„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის N35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 |
|
2026 წლის 26 ივნისი ქ. საგარეჯო |
1. დადგენილებით დამტკიცებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების (შემდგომში – დებულება) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „ა.ე.“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ა.ე) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება.“.
2. დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „დ.ა“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
3. დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „კ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„კ) ზედამხედველობის სამსახური.“.
4. დებულების 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მერია ვალდებულია ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე შეაფასოს 6 თვეში ერთხელ, „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული მოხელის შეფასების წესის შესაბამისად.“.
5. დებულების 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს კანონით „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ განსაზღვრული წესით, მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეა მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი.“.
6. დებულების 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31. მერიის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილება
დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში ყველა პროცედურულ საკითხზე რეაგირებას ახორციელებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის N35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.06.2026.
- როდის იქნა მიღებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის N35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის N35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.06.2026. მიმღები ორგანო — საგარეჯოს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №5. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.165.016522.
- სად არის „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის N35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.06.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის N35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5, 26.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.165.016522 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6911884/