„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
010260000.35.148.016871
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2026 წლის 29 ივნისი

ქ. გორი

 

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/11/2017; 010260000.35.148.016404) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მართვის ოპტიმიზაციისთვის გორის მუნიციპალიტეტი იყოფა ოცდაცხრა ადმინისტრაციულ ერთეულად, თითოეული ადმინისტრაციული ერთეული გორის მუნიციპალიტეტის ნაწილია.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ცენტრალური დასახლება;“.;  

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კომბინატის დასახლება;“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) წმინდაწყლის დასახლება;“;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

თ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „წ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ი) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჭ)  ბოშურის  ადმინისტრაციული   ერთეული  (სამოქმედო  ტერიტორია  –  სოფლები:  ქვემო ბოშური, ზემო ბოშური, ბიისი, ბობნევი, ტუსრევი, ყველაანთუბანი, გაგლოაანთუბანი,   ლევიტანა,   ორმოცი,   თხინალა, იფნარა, მღებრიანი,  პატარა წერეთი, დიდი წერეთი, ჭანჭახა, ოქიანი, დიდი ჭვარები, პატარა ჭვარები, პიტნარა, ბორცვანა, ტამი, სახორცე);“.

კ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი)  პირველადი სტრუქტურული    ერთეულის    ხელმძღვანელის    თანამდებობრივი უფლებამოსილების    შეჩერების   ან შეწყვეტის  შემთხვევაში  მის მოვალეობას  ასრულებს პირველადი  სრუქტურული  ერთეულის   ხელმძღვანელის მოადგილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან მისი არყოფნის შემთხვევაში ერთ-ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.“.

ლ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.  ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მშენებლობის კონტროლის და ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განხორციელება.“.

ნ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ო) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება;“.

პ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ჟ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ეკონომიკის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:  მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადება, მათი განხორციელება,  მონიტორინგი და შეფასება; ქონების   აღრიცხვა და მართვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების განხორციელება, გარე რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება, მოსაკრებლების კონტროლი.“;

რ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ეკონომიკის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ქონების განყოფილება;

ბ) ტრანსპორტისა და გარე რეკლამის რეგულირების განყოფილება;

გ) მოსაკრებლების კონტროლის განყოფილება.“;

ს) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. შიდა აუდიტის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულია შიდა აუდიტის და მონიტორინგის განყოფილება.“;

ტ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-17 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„განათლების, კულტურისა და ახალგაზრდული განყოფილება.“;

უ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-17 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 15 აგვისტოს.

საკრებულოს თავმჯდომარემარლენ ნადირაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.06.2026.
როდის იქნა მიღებული „გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.06.2026. მიმღები ორგანო — გორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №20. სარეგისტრაციო კოდი — 010260000.35.148.016871.
სად არის „გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.06.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №20, 29.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.148.016871 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6916444/