„ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №26/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№155/04
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.017002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №155/04

2026 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №26/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №26/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 10/03/2015, ს/კ: 220090000.18.011.016159) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) რისკის პოზიციის ღირებულება – საბალანსო და გარესაბალანსო ელემენტებისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ (შემდგომში – ბაზელ III-ის დებულება) მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღირებულება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ იმავე დებულების XIV თავში ჩამოთვლილი გარესაბალანსო ელემენტების კრედიტ-კონვერსიის ფაქტორად, ყველა შემთხვევაში, მიუხედავად რისკის კატეგორიისა, აიღება 100%. ხოლო, იმავე დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სავალუტო და საპროცენტო კონტრაქტებისთვის რისკის პოზიციის ღირებულება არის სახელშეკრულებო ღირებულების 10%. პოტენციური მოთხოვნების შემთხვევაში რისკის პოზიციის ღირებულება არის პოტენციური მოთხოვნის ღირებულების ტოლი;“.

2. მე-6 მუხლის მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) პოტენციური მოთხოვნები, რომლებიც წარმოიქმნება დაკავშირებული კომერციული ბანკების მიმართ, ამ უკანასკნელის მიერ არადაკავშირებულ პირზე გარანტიის გაცემისას, თუ ბანკის მიერ ჩატარებულია პრინციპალის გადახდისუნარიანობის ანალიზი და ის გადამხდელუნარიანია.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №26/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №26/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.06.2026.
როდის იქნა მიღებული „ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №26/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №26/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.06.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №155/04. სარეგისტრაციო კოდი — 220090000.18.011.017002.
სად არის „ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №26/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.06.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №26/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №155/04, 29.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.017002 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6914670/