„მიკრობანკებისთვის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №107/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №154/04 |
|
2026 წლის 29 ივნისი ქ. თბილისი |
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მიკრობანკებისთვის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №107/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 22/06/2023, ს/კ: 220010000.18.011.016698) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-2 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) რისკის პოზიციის ღირებულება – საბალანსო და გარესაბალანსო ელემენტებისთვის „მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №111/04 ბრძანებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში – მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის დებულება) მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღირებულება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ იმავე დებულების X თავში ჩამოთვლილი გარესაბალანსო ელემენტების კრედიტ-კონვერსიის ფაქტორად, ყველა შემთხვევაში, მიუხედავად რისკის კატეგორიისა, აიღება 100%, ხოლო, იმავე დებულების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სავალუტო და საპროცენტო კონტრაქტებისთვის რისკის პოზიციის ღირებულება არის სახელშეკრულებო ღირებულების 10%. პოტენციური მოთხოვნების შემთხვევაში რისკის პოზიციის ღირებულება არის პოტენციური მოთხოვნის ღირებულების ტოლი;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|