰეპატიტების და აივ/შიდსის;

  • გაგიზომავთ არტერიულ წნევას, ტემპერატურას და პულს;

  • დონაციამდე აგიღებთ სისხლის მცირე ნიმუშს ჰემოგლობინის რაოდენობის განსაზღვრისათვის (იმისათვის, რომ გამოვრიცხოთ ანემია).

თუ გიმოგზაურიათ ან დაიბადეთ სხვა ქვეყანაში:

გახსოვდეთ, რომ დონორული სისხლის ტესტირება არ ხდება ზოგიერთ ისეთ ინფექციაზე, რომელიც გავრცელებულია გარკვეულ ქვეყნებში. თუ თქვენ დაიბადეთ ან იმოგზაურეთ ასეთ ქვეყნებში, შეიძლება, რომ არ იყოთ დაშვებული სისხლის დონაციისთვის.

დონაციის წინ:

ჩვენ დაგიმუშავებთ იდაყვის ფოსოს (საინექციო არეს) ანტისეპტიკური საშუალებით. (გთხოვთ, გვაცნობოთ, თუ ოდესმე გქონდათ კანის ალერგიული რეაქცია ან ალერგიული ხართ იოდზე!).

თქვენი სისხლის შესაგროვებლად გამოვიყენებთ მხოლოდ სტერილურ, ერთჯერად ინსტრუმენტებს.

დონაციისას:

თქვენ ჩააბარებთ დაახლოებით 450 მლ სისხლს. სისხლის დონაციის პროცესი გასტანს მაქსიმუმ 12 წუთს. თუ დონაცია ხდება ავტომატური მეთოდით (აფერეზი), შეგროვებული სისხლის რაოდენობა გამოითვლება თქვენი წონის, სიმაღლის და სისხლის ანალიზის საფუძველზე. აფერეზით დონაციის დრო დაახლოებით 45-90 წუთია. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ დონაცია და ნებისმიერ დროს შეგვატყობინოთ ამის შესახებ სისხლის დაწესებულების პერსონალს. თქვენი სისხლი და სისხლის ნიმუშები შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც ტრანსფუზიისთვის, ასევე შემდგომი წარმოებისთვის, სამეცნიერო კვლევებისთვის და საჭიროების მიხედვით სხვა მიზნებისთვის.

დონაციის შემდეგ:

გადასასხმელი სისხლის და პაციენტების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თქვენი სისხლი ტესტირებული იქნება სხვადასხვა ტიპის ჰეპატიტზე, აივ ინფექციაზე, შესაძლოა ზოგიერთ სხვა ვირუსზეც და სიფილისზე. თქვენი სისხლი ასევე ტესტირებული იქნება ABO, Rh ჯგუფის და შესაძლოა სისხლის სხვა უჯრედოვან მარკერებზე, რაც მნიშვნელოვანი იქნება ტრანსფუზიისთვის.

თუ ინფექციებზე ტესტირების შედეგი იქნება რეაქტიული, თქვენი სისხლი არ იქნება პაციენტისთვის გადასხმული და მოხდება თქვენი დაწუნება მომავალი დონორობიდან. ამის შესახებ მიიღებთ შეტყობინებას. სისხლის დაწესებულება არ დაგიკავშირდებათ, თუ თქვენი სისხლის გამოკვლევის შედეგები იქნება უარყოფითი. თქვენი ტესტირების შედეგები შეინახება კონფიდენციალურად და არ იქნება გამხელილი თქვენი წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამას ითვალისწინებს კანონი (მაგ., შეტყობინება სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისთვის და აივ-ის შემთხვევაში - შესაბამისი პროფილის პასუხისმგებელი დაწესებულებისთვის).

გახსოვდეთ, რომ შეგიძლიათ შეატყობინოთ სისხლის დაწესებულებას დონაციის შემდეგ განვითარებულ ნებისმიერ მოვლენაზე ან ინფორმაციაზე, რამაც შეიძლება უკვე ჩაბარებული სისხლი გამოუსადეგარი გახადოს პაციენტისთვის.

დონაციის შემდეგ შესაძლო გვერდითი ეფექტები:

დონაციის შემდეგ ყველაზე ხშირად შესაძლებელია განვითარდეს, მაგრამ არა ყოველთვის, შემდეგი გვერდითი მოვლენები: სისხლჩაქცევები დონაციის ადგილზე ან თავბრუსხვევა. ძალზედ იშვიათად შეიძლება იყოს გამოხატული სისუსტე, ვენის ანთება, შეიძლება განვითარდეს კანის ინფექცია ან ნერვის დაზიანება. თუ ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, მიმართეთ სისხლის დაწესებულების პერსონალს, რომელიც დაგაკვალიანებთ - ვის მიმართოთ, თუ საჭირო გახდება შემდგომი სამედიცინო ჩარევა.

აივ/შიდსის და ჰეპატიტების მიმართ მომატებული რისკის ფაქტორები

ზოგიერთი ინფექცია, როგორიცაა - ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსული (აივ) ინფექცია, რომელიც იწვევს შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომს (/შიდსს), B და C ჰეპატიტები, სიფილისი და სხვ., გადაცემა, ძირითადად, ხდება ინფიცირებულ პირთან სქესობრივი კონტაქტით ან ამ პირის სისხლთან კონტაქტით, მაგალითად, საზიარო საინექციო ინსტრუმენტების, ნემსის, შპრიცის ან ჭურჭლის გამოყენებით ნარკოტიკების მოხმარებისას.

ტრანსფუზიის შემთხვევაში ეს ინფექციები შეიძლება გადაეცეს რეციპიენტს, ამიტომ ჩვენ დაგისვამთ შეკითხვებს სქესობრივი კონტაქტის და სხვა ინფიცირების რისკის შემცველი აქტივობების შესახებ.

ზოგიერთ ჩვენ მიერ დასმული შეკითხვის სიტყვებში: „სქესობრივი კავშირი“, „სქესობრივი კონტაქტი“ ან „სექსი“, იგულისხმება ნებისმიერი სახის სქესობრივი აქტივობა (ვაგინალური, ორალური, ანალური), მიუხედავად იმისა, გამოყენებული იყო თუ არა პრეზერვატივი, წამლები და/ან თავდაცვის სხვა საშუალება ინფექციების ან ორსულობისგან თავის დასაცავად.

