„სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №162/04 |
|
2026 წლის 2 ივლისი ქ. თბილისი |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 28/09/2018; ს/კ: 220010020.18.011.016345) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ფინანსური ანგარიშგების დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი ფორმით ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობა ან/და ფინანსური ანგარიშგებით არაზუსტი ინფორმაციის წარდგენა გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით , დარღვევის თითოეულ ფაქტზე; გ) სესხის გამცემ სუბიექტთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაციის ან/და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობა ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენა ან/და წერილობითი მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. აღნიშნული მოთხოვნების განმეორებით დარღვევა გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; დ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №217/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის“ (შემდგომში – რეგულირების წესი) მე-9 მუხლის მე-14 პუნქტის დარღვევა გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;“; ბ) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“- „დ7“ ქვეპუნქტები: „დ1) სესხის გამცემი სუბიექტის მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ან/და შემოსავლებისა და ხარჯების აღურიცხაობა გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, აღურიცხაობის თითოეულ ფაქტზე; დ2) რეგულირების წესის მე-9 მუხლის მე-5, მე-6, 61-63, მე-7, მე-8 პუნქტებით ან/და 93 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით; დ3) რეგულირების წესის მე-9 მუხლის მე-5, მე-6, 61-63, მე-7, მე-8 პუნქტებით ან/და 93 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების განმეორებით შეუსრულებლობა გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით; დ4) რეგულირების წესის 92 მუხლის მე-2 პუნქტით ან/და 93 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით; დ5) რეგულირების წესის 92 მუხლის მე-2 პუნქტით ან/და 93 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების განმეორებით შეუსრულებლობა გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით; დ6) რეგულირების წესის 92 ან/და 93 მუხლებით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების (გარდა რეგულირების წესის 92 მუხლის მე-9 პუნქტის და 93 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების და 31 პუნქტისა) დარღვევა გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; დ7) რეგულირების წესის 92 ან/და 93 მუხლებით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების (გარდა რეგულირების წესის 92 მუხლის მე-9 პუნქტის და 93 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების და 31 პუნქტისა) განმეორებით დარღვევა გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;“. 2. 21 მუხლის : ა) მე-2 პუნქტის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით, „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში – სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი) მე-2 მუხლით ან/და ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებით განსაზღვრული სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ხელშეწყობის მიზნებისთვის პროგრამული (ელექტრონული) სისტემის, (რომელიც უზრუნველყოფს საყურადღებო/საეჭვო ნიშნების, მათ შორის, დანაწევრებული გარიგებების (ოპერაციების) გამოვლენას და პირის ავტომატურ გადამოწმებას პოლიტიკურად აქტიურ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესით ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებებით განსაზღვრულ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა სიებში), არქონის ან მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების შემთხვევაში – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით; ე1) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით ან გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სანქციადაკისრებულ პირთან, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესით ან/და ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებებით განსაზღვრულ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით ან გვერდის ავლით განხორციელებული ოპერაციების (გარიგების) გამოვლენის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;“; ბ) მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) სესხის გამცემი სუბიექტი, კანონმდებლობის ან/და შიდა პოლიტიკის/პროცედურების შესაბამისად, არ ახორციელებს კლიენტთან დამყარებული საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგს, გარიგების (ოპერაციის), საქმიანობის, ქონების ან/და ფულადი სახსრების/ვირტუალური აქტივის წარმომავლობის შესწავლას – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში;“; გ) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სესხის გამცემი სუბიექტის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, წარდგენილი ანგარიშგების თითოეულ ფორმასთან მიმართებაში;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 02.07.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №162/04. სარეგისტრაციო კოდი — 220010020.18.011.017004.
- სად არის „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №162/04, 02.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 220010020.18.011.017004 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6914865/