„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.114.016559
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2026 წლის 26 ივნისი

დაბა ჩოხატაური

 

 

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობათა კოდექსის“  61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. .
შეტანილ იქნეს ცვლილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2025 წლის 26 დეკემბრის №23 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 29/12/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.114.016552)  დამტკიცებულ წესში და წესის:

ა) 22-ე  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 22. სოციალური პრობლემების გადაწყვეტისა და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროს ხელშეწყობის მიზნით პროგრამების თანადაფინანსება

1.მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თანადაფინანსებას ექვემდებარება სოციალური პრობლემების გადაწყვეტის ან/და მოწყვლადი ჯგუფების (სოციალურად დაუცველი, შშმ პირები, ზრუნვის  სისტემიდან  გასული პირები და ა. შ.) მხარდაჭერის მიზნით წარმოდგენილი პროექტები/პროგრამები.

2. დაფინანსების წესი და პირობები:

ა) დაფინანსება გაიცემა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, თანხა ჩაირიცხება იურიდიული პირის საბანკო რეკვიზიტებზე მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე;

ბ) პროექტის თანადაფინანსებისთვის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ბ.ა.) წერილობითი მოთხოვნა თანადაფინანსებაზე;

ბ.ბ) თანადაფინანსების მომთხოვნის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია;

ბ.გ)  დასაფინანსებელი პროგრამა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა;

ბ.დ) პროგრამის მონაწილე პირთა რაოდენობა და ბენეფიციართა შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საჭიროების შემთხვევაში);

გ) თითოეული პროექტი ფინანსდება მხოლოდ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზღვრული ოდენობის ფარგლებში;

დ) დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების ან წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე;

ე) დაფინანსების მიმღები ვალდებულია უზრუნველყოს თანხის მიზნობრივი გამოყენება.

ვ) ქვეპროგრამის ფარგლებში სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირების დაფინანსება დაუშვებელია;

ზ) დაუშვებელია თანხის გამოყენება მიზნობრიობის დარღვევით;

თ) დაუშვებელია ისეთი პროგრამის/პროექტის დაფინანსება, რომლის დაფინანსებასაც სრულად უზრუნველყოფს სახელმწიფო პროგრამები.

3. მონიტორინგი და კონტროლი

ა) ქვეპროგრამის განხორციელებაზე მონიტორინგს ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური;

ბ) დაფინანსების მიმღები ვალდებულია წარმოადგინოს შუალედური და საბოლოო ანგარიშები;

გ) დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია დაფინანსების შეჩერება ან დაბრუნების მოთხოვნა.“.


მუხლი 2. .
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერი ბერძენიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.06.2026.
როდის იქნა მიღებული „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.06.2026. მიმღები ორგანო — ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №7. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.114.016559.
სად არის „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.06.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №7, 26.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.114.016559 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6912415/