ნუ ჩააბარებთ სისხლს, თუ თქვენ:

  • ოდესმე გქონდათ დადებით შედეგი აივ/შიდსზე ტესტირებისას;

  • თუ ოდესმე მიგიღიათ წამლები აივ/შიდსის სამკურნალოდ (ანტირეტროვირუსული წამლები ART);

  • თუ ბოლო 12 თვის განმავლობაში მიგიღიათ აივ/შიდსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური მედიკამენტები (დასალევი აბები). ეს წამლები თქვენთვის შეიძლება იყოს ცნობილი, როგორც PrEP, PEP, ტრუვადა, (ტენოფოვირი, ემტრიციტაბინი);

  • თუ ბოლო 2 წლის განმავლობაში მიგიღიათ აივ/შიდსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საინექციო წამლები;

  • თუ ოდესმე გამოგიყენებიათ ინექციური გზით ნარკოტიკები;

  • თუ ოდესმე გამოგიყენებიათ საინექციო ნემსი სტეროიდების ან ნებისმიერი წამლის მისაღებად, რომელიც არ იყო ექიმის მიერ დანიშნული;

  • ოდესმე აგიღიათ ფული, ნარკოტიკი ან სხვა სახის ანაზღაურება სქესობრივი კავშირის სანაცვლოდ;

  • გქონდათ სქესობრივი კავშირი ბოლო 6 თვის განმავლობაში ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე გარემოების მქონე პირთან;

  • თუ თქვენ ხართ მამაკაცი, რომელსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში აქვს სქესობრივი კონტაქტი სხვა მამაკაცთან;

  • თუ თქვენ ხართ ქალი, რომელსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში ჰქონდა სქესობრივი კავშირი მამაკაცთან, რომელსაც ჰქონდა სქესობრივი კავშირი სხვა მამაკაცთან ბოლო 6 თვის განმავლობაში;

  • გქონდათ სიფილისი ოდესმე ან გონორეა ბოლო 12 თვის განმავლობაში;

  • ბოლო 6 თვის განმავლობაში იმყოფებოდით დაპატიმრებული 72 საათზე მეტი ხნით;

  • ჰქონდა B ან C ვირუსული ჰეპატიტის ინფექცია/დაავადება.

ნუ ჩააბარებთ სისხლს, თუ გქონდათ ან გაქვთ შემდეგი ჩივილები, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს აივ/შიდსთან, სანამ მოხდება აივ-ის ტესტირებით გამოვლენა:

  • ცხელება;

  • გადიდებული ლიმფური კვანძები (ჯირკვლები);

  • ყელის ტკივილი.

გახსოვდეთ, რომ თქვენი სისხლით სხვა ადამიანს შეიძლება გადაეცეს სხვადასხვა ინფექცია, მათ შორის, აივ/შიდსი. მაშინაც კი, თუ თქვენ თავს გრძნობთ კარგად და ტესტირებისას გაქვთ უარყოფითი შედეგი. ეს იმიტომ ხდება, რომ ვირუსის დადგენა ინფიცირებიდან დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ ხერხდება ყველაზე საუკეთესო ტესტებითაც კი.

თუ თქვენ თვლით, რომ გაქვთ აივ/შიდსის ან ნებისმიერი სხვა ინფექციის რისკი, ნუ ჩააბარებთ სისხლს მხოლოდ იმისათვის, რომ ჩაიტაროთ ტესტირება! აივ/შიდსზე უფასო და ანონიმური ტესტირებისთვის, გთხოვთ, რომ მიმართოთ სს თ. ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა საკონტაქტო ინფორმაციას მოგაწვდით, ასევე ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას, თუ სად შეგიძლიათ სხვა ინფექციებზე ტესტირების ჩატარება სისხლის დაწესებულების გარეთ.

მალარია, ებოლა, ჩიქუნგუნია, დენგეს ცხელება ან ნებისმიერი უცნობი ცხელება მოგზაურობისას. გთხოვთ, ნუ ჩააბარებთ სისხლს თუ ოდესმე გქონდათ ჩამოთვლილი დაავადებები. თუ გქონდათ მალარია, დაელოდეთ 3 წელი მკურნალობის დასრულებიდან, ასევე ჩიქუნგუნიას ან დენგეს ცხელება, გთხოვთ, რომ დაელოდოთ 120 დღე სრულ განკურნებას.

ინფორმაცია თქვენ შესახებ კონფიდენციალურია. საქართველოს კანონმდებლობით თქვენ შესახებ ინფორმაცია სისხლის დაწესებულებაში ინახება კონფიდენციალურად. ეს არის ინფორმაცია თქვენი დემოგრაფიული მონაცემების შესახებ, დონაციების შესახებ, თქვენი პასუხები დონორის კითხვარზე, თქვენი სისხლის ტესტირების შედეგები და თქვენი დონორობასთან შესაბამისობა. თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ ეს ინფორმაცია და გვთხოვოთ, რომ განვაახლოთ ის საჭიროებისას.

რეგულარული დონორებისთვის: ბოლო სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ სისხლის ხშირი დონაცია ამცირებს ორგანიზმში დაგროვილი რკინის რაოდენობას. თუ ერითროციტებს (სისხლის წითელ უჯრედებს) წელიწადში ორჯერ ან მეტჯერ გასცემთ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ურეცეპტოდ გაცემული რკინის შემცველი პრეპარატის მიღება.

კვლევითი საქმიანობა. სისხლის დაწესებულება ხელს უწყობს სამეცნიერო კვლევების მიმდინარეობას სისხლის და სისხლის კომპონენტების უსაფრთხოების და დონორთა და რეციპიენტთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით. თქვენ მიერ გაცხადებული ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, სამეცნიერო კვლევების მიზნებისათვის, სისხლის დაწესებულება შეინახავს და გამოიყენებს თქვენი სისხლის ნიმუშს ან გამოუყენებელი სისხლის ნაწილს (მაგალითად - ლეიკოციტები, რომლებიც არ იყო გამოყენებული ტრანსფუზიისთვის). ამ შემთხვევაში თქვენი ინფორმაცია იქნება არაიდენტიფიცირებადი მკვლევარებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ კვლევისას აღმოჩნდა რაიმე გადახრები, რაც მნიშვნელოვანი იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის, თქვენი თანხმობის საფუძველზე სისხლის დაწესებულება დაგიკავშირდებათ და შეგატყობინებთ.

