,,საქართველოს ფინანსთა მინისტრის სათათბირო ორგანოს - სათათბირო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 15 ივლისის №528 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.009.963
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №94
2007 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა მინისტრის სათათბირო ორგანოს – სათათბირო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 15 ივლისის №528 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
,,საქართველოს ფინანსთა მინისტრის სათათბირო ორგანოს – სათათბირო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 15 ივლისის №528 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №85, მუხ. 980) დამტკიცებული ,,საქართველოს ფინანსთა მინისტრის სათათბირო ორგანოს – სათათბირო საბჭოს“ დებულების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 17.
საბჭოს სხდომის მიმდინარეობა, განხილული საკითხები და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე და მდივანი. სხდომის ოქმზე მიეთითება თარიღი და რიგითი ნომერი.“.
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი