ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1795-Vმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
360160000.05.001.103216
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. ნარჩენების მართვის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.017608) 47-ე მუხლის:

ა) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 ნაწილი:

„71. ამ კოდექსის 31-ე−34-ე, 37-ე და 38-ე მუხლებით გათვალისწინებულ იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს, რომლებიც ჩადენილია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებულ საავტომობილო გზაზე ან/და მის შემადგენელ ნაწილზე, ადგენს ამ დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი შესაბამისი ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის  სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ჩადენის შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული უფლებამოსილი თანამშრომელი უშუალოდ შეესწრება (დააფიქსირებს) ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს.“;

ბ) მე-11 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 ნაწილი:

„111. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს ამავე დეპარტამენტის მართვაში არსებულ საავტომობილო გზაზე ან/და მის შემადგენელ ნაწილზე ჩადენილ, ამ კოდექსის 31-ე−34-ე, 37-ე და 38-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ჩადენის შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული უფლებამოსილი თანამშრომელი უშუალოდ შეესწრება (დააფიქსირებს) ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს.“;

გ) მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას და მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრავს შესაბამისად სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

25 ივნისი 2026 წ.

N1795-Vმს-XIმპ

კანონპროექტები პარლამენტში

ამ აქტის შეცვლის 1 კანონპროექტი დარეგისტრირდა, მათგან მიღებულია 1. ამჟამად განხილვაში არცერთი არ არის.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.06.2026.
როდის იქნა მიღებული „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 25.06.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1795-Vმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 360160000.05.001.103216.
სად არის „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.06.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №1795-Vმს-XIმპ, 25.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 360160000.05.001.103216 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6912729/