თუ ამჟამად გაქვთ ან ნებისმიერ დროს გაგიჩნდებათ შეკითხვა, გთხოვთ, მოგვმართოთ სისხლის დაწესებულების პერსონალს. თქვენ მიერ მოწოდებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობა მაქსიმალურად იქნება დაცული.

გთხოვთ, ნუ გაიღებთ სისხლს აივ-ზე ან სხვა ინფექციებზე ტესტირების მიზნით!

არ გაიღოთ სისხლი, თუ თქვენი სისხლის გადასხმით შეიძლება დაზიანდეს პაციენტი!

(სისხლის დაწესებულების დასახელება და საკონტაქტო მონაცემები)


დანართი №1.9

წამლების ჩამონათვალი, რომელიც წარმოადგენს დონორის დროებითი და სამუდამო დაწუნების საფუძველს

დონორის მიერ ამჟამად ან ოდესმე მიღებული წამლების ტიპი წამლის დასახელება იმავე წამლის სხვა დასახელება წამლის ბოლო მიღებიდან დაწუნების პერიოდები
ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი არასტეროიდული საშუალებები 48 საათი
ანტიბიოტიკები ინფექციის სამკურნალოდ (აბები ან ინექცია)

აბები - 1 დღე;

ინექცია -14 დღე

ანტითრომბოციტული საშუალებები (ჩვეულებრივ გამოიყენებიან ინსულტის ან გულის შეტევის/ინფარქტის პროფილაქტიკის მიზნით) ფელდენე პიროქსიკამი 2 დღე
ეფიენტი Effient პრასუგრელი prasugrel 3 დღე
ბრილინტა ტიკაგრელორი 7 დღე
პლავიქსი კლოპიდოგრელი 14 დღე
ტიკლიდი ტიკლოპიდინი
ზონტივიტი Zontivity ვორაპაქსარი vorapaxar 1 თვე
ანტიკოაგულაციური წამლები ან ე.წ. „სისხლის გამათხელებელი“ (ჩვეულებრივ გამოიყენებიან ფეხებში და ფილტვებში თრომბების წარმოქმნის და ინსულტების თავიდან არიდების მიზნით) არიქსტრა ფონდაპარინუქს ნატრიუმი 2 დღე
ელიქისი Eliquis აპიქსაბანი Apixaban
ფრაგმინი დალტეპარინი
ლოვნოქსი Lovenox- ენოქსაპარინი
პრადაქსა დაბიგატრან ეტექსილატი
სავაისა Savaysa ედოქსაბანი edoxaban
ქსარელტო რივაროქსაბანი
კუმადინი, ვარფილონი, Warfilone, ჯანოვენი Jantoven ვარფარინი 7 დღე
ჰეპარინი, დაბალმოლეკულური ჰეპარინი, კლექსანი, ფრაქსიპარინი
აკნეს მკურნალობა

დიფერინი

აკნეტრენტი, აქსოტრეტი

ელენეონ პლუსი

აკუტანი

მიორისანი -Myorisan

Amnesteem

სოტრეტი - Sotret

Absorica

Zenatane

Claravis

ადაპალენე იზოტრეტინოინი

ტრეტინოინი

1 თვე
მრავლობითი მიელომის სამკურნალოდ თალომიდი-Thalomid თალიდომიდი thalidomide
რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ რინვოკი -Rinvoq უპადაციტინიბი -upadacitinib
თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალება პენესტერი ფინასტერიდი
პროსტატიტის სინდრომების სამკურნალოდ ავოდარტი დუდასტერიდი 3 წელი
იმუნოსუპრესანტი ცელსეპტი Cellcept მიკოფენოლატ მოფეტილი mycophenolate mofetil 6 კვირა
აივ ინფექციის პროფილაქტიკის მიზნით ექსპოზიციამდელი PrEP და ექსპოზიციის შემდგომი PEP მკურნალობა

ტრუვადა,

დესკოვი,

ტივიკაი,

ისენტრესი

ტენოფოვირი, ემტრიციტაბინი, დოლუტეგრავირი, რალტეგრავირი 12 თვე
Apretude, Sunlenca (Lenacapavir) - და სხვა, აივ პროფილაქტიკის ინექციური საშუალება კაბოტეგრავირი, ლენაკაპავირი 2 წელი
კანის ბაზალურუჯრედოვანი კიბოს სამკურნალოდ

Erivedge

Odomzo

vismodegib

sonidegib

24 თვე
რეციდივირებადი გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ Aubagio teriflunomide სამუდამო
რევმატოიდული ართრიტი არავა ლეფლუნომიდი 24 თვე
ექსპოზიცია ჰეპატიტის გამომწვევით იმუნოჰბს 334 სე/მლ ჰეპატიტ B საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი HBIG 12 თვე
ექსპერიმენტალური მედიკამენტი ან არალიცენზირებული (ექსპერიმენტული) ვაქცინა 12 თვე ან ექიმის გადაწყვეტილებით
ფსორიაზი პსორეტინი აციტრეტინი, ნეოტიგასონი 36 თვე
ტეგისონი ეტრეტინატი სამუდამო
აივ/შიდსის მკურნალობა, ცნობილი, როგორც ანტირეტროვირუსული თერაპია - ართ (АРТ)

სისხლის და სისხლის კომპონენტების სავარაუდო დონორს:

გთხოვთ, გაეცნოთ მოცემულ ცხრილს და გვაცნობოთ ჩამოთვლილი წამლებიდან რომელიმეს თუ იღებთ ამჟამად ან მიგიღიათ ადრე.

გახსოვდეთ, რომ არ უნდა შეწყვიტოთ თქვენი ექიმის მიერ დანიშნული წამლების მიღება სისხლის დონაციის მიზნით

ჩამოთვლილი წამლების მიღების დროს სისხლის ან მისი კომპონენტების დონორობამ შესაძლებელია უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს როგორც თქვენი, ასევე რეციპიენტის ჯანმრთელობაზე, რომელსაც გადაესხმევა თქვენი სისხლი ან მისი კომპონენტი.

