ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ტრანსპორტის რეგულირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 |
|
2026 წლის 24 ივნისი ქ. ჩხოროწყუ |
|
1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ტრასპორტის რეგულირების სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის (შემდგომ–მუნიციპალიტეტი) მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.
4. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
5. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ჩხოროწყუ, დავით აღმაშენებლის ქ. №1.
სამსახური უზრუნველყოფს:
1. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
2. მუნიციპალიტეტის განვითარების პროექტების პრიორიტეტების შერჩევის თაობაზე წინადადებების შემუშავებას;
3. მიმდინარე პროექტების შესრულების კონტროლს და შესაბამისი წინადადებების მომზადებას გამოვლენილი პრობლემების გადასაწყვეტად;
4. ინფრასტრუქტურული პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
5. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა - პატრონობას;
6. მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების თაობაზე წინადადებების მომზადებას;
7. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარების, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენის თაობაზე წინადადებების მომზადებას, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის შესახებ ნებართვების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას;
8. მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
9. წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვასა და მათი შესრულების კოორდინაციას;
10. წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობის, გარე რეკლამის, საგზაო მოძრაობის ორგანიზების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისა და დგომა/გაჩერების რეგულირების საკითხებზე;
11. წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე;
12. ტერიტორიის დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის სამუშაოთა ორგანიზებას;
13. სასაფლაოების მოვლა-პატრონობის მიზნით შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას;
14. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარებისა და ურბანული განვითარების დაგეგმვის თაობაზე წინადადებების შემუშავებას;
15. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და უფლებრივი ზონირების თაობაზე წინადადებების შემუშავებას;
16. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების პროექტების მომზადებას;
17. შემოსულ საპროექტო დოკუმენტაციებზე სათანადო წინადადებებისა და დასკვნების მომზადებას;
18. მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციის კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების მომზადებას, ნებართვების გაცემის თაობაზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომ – მერი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების – ბრძანებების პროექტების შემუშავებას;
19. მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
20. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო - საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
21. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
1. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
3. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.
4. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ტრანსპორტის რეგულირებისა და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილება;
ბ) ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილება.
5. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელისგან (მოხელეებისგან). განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებითა და მერის სამართლებრივი აქტებით.
6. განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ახორციელებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის;
დ) პასუხისმგებელია განყოფილებისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
7. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.
8. ტრანსპორტის რეგულირებისა და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარების, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენის თაობაზე წინადადებების მომზადებას, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის შესახებ ნებართვების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას;
ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურების ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;
გ) კომპეტენციის ფარგლებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადაწყვეტილებების მომზადებას, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ადგილობრივი პროგრამების შემუშავებას;
დ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფასა და დგომის/გაჩერების წესების შესახებ წინადადებების მომზადებას;
ე) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვასა და მათი შესრულების კოორდინაციას;
ვ) წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობის, გარე რეკლამის, საგზაო მოძრაობის ორგანიზების, ავტოტრანსპორტის პარკირებისა და დგომა/გაჩერების რეგულირების საკითხებზე;
ზ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობის მიზნით შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას;
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
9. ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარებისა და ურბანული განვითარების დაგეგმვის თაობაზე წინადადებების შემუშავებას;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და უფლებრივი ზონირების თაობაზე წინადადებების შემუშავებას;
გ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების პროექტების მომზადებას;
დ) შემოსულ საპროექტო დოკუმენტაციებზე სათანადო წინადადებებისა და დასკვნების მომზადებას;
ე) მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციის კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას, ნებართვების გაცემის თაობაზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომ – მერი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების – ბრძანებების პროექტების შემუშავებას;
ვ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
ზ) მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო - საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
1. სამსახურის დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხდება მერის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
2. სამსახურის რეორგანიზაცია და გაუქმება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.