ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.107.016504
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/06/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2026 წლის 24 ივნისი

ქ. ჩხოროწყუ

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
დამტკიცდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან.

საკრებულოს თავმჯდომარეჯანო პერტაია



დანართი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება
მუხლი 1. მერიის ზედამხედველობის სამსახური

1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობას საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ, თვითმმართველობის უფლებას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენას და აღკვეთას, გარე რეკლამის განთავსების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების, გარე ვაჭრობის დადგენილი წესების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ სანიტარიული ნორმების დაცვას და კონტროლს.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რიცხოვნობა და თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები

სამსახურის ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობა;

ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზება;

გ) მუნიციპალიტეტის გარე იერსახეზე ზრუნვა, დანგრეული, დაუმთავრებელი საამშენებლო ობიექტის ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვების, ტერიტორიის დაზიანების, საამშენებლო ან შესაკეთებელ სამუშაოთა ჩატარების დროს დასახლებული პუნქტების ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევის, გზის საფარის დანაგვიანების ან დაზიანების ფაქტების გამოვლენისა და ადმინისტრირების ღონისძიების გატარება;

დ) ზედამხედველობა გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, ავტოტრანსპორტის პარკირებაზე;

ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების წესების დამრღვევთა გამოვლენა და კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, მათზე რეაგირება, განსახილველად სასამართლოში გადაგზავნა;

ვ) მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერის სამართლებრივი აქტების შესრულება;

ზ) კონტროლი საამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა- მოწესრიგება და სხვა);

თ) გარე რეკლამის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი;

ი) ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლი;

კ) ზედამხედველობა ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, საქალაქო სამსახურების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვებაზე, სამშენებლო ან შესაკეთებელ სამუშაოთა ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანებაზე, ქალაქის მწვანე ნარგავების დაზიანებაზე ან თვითნებურად გაჩეხვაზე, კეთილმოწყობის წესების დაცვაზე, შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, სარეკლამო მეურნეობის, ვიტრინების, მარკიზების, ღობეების, ალაყაფებისა და სადარბაზოს კარების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე კონტროლი;

ლ) უკანონო, უსახური, ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების „სტელაჟების“, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში მეთოდოლოგიური დოკუმენტების მომზადება, რომლებიც არეგულირებენ ქ. ჩხოროწყუს ტერიტორიის ფარგლებში ნებართვის გაცემას;

ნ) სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვების პირობების დაცვის კონტროლი;

ო) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად დამრღვევის ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, მათზე რეაგირება, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად განსახილველად სასამართლოში გადაგზავნა;

პ) მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე წინადადებების მომზადება;

ჟ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

მუხლი 3. სამსახურის ორგანიზაცია და სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და  სამსახურის საჯარო მოხელისგან (მოხელეებისაგან).

2. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

3. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;

გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;

ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.

მუხლი 4. დასკვნითი დებულებები

1. სამსახურის დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხდება მერის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.

2. სამსახურის რეორგანიზაცია და გაუქმება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.