ამიტომ ზოგიერთი პრეპარატი ზღუდავს თქვენს უფლებას იყოთ სისხლის დონორი შემდეგი მიზეზების გამო:

ანტითრომბოციტული საშუალებები მოქმედებენ თრომბოციტების ფუნქციაზე და, ამის გამო, იმ პირებმა რომლებიც ღებულობენ აღნიშნულ პრეპარატებს არ უნდა ჩააბარონ თრომბოციტები მითითებული პერიოდის განმავლობაში.

ანტიკოაგულანტური საშუალებები ან „სისხლის გამათხელებლები“ გამოიყენება ფეხებში, ფილტვებში და სხეულის სხვა ნაწილებში თრომბების წარმოქმნის პრევენციისა ან/და სამკურნალოდ, აგრეთვე, ინსულტის პრევენციის მიზნით. ეს პრეპარატები ზეგავლენას ახდენენ სისხლის შედედების უნარზე, რამაც შეიძლება სისხლჩაქცევების განვითარება ან სისხლდენა გამოიწვიოს სისხლის დონაციის დროს.

პრეპარატები იზოტრეტინოინი, ფინასტერიდი, დუტასტერიდი და ეტრეტინატი ტერატოგენური პრეპარატებია და ორსულობაში მათმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ახალშობილთა თანდაყოლილი დეფექტები. ამ პრეპარატების მიღებისას, დონორის სისხლი შესაძლოა შეიცავდეს მათ საკმაოდ მაღალ კონცენტრაციას, რითაც ზიანი შეიძლება მიაყენოს ჯერ არ დაბადებულ ბავშვს, თუ ეს სისხლი გადაესხმება ორსულ ქალს.

ტალომიდი (ტალიდომიდი), ერივეჯი (ვისმოდეგიბი), ოდომზო (სონიდეგიბი), აუბაგიო (ტერიფლუნომიდი) და რინვოკი (უპადაციტინიბი) - შეიძლება გამოიწვიონ ახალშობილთა თანდაყოლილი დეფექტები ან ჯერ არ დაბადებული ბავშვის სიკვდილი, თუ ეს სისხლი გადაესხმება ორსულ ქალს.

ცელსეპტი (მიკოფენოლატ მოფეტილი) და არავა (ლეფლუნომიდი) წარმოადგენენ იმუნოსუპრესანტებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ თანდაყოლილი დეფექტები ან ჯერ არ დაბადებული ბავშვის სიკვდილი, თუ ეს სისხლი გადაესხმება ორსულ ქალს.

აივ ექსპოზიციამდელი პროფილაქტიკა (PrEP) გულისხმობს ანტირეტროვირუსული (აივ/შიდსის საწინააღმდეგო) წამლების მიღებას გარკვეული კომბინაციით აივ ინფექციის მაღალი რისკის მქონე აივ უარყოფითი პირებისთვის ინფიცირების პრევენციის მიზნით.

აივ ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა (PEP) არის მოკლევადიანი მკურნალობა, რომელიც აივ ინფიცირების რისკის შესამცირებლად იწყება რაც შეიძლება მალე (72 საათის განმავლობაში) - მაღალი რისკის მქონე/აივ ინფიცირებულ პირთან დაუცველი სქესობრივი კონტაქტის ან სისხლთან კონტაქტის შემდეგ.

ანტირეტროვირუსული თერაპია, ართ (АРТ) არის აივ/შიდსის საწინააღმდეგო წამლების კომბინაციის ყოველდღიურად მიღება აივ/შიდსის სამკურნალოდ.

B ჰეპატიტის იმუნოგლობულინი (HBIG) არის საინექციო მასალა, რომელიც გამოიყენება B ჰეპატიტის ინფექციის თავიდან ასაცილებლად B ჰეპატიტის გამომწვევთან სავარაუდო ან დადასტურებული კონტაქტის შემდეგ. ვინაიდან, B ჰეპატიტის იმუნოგლობულინის ინექცია ყოველთვის არ იცავს ადამიანს B ჰეპატიტის ინფიცირებისგან, ამიტომ, პირებმა, რომლებმაც მიიღეს იმუნოგლობულინი, უნდა თავი შეიკავონ სისხლის დონორობისგან 12 თვე.

ექსპერიმენტული პრეპარატი ან არალიცენზირებული (ექსპერიმენტული) ვაქცინა ჩვეულებრივ დაკავშირებულია სამეცნიერო, ექსპერიმენტულ კვლევასთან და მისი გავლენა გადასხმული სისხლის უსაფრთხოებაზე უცნობია.

დანართი №1.10

სახელმძღვანელო დონორის კითხვარის გამოყენებისთვის

№ შეკითხვა თუ პასუხია: დაწუნების მიზეზი და ხანგრძლივობა
დღეს
1. გაეცანით დონორის საინფორმაციო მასალას? არა სავალდებულოა, დონორი წინასწარ გაეცნოს საინფორმაციო მასალას, ის უნდა ათვითცნობიერებდეს რომ შეუძლია დონაცია. არ უნდა იყოს დაშვებული დონაციაზე სანამ არ გაეცნობა მასალას.
2. გრძნობთ თავს ჯანმრთელად და კარგად? არა დაიწუნეთ შესაბამისი პერიოდით, თუ არსებობს ნებისმიერი მინიშნება, რომ დონაცია ზიანს მიაყენებს დონორის ჯანმრთელობას ან ამ მდგომარეობაში მყოფი დონორის სისხლი ზიანს მიაყენებს პაციენტის ჯანმრთელობას. (ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ნიშნებით დონორი არ მიიღება დონაციისთვის, ამ წესის №1.4 დანართის შესაბამისად).
3. ბოლო 4 საათის განმავლობაში მიიღეთ საკვები? არა დაიწუნეთ. სავალდებულოა, რომ დონაციის წინ დონორი არ იყოს მშიერი, ასევე სასურველია დონაციის წინ მიიღოს არაალკოჰოლური სასმელი.
ჯანმრთელობის მდგომარეობა და სამედიცინო ჩარევები
4. ადრე თუ ჩაგიბარებიათ სისხლი ან პლაზმა, მათ შორის, საზღვარგარეთ ? კი

დაიწუნეთ იმ შემთხვევაში, თუ დონაციისთვის დაშვებული ინტერვალი არ არის გასული

ამ წესის №1.3 დანართის შესაბამისად.

