საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურთან არსებული წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის მინიჭებაზე საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს დებულების, წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის ბლანკის, აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და სარეგისტრაციო ჟურნალის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.02.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-14
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.032.009.961
გამოქვეყნების წყარო სსმ, 20, 13/02/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,568 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (2)
თარიღი
დასახე ლება სამართლებ-რივი  ფორმა

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურთან არსებული წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის მინიჭებაზე საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს დებულების, წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის ბლანკის, აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და სარეგისტრაციო ჟურნალის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"GEO DUMBADZE";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"GEO DUMBADZE","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:26.65pt .5in 1.0in 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.032.009.961 საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-14 2007 წლის 6 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურთან არსებული წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის მინიჭებაზე საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს დებულების, წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის ბლანკის, აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და სარეგისტრაციო ჟურნალის დამტკიცების შესახებ ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესრულების მიზნით და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურთან არსებული წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიის მინიჭებაზე საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს დებულება (დანართი №1). 2. დამტკიცდეს წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის თანდართული ბლანკი (დანართი №2). 3. დამტკიცდეს წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის ბლანკის გაცემისა და აღრიცხვა-ანგარიშგების თანდართული წესი (დანართი №3). 4. დამტკიცდეს თანდართული წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის სარეგისტრაციო ჟურნალი (დანართი №4). 5. სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა (ლევან ორკოშნელი) უზრუნველყოს ბრძანების რეგისტრაცია ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში და ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება. 6. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის მოადგილემ ლილი ბეგიაშვილმა. 7. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. პ. ცისკარიშვილი დანართი №1 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურთან არსებული წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიის მინიჭებაზე საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურთან (შემდგომში – სამსახური) არსებული ,,წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიის მინიჭებაზე საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭო“ (შემდგომში – საბჭო) შექმნილია ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-7 პუნქტის და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 14 მარტის №2-44 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დებულების“ მე-7 მუხლის ,,ა“ პუნქტის ,,ა.გ.“ ქვეპუნქტის შესაბამისად.     მუხლი 2🔗. საბჭოს სტრუქტურა 1. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 13 წევრით: თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და შესაბამისი უწყებებიდან წარმოდგენილი წევრებით. 2. საბჭოს წევრებს სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს და უფლებამოსილებას უჩერებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. 3. საბჭოს თავმჯდომარე არის სამსახურის უფროსი. 4. სამსახურის უფროსის ბრძანებით საბჭოს ერთ-ერთი წევრი ასრულებს საბჭოს მდივნის მოვალეობას. 5. საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს წყლის სასაქონლო პროდუქციის მწარმოებელი სუბიექტი.     მუხლი 3🔗. საბჭოს ფუნქციები და მოვალეობები 1. საბჭოს ფუნქციაა მიიღოს რეკომენდაცია წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიის მინიჭების ან წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე და წარუდგინოს სამსახურის უფროსს. 2. საბჭო ვალდებულია სამსახურის უფროსს: ა) წარუდგინოს წინადადება წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის მინიჭებაზე, განცხადების მიღებიდან არა უმეტეს 3 თვის განმავლობაში; ბ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში წარუდგინოს წინადადება წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული თუნდაც ერთი მოთხოვნის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში წარუდგენს რეკომენდაციას მინიჭებული წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის გაუქმების თაობაზე.     მუხლი 4🔗. საბჭოს მართვა 1. საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოადგილე. 2. საბჭოს თავმჯდომარე: ა) კოორდინაციასა და კონტროლს უწევს საბჭოს წევრების საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია საბჭოს საქმიანობაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის წინაშე; გ) ადგენს საბჭოს სხდომის ჩატარების თარიღს. 3. საბჭოს მდივანი: ა) წინასწარ ეცნობა წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის მინიჭების შესახებ მიღებულ განცხადებასა და წარმოდგენილ ინფორმაციას; ბ) მიღებისთანავე აცნობებს საბჭოს წევრებს განცხადების თაობაზე და აწვდის წარმოდგენილი ინფორმაციის ასლებს; გ) აცნობებს საბჭოს წევრებსა და განმცხადებელს სხდომის ჩატარების თარიღს; დ) აფორმებს საბჭოს სხდომის ოქმს; ე) 2 დღის ვადაში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის ზედამხედველობის დეპარტამენტს გადასცემს სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებას წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიის მინიჭების ან წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. 3. საბჭოს წევრი: ა) წინასწარ ეცნობა საქმის მასალებს განსახილველი საკითხების ირგვლივ; ბ) საჭიროების შემთხვევაში განსახილველ საკითხებზე მოითხოვს დამატებით ინფორმაციას; გ) აწვდის საბჭოს წინადადებებსა და რეკომენდაციებს. 