5. ადრე თუ იყავით დონორი, გქონდათ რაიმე გართულება? კი დაიწუნეთ, თუ გართულება დაკავშირებული იყო დონაციის პროცესთან და შეიძლება გამეორდეს.
6. ოდესმე თქვენთვის უარი თუ უთქვამთ სისხლის დონორობაზე თქვენი ჯანმრთელობის გამო? კი დაიწუნეთ, თუ უარი განპირობებული იყო დონაციის უკუჩვენებით, დააზუსტეთ - თუ იყო დროებითი დაწუნება. (გადაამოწმეთ დონორთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში).
7. ამჟამად თუ იღებთ ან ბოლო 14 დღის განმავლობაში მიგიღიათ ანტიბიოტიკი? კი

დაიწუნეთ, თუ ამჟამად ღებულობს ანტიბიოტიკს მწვავე ინფექციის გამო. აუცილებლად უნდა დადგინდეს ანტიბიოტიკის მიღების მიზეზი.

დაშვებულია 1 დღის შემდეგ პერორალური ანტიბიოტიკის მიღების დასრულებიდან და 14 დღის შემდეგ საინექციო ანტიბიოტიკის მიღების დასრულებიდან, თუ დონორი აკმაყოფილებს ყველა სხვა კრიტერიუმებს.

8. ამჟამად თუ იღებთ ან ბოლო 2 დღის წინ მიიღეთ ასპირინი ან რომელიმე ტკივილგამაყუჩებელი წამალი? კი

დაიწუნეთ 2 დღით ასპირინის ან ასპირინის შემცველი პრეპარატების მიღებიდან,

ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო წამლის მიღებიდან, აუცილებლად უნდა დადგინდეს წამლის მიღების მიზეზი.

9. ამჟამად გაქვთ ჭრილობა ან ანთებითი პროცესი სადმე? კი დაიწუნეთ, სანამ ჭრილობა ან დაზიანება მთლიანად არ შეხორცდება და ანთებითი პროცესი მთლიანად არ ჩაივლის.
ბოლო 1 კვირის განმავლობაში
10. იყავით ვიზიტზე სტომატოლოგთან? კი დაიწუნეთ 1 კვირით, თუ იყო კბილის ექსტრაქცია ან არხების მკურნალობა.
11. იყავით ექიმთან სამკურნალოდ ან გეგმავთ მისვლას? თუ კი რომელთან? კი დაიწუნეთ შესაბამისი პერიოდით, თუ ექიმთან ვიზიტი დაგეგმილია დაავადების გამო, რომელიც შედის დაწუნების კრიტერიუმებში, ამ წესის №1.4 დანართის შესაბამისად.
12. გქონდათ ჰერპესის ტიპის გამონაყარი მაგ., ტუჩზე? კი

დაიწუნეთ 1 კვირით სიმპტომების გაქრობიდან და ანტივირუსული მკურნალობის დასრულებიდან;

დაიწუნეთ სამუდამოდ, თუ ქრონიკული წყლულები აქვს 1 თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში და ინფექციის ფონზე განუვითარდა ბრონქიტი, პნევმონია ან ეზოფაგიტი.

დაიწუნეთ 12 თვე გენიტალური ჰერპესის მკურნალობის დასრულებიდან.

ბოლო 2 კვირის განმავლობაში
13. იყავით ავად ან/და გქონდათ ხველა, ყელის ტკივილი ან ცხელება? კი

დაიწუნეთ, თუ ამჟამად არის მწვავე, სიმპტომური, თუ ისევ გრძელდება ცხელება ან აქტიური ინფექციაა, დაელოდოს, სანამ ინფექციის ნიშნები მთლიანად არ ალაგდება და არ განიკურნება. დაშვებულია 2 კვირის შემდეგ სიმპტომების სრული გაქრობიდან.

იხ. დანართი №1.4 ალოგენური დონორებისთვის სამუდამო და დროებითი დაწუნების კრიტერიუმები.

ბოლო 12 თვის განმავლობაში
14. გქონდათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის პრობლემა (გასაუბრებისას მიუთითეთ რომელი)? კი დაიწუნეთ იმის მიხედვით, თუ რა სახის პრობლემაა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ამ წესის №1.4 დანართის შესაბამისად.
15. ჩატარებული გაქვთ მკურნალობა ქირურგიული ოპერაციით? კი

გაარკვიეთ ქირურგიული მკურნალობის მიზეზი, მნიშვნელოვანია განისაზღვროს და შეფასდეს ის ძირითადი მდგომარეობა, რის გამოც მოხდა ქირურგიული ჩარევა.

დონორი უნდა იყოს სრულად გამოჯანმრთელებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ;

დაიწუნეთ 6 თვე ფართო ქირურგიული ჩარევის შემდეგ, თუ სრულად გამოჯანმრთელდა.

დაიწუნეთ 12 თვე გამოჯანმრთელებიდან, თუ სახსრების პროტეზირებაა.

დაიწუნეთ 1 კვირა, თუ უმნიშვნელო ქირურგიული მანიპულაციაა

და ჭრილობა ბოლომდე შეხორცდა და არ არსებობს ინფექციის ნიშნები.

16. ჩატარებული გაქვთ იმუნიზაცია/ვაქცინაცია (აცრა)? კი

დაიწუნეთ ჩატარებული ვაქცინაციის ან იმუნიზაციის პერიოდის მიხედვით, ამ წესის №1.4 დანართის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

გაარკვიეთ ვაქცინაცია პროფილაქტიკის მიზნით ჩატარდა, თუ ადგილი ჰქონდა გამომწვევთან ექსპოზიციას.

17. გაგიკეთებიათ რაიმე სამედიცინო ინვაზიური გამოკვლევები, მაგალითად, ენდოსკოპიური კვლევა? თუ კი, ჩაგიტარდათ თუ არა ბიოფსია? კი დაიწუნეთ 6 თვით ენდოსკოპიური კვლევებიდან, აუცილებლად უნდა შეფასდეს ჩატარებული გამოკვლევის მიზეზი და ძირითადი დიაგნოზი.
18. მიიღეთ აივ ინფექციის პროფილაქტიკის მიზნით რაიმე წამალი, (ექსპოზიციის წინა ან ესპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა PrEP ან PEP)? კი

დაიწუნეთ 12 თვე, თუ მიღებულია აბები აივ ინფექციის პროფილაქტიკის მიზნით (ექსპოზიციამდელი PrEP და ექსპოზიციის შემდგომი PEP) ტრუვადა (ტენოფოვირ, ემტრიციტაბინ, დეზოპროხილ ფუმარატი), დესკოვი (ემტრიციტაბინ და ტენოფოვირ ალაფენამიდი), ტივიკაი (დოლუტეგრავირი), ისენტრესი (რალტეგრავირი) და სხვა;

დაიწუნეთ 2 წელი, თუ აივ პროფილაქტიკის მიზნით მიღებულია საინექციო საშუალება Apretude - კაბოტეგრავირი.

ბოლო 3 წლის განმავლობაში
19.

მიიღეთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი წამალი? აციტრეტინი (ნეოტიგასონი, სორიატანი), დუტასტერიდი (ავოდარტი, კომბოდარტი), ფინასტერიდი (პროპეცია, პროსკარი) ან იზოტრეტინოინი (კურაკნე, როაკუტანი), პლავიქსი ან ტიკლიდი?

ოდესმე თუ მიგიღიათ ეტრეტინატი (ტიგასონი)?

კი

დაიწუნეთ სამუდამოდ, თუ მიუღია ეტრეტინატი (ტიგასონი);

დაიწუნეთ ერთი თვით, თუ ღებულობდა აკუტანს, პროსკარს ან პროპეციას;

დაიწუნეთ 6 თვით, თუ ღებულობდა ავოდარტს;

დაიწუნეთ 3 წლით, თუ ღებულობდა სორიატანს (აციტრეტინს, ნეოტიგასონი);

დაიწუნეთ 14 დღით თრომბოციტების დონაციისთვის, პლავიქსის ან ტიკლიდის ბოლო მიღებიდან, ამ წესის №1.9დანართის შესაბამისად.

ოდესმე
20. გქონდათ სისხლის ტრანსფუზია ანუ გადაგისხეს სხვა დონორის სისხლი? კი დაიწუნეთ 6 თვით დონორი, რომელსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გადაესხა სისხლი, ერითროციტები, თრომბოციტები ან პლაზმა, გაარკვიეთ - რა მიზეზით მოხდა ტრანსფუზია. გაარკვიეთ - ხომ არ იყო ტრანსფუზია უცხოეთში, მალარიის ენდემურ ზონაში.
21. გქონდათ დადებითი პასუხი აივ/შიდსზე ტესტირებისას? კი დაიწუნეთ სამუდამოდ.
22. მიგიღიათ ან თუ იღებთ წამალს აივ/შიდსის სამკურნალოდ? კი დაიწუნეთ სამუდამოდ.
23. გქონდათ დადებითი პასუხი C ან B ჰეპატიტებზე ტესტირებისას? კი დაიწუნეთ სამუდამოდ.
24. ოდესმე გქონდათ გონორეა, სიფილისი, გენიტალური ჰერპესი ან სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექცია? კი

დაიწუნეთ სამუდამოდ სიფილისის შემთხვევაში

დანარჩენი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შემთხვევაში - სრული განკურნებიდან 12 თვით, თუ ექიმის მიერ დოკუმენტირებულია განკურნება, დანართი №1.4 -ის შესაბამისად

25. გადაინერგეთ ორგანო, ქსოვილი ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტი? კი დაიწუნეთ სამუდამოდ.
26. გადაინერგეთ ტვინის მაგარი გარსი, თვალის რქოვანა ან ქსენოტრანსპლანტაციის პროდუქტი (ანუ ცხოველური წარმოშობის ორგანო ან ქსოვილი)? კი დაიწუნეთ სამუდამოდ.
27. გქონიათ შემდეგი დაავადება ან ჩივილები:
ა) ალერგია? კი დაიწუნეთ სამუდამოდ, თუ ანამნეზში არის ანაფილაქსიის შემთხვევა
ბ) ბრონქიალური ასთმის შეტევები კი

დაიწუნეთ სამუდამოდ

შეიძლება დონაცია, თუ მსუბუქი ფორმაა და არ არის აქტიური სიმპტომები

გ) დიაბეტი? ენდოკრინული სისტემის სხვა დაავადება? კი

დაიწუნეთ სამუდამოდ ინსულინით მკურნალობის შემთხვევაში,

აგრეთვე, თუ დიაბეტის გართულებებია: მაგ., თვალის დიაბეტური რეტინოპათია, ნეიროპათია, ნეფროპათია, ვასკულარული დაავადებები, განგრენა, ამპუტაცია, კარდიოვასკულარული დაავადებები, ამ წესის №1.4 დანართის შესაბამისად.

დ) კუჭის, ღვიძლის, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადება? კი

დაიწუნეთ სამუდამოდ, თუ სერიოზული მწვავე, ქრონიკული ან მორეციდივე დაავადებების მქონე პაციენტი.

იხ. დანართი N 1.4 ალოგენური დონორებისთვის სამუდამო და დროებითი დაწუნების კრიტერიუმები.

ე) ნებისმიერი ჩივილი გულთან ან ფილტვებთან დაკავშირებით (სუნთქვის უკმარისობა)? კი დაიწუნეთ სამუდამოდ, თუ გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის სერიოზული დაავადება ამჟამად ან ამგვარი დაავადების არსებობა ანამნეზში.
ვ) თირკმლის ან საშარდე სისტემის დაავადება? კი

დაიწუნეთ სამუდამოდ, თუ სერიოზული მწვავე, ქრონიკული ან მორეციდივე დაავადებების მქონე პაციენტია.

დაიწუნეთ 2 კვირით განკურნებიდან, თუ საშარდე გზების მწვავე ანთებაა, ცისტიტი.

იხ. დანართი N 1.4 ალოგენური დონორებისთვის სამუდამო და დროებითი დაწუნების კრიტერიუმები.

ზ) ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება ან პრობლემა? (გულყრა/კრუნჩხვები) კი

დაიწუნეთ სამუდამოდ

დასაშვებია, თუ ბავშვობის ასაკში იყო კრუნჩხვების ეპიზოდები ან თუკი კრუნჩხვები აღარ განმეორებულა ანტიკონვულსიური მკურნალობის დამთავრებიდან 3 წლის განმავლობაში

იხ. დანართი N1. 5 ალოგენური დონორებისთვის სამუდამო და დროებითი დაწუნების კრიტერიუმები.

თ) სისხლის შედედების პრობლემები ან სისხლის დაავადება? (ინსულტი) კი დაიწუნეთ სამუდამოდ.
ი) ნებისმიერი ტიპის სიმსივნური დაავადება? კი დაიწუნეთ სამუდამოდ, გარდა განკურნებული in situ ნეოპლაზიებისა. თუ რეგულარულად კონტროლდება და წარმატებულია მკურნალობა.
კ) ტუბერკულოზი? კი დაიწუნეთ 2 წლით ექიმის მიერ დადასტურებული განკურნებიდან.
ლ) მალარია? დაიწუნეთ 3 წელი მკურნალობის დასრულებიდან, თუ მალარიის პარაზიტის ანტისხეულებზე იმუნოლოგიური ტესტის პასუხი უარყოფითია.
მ) ბორელიოზი ( ლაიმის დაავადება)? კი დაიწუნეთ სამუდამოდ.
ნ) ბრუცელიოზი? კი დაიწუნეთ 2 წელი სრული გამოჯანმრთელებიდან.
ო) შაგასის დაავადება კი დაიწუნეთ სამუდამოდ.
პ) ლეიშმანიოზი კი დაიწუნეთ სამუდამოდ.
ჟ) სხვა (მიუთითეთ) კი ამ წესის №1.4 დანართის შესაბამისად ალოგენური დონორებისთვის სამუდამო და დროებითი დაწუნების კრიტერიუმები.
28. გამოგიყენებიათ შედედების ფაქტორის კონცენტრატები (ჰემოფილიის სამკურნალოდ)? კი დაიწუნეთ სამუდამოდ.
29. თქვენი ოჯახის წევრს ჰქონდა კრეიცფელდტ-იაკობსის დაავადება? (CJD ან vCJD) კი დაიწუნეთ სამუდამოდ.
30. ოდესმე ჩაგიტარდათ მკურნალობა ადამიანის ჰიპოფიზის ზრდის ჰორმონით ან ადამიანის ჰიპოფიზის ექსტრაქტზე დამზადებული სხვა წამლებით? კი დაიწუნეთ სამუდამოდ ადამიანის ჰიპიფიზისგან დამზადებული წამლებით მკურნალობის შემთხვევისას.
31.

ქალი დონორებისთვის:

ა) ოდესმე ყოფილხართ ორსულად?

კი

დონორის სისხლი - ვისაც ანამნეზში აღენიშნება ორსულობა, პირველადი დონაციისას ან ბოლო დონაციის შემდეგ, საჭიროებს გამოკვლევას კლინიკურად მნიშვნელოვანი (არარეგულარული), ანტიერითროციტული ანტისხეულების არსებობაზე;

ეს შეკითხვა ასევე განსაზღვრულია იმ დონორების გამოსავლენად, რომელთა სისხლი (პლაზმა) შეიძლება შეიცავდეს ლეიკოციტარულ ანტიგენების (HLA) ანტისხეულებს, რაც შეიძლება წარმოადგენდეს რეციპიენტში ფილტვის მწვავე დაზიანების (TRALI) განვითარების უფრო მაღალ რისკს ორსულობის ისტორიის მქონე ქალი დონორის პლაზმა, აფერეზული თრომბოციტები და მთლიანი სისხლი, თუ დონორი არ არის გამოკვლეული HLA ანტისხეულებზე და არ არის დადასტურებული უარყოფითი პასუხი, არ გამოიყენება ტრანსფუზიისთვის. ასეთი პლაზმა შეიძლება გამოყენებული იყოს ფრაქციონირების მიზნებისთვის.

ბ) იყავით ორსულად ბოლო 6 თვის განმავლობაში? კი დაიწუნეთ ორსულობის დასრულებიდან 6 თვე (იმისათვის, რომ დავიცვათ დონორი რკინის დეფიციტისა და ვაზოვაგალური რეაქციისგან).
გ) ოდესმე მკურნალობდით უშვილობას? კი დაიწუნეთ სამუდამოდ, თუ მკურნალობდა მეტროდინით პრიონული დაავადების შესაძლო რისკის გამო.
რისკის ფაქტორები და ცხოვრების წესი
ბოლო 6 თვის განმავლობაში
32. გქონიათ კონტაქტი სხვა ადამიანის სისხლთან (დაზიანებული კანთან ან თვალში შეშხეფება)? კი დაიწუნეთ 6 თვით.
33. შემთხვევით იჩხვლიტეთ სხვის მიერ გამოყენებული საინექციო ნემსი? კი დაიწუნეთ 6 თვით.
34. გაიკეთეთ ტატუ, სხეულის ან ყურის პირსინგი? კი დაიწუნეთ 6 თვით.
35. გაიკეთეთ კოსმეტიკური პროცედურები, რომელიც ითვალისწინებს კანზე ჩხვლეტას? გაიკეთეთ აკუპუნქტურა? კი

დაიწუნეთ 6 თვით, თუ პროცედურა ჩატარებულია არასამედიცინო განათლების მქონე პერსონალის მიერ;

დაიწუნეთ 1 კვირით, თუ პროცედურა ჩატარებულია შესაბამისი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალის მიერ.