4. საბჭოს წევრის წევრობის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია: ა) საბჭოს სხდომაზე სისტემატური გამოუცხადებლობა; ბ) პირადი განცხადება; გ) გარდაცვალება.     მუხლი 5🔗. სხდომის ჩატარების წესი 1. საბჭოს სხდომა ტარდება თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული დღის წესრიგით, რომელიც ეგზავნებათ საბჭოს წევრებს სხდომის ჩატარებამდე არა უგვიანეს 7 დღისა. 2. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 3. საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 4. საბჭოს გადაწყვეტილება კენჭისყრის ფორმის შერჩევის შესახებ მიიღება დამსწრე წევრთა უმრავლესობით. 5. ცალკეული საკითხების ოპერატიულად გასარკვევად საბჭოს სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის ექსპერტები, ფიზიკური და იურიდიული პირები.     მუხლი 6🔗. საბჭოს ლიკვიდაცია საბჭოს ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №2 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სურსათის უვნებლობისს, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორია მინიჭებული კატეგორიის რეგისტრაციაში გატარების N ________________ თარიღი „______“ „______________“ 200____ გაცემულია _____________________________________________________________________________                       იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა ________________________________________________________________________________________                                ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, კოდი, ტელეფონის ნომერი წყლის სასაქონლო პროდუქციის დასახელება _______________________________________________ ________________________________________________________________________________________ საბადოს გეოგრაფიული მდებარეობა და დასახელება _________________________________________ __________________________________________________________________________________________ მინიჭებული კატეგორიის დასახელება _______________________________________________________ სამსახურის უფროსი დანართი №3 წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის ბლანკის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1. წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის ბლანკი (შემდგომში – ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმა“) შემუშავებული და დამტკიცებულია ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. 2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაცია ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროში. 3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მიერ გასაცემი მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას და აღრიცხვა-ანგარიშგებას სამსახური ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე.     მუხლი 2🔗. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადება 1. მკაცრი აღრიცხვის ფორმებს სამსახური ამზადებს დამოუკიდებლად ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. 2. პოლიგრაფიული საწარმოდან მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.     მუხლი 3🔗. მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა და შენახვა 1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა ,,საბუღალტრო აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბმისად ხდება სარეგისტრაციო ჟურნალში. 2. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ინახება მათ აღრიცხვა-ანგარიშგებაზე უფლებამოსილ პირთან. 3. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ინახება ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 4. სათავსო, სადაც ინახება მკაცრი აღრიცხვის ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.     მუხლი 4🔗. მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემის პროცედურები მკაცრი აღრიცხვის ფორმებს მათ აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი განცხადების საფუძველზე გადასცემს სამსახურის იმ თანამშრომელს, რომელიც უფლებამოსილია გასცეს მკაცრი აღრიცხვის ფორმები და რომელიც მკაცრი აღრიცხვის ფორმების მიღების ფაქტს ადასტურებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით.     მუხლი 5🔗. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შევსება 1. მკაცრი აღრიცხვის ფორმებს ავსებს სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი. 2. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ივსება კომპიუტერის საშუალებით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა. შ. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დაზიანების ან მათში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად. მკაცრი აღრიცხვის ფორმის შემვსები ადგენს აქტს მკაცრი აღრიცხვის ფორმის გაუქმების მიზეზის მითითებით. 3. მკაცრი აღრიცხვის ფორმა (დედანი) გადაეცემა განმცხადებელს, ხოლო ასლი ინახება ეროვნული სამსახურის სურსათის უვნებლობისა და ხარისხის ზედამხედველობის დეპარტამენტში. 4. შევსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმები რეგისტრირდება სარეგისტრაციო ჟურნალში.     მუხლი 6🔗. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) მკაცრი აღრიცხვის ფორმის დაზიანების გამო; გ) პოლიგრაფიული დეფექტის გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის შედგენის შემდეგ. 3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსკლუზიური ნუმერაცია ჩამოწერის მიზეზის მითითებით შეიტანება სარეგისტრაციო ჟურნალში. 4. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 7🔗. კონტროლი მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვაზე, აღრიცხვასა და გაცემაზე 1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვაზე, აღრიცხვასა და გაცემაზე კონტროლს ახორციელებს სამსახური. 2. სამსახური ყოველი კალენდარული წლის ბოლოს ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ინვენტარიზაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სამსახური მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვაზე, აღრიცხვასა და გაცემაზე ანგარიშს სამ თვეში ერთხელ წარუდგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს. დანართი №4 წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის სარეგისტრაციო ჟურნალი № წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორია რეგისტრაციაში გატარების ფიზიკური ან იურიდიული პირის წყლის სასაქონლო პროდუქციის დასახელება საბადოს გეოგრაფიული ოქმის № შენიშვნა დასახე ლება სამართლებ-რივი  ფორმა მისამართი ტელეფონი № თარიღი ფაქტობ რივი იურიდი ული მდება-რეობა დასახე-ლება