ოდესმე
36. გამოიყენეთ ნემსი/შპრიცი ნარკოტიკების, სტეროიდების ან სხვა წამლები რაიმე მიზნით ექიმის დანიშნულების გარეშე? კი დაიწუნეთ სამუდამოდ.
37. მიიღეთ ფული, ნარკოტიკი, ან სხვა საზღაური სქესობრივი კავშირის სანაცვლოდ? კი დაიწუნეთ სამუდამოდ.
38. გქონდათ სქესობრივი კავშირი:
ა) პირთან, რომელსაც აქვს აივ/შიდსი? კი დაიწუნეთ 6 თვით.
ბ) პირთან, რომელსაც აქვს C ჰეპატიტი ან B ჰეპატიტი? კი დაიწუნეთ 6 თვით.
გ) პირთან, რომელსაც ოდესმე გამოუყენებია საინექციო ნარკოტიკი, სტეროიდები ან სხვა წამალი ექიმის დანიშნულების გარეშე? კი დაიწუნეთ 6 თვით.
დ) პირთან, რომელიც სქესობრივი კავშირის სანაცვლოდ იღებს ფულს, ნარკოტიკს ან სხვა საფასურს? კი დაიწუნეთ 6 თვით.
ე) ახალ პარტნიორთან, ან გქონდათ სქესობრივი კავშირი ერთზე მეტ პარტნიორთან? კი დაიწუნეთ 6 თვით.
ვ) ახალ პარტნიორთან, რომელიც ცხოვრობს ან ცხოვრობდა სხვა ქვეყანაში, სადაც გავრცელებულია აივ/შიდსი? კი დაიწუნეთ 6 თვით.
39. გქონდათ შეხება ჰეპატიტით დაავადებული პირის პირადი ჰიგიენის ისეთ ნივთებთან, როგორებიცაა: მაკრატელი ან საპარსი? კი დაიწუნეთ 6 თვით.
40. იმყოფებოდით პენიტენციურ დაწესებულებაში ან დროებითი მოთავსების იზოლატორში 72 საათზე მეტი დროით? კი დაიწუნეთ 6 თვით.
41. მამაკაცი დონორებისთვის: გქონდათ სქესობრივი კავშირი სხვა მამაკაცთან (პრეზერვატივით ან მის გარეშე)? კი დაიწუნეთ 6 თვით.
42. ქალი დონორებისთვის: გქონდათ სქესობრივი კავშირი მამაკაცთან, რომელსაც ჰქონდა სქესობრივი კავშირი სხვა მამაკაცთან (პრეზერვატივით ან გარეშე)? კი დაიწუნეთ 6 თვით.
მოგზაურობის ისტორია
43. დაიბადეთ, საქართველოს საზღვრებს გარეთ? თუ კი, სად? კი დაიწუნეთ მალარიის და სხვა ინფექციების გავრცელების ქვეყნების ჩამონათვალის მიხედვით.
44. ბოლო 6 თვის განმავლობაში იმყოფებოდით საქართველოს საზღვრებს გარეთ? კი დაიწუნეთ მალარიის და სხვა ინფექციების გავრცელების ქვეყნების ჩამონათვალის მიხედვით.
45. ოდესმე გქონდათ გაურკვეველი ცხელება საზღვარგარეთ მოგზაურობისას ან დაბრუნებიდან 6 თვის განმავლობაში? კი დაიწუნეთ 3 წელი სიმპტომების გაქრობიდან.
46. 1980 წლიდან 1996 წლამდე 6 თვე ან მეტი ხნით იმყოფებოდით დიდ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში? კი დაიწუნეთ სამუდამოდ, თუ ამ პერიოდში დონორი იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში ან თუ ამ პერიოდში იქ ჰქონდა სისხლის გადასხმა, კრეიცფელდტ-იაკობსის დაავადების (CJD ან vCJD) მიმართ მომატებული რისკის გამო.
47. თქვენი სამსახური თუ მოიცავს რისკის შემცველ საქმიანობას, პილოტი, ავტობუსის ან მატარებლის მძღოლი, ამწეზე მუშაობა, კიბეებზე ან ხარაჩოებზე ასვლა, სრიალი, ცოცვა, ყვინთვა. კი მიეცით გაფრთხილება, რომ დონაციის შემდეგ 12 საათის განმავლობაში არ შეასრულოს ასეთი სამუშაო.

დანართი №1.11

ავტოლოგიური (წინასწარ დეპონირებული სისხლის) დონორის ინფორმირებული თანხმობის ფორმა

მიზეზი, თუ რატომ უნდა გადამესხას ჩემი, საკუთარი სისხლი, რომელსაც წინასწარ გავიღებ, ამიხსნა ექიმმა: ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­________________________________________ (სახელი, გვარი)

  • თანახმა ვარ, გავიღო სისხლი ან/და სისხლის კომპონენტი ჩემთვის, ტრანსფუზიის მიზნით;

  • მე ინფორმირებული ვარ ავტოლოგიური დონაციის და ტრანსფუზიის პროცედურის შესახებ და მასთან დაკავშირებული რისკების ან შესაძლო გართულებების შესახებ;

  • ინფორმირებული ვარ, რომ ჩემ მიერ გაღებული სისხლი ან სისხლის კომპონენტი შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი დაგეგმილი ტრანსფუზიის მოთხოვნებისთვის და, შესაბამისად, დამჭირდეს სხვა (ალოგენური) დონორების სისხლი ან/და სისხლის კომპონენტები გადასასხმელად;

  • თანახმა ვარ, რომ ჩემ მიერ გაღებული სისხლი ტესტირებული და დამუშავებული იყოს ეროვნული რეგულაციების და სისხლის დაწესებულების სტანდარტული პრაქტიკის შესაბამისად;

  • ინფორმირებული ვარ, რომ თუ ჩემ მიერ გაღებული სისხლი მთლიანად არ გადამესხა, ის არ იქნება გაცემული სხვა პაციენტებისთვის გადასასხმელად, არამედ იქნება განადგურებული;

  • ინფორმირებული ვარ, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია უარი ვთქვა ჩემი სისხლის დონაციაზე და ტრანსფუზიაზე;

  • ინფორმირებული ვარ და თანახმა, რომ ჩემი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

  • მე მქონდა შესაძლებლობა, დამესვა შეკითხვები და მიმეღო დამაკმაყოფილებელი პასუხები.

ავტოლოგიური დონორის სახელი და გვარი:

ან კანონიერი წარმომადგენლის სახელი და გვარი:

სისხლის დაწესებულების ექიმის სახელი და გვარი

ავტოლოგიური დონორის ხელმოწერა:

ან კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერა:

ექიმის ხელმოწერა:
თარიღი: თარიღი:

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადამიანის სისხლისა და სისხლის კომპონენტების დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.06.2026.
როდის იქნა მიღებული „ადამიანის სისხლისა და სისხლის კომპონენტების დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“?
„ადამიანის სისხლისა და სისხლის კომპონენტების დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 30.06.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №22/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470120000.22.035.017216.
სად არის „ადამიანის სისხლისა და სისხლის კომპონენტების დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.06.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ადამიანის სისხლისა და სისხლის კომპონენტების დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“, №22/ნ, 30.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 470120000.22.035.017216 